რატომ არ შეიძლება, რომ ადამიანი მთელი სიცოცხლე გამოიყურებოდეს ისე როგორც 18 წლის ასაკში და ისე მოკვდეს???
ბავშვობაში მინდოდა რომ ასეთი ვყოფილიყავი (ოღონდ მარცხენა!)
ჩემი პატარა მატრიცა ვინაარიო (თუ ვინ “იყოო”)
{ 16 comments }
Brunette with lots of Blonde moments...
Posts tagged as:
რატომ არ შეიძლება, რომ ადამიანი მთელი სიცოცხლე გამოიყურებოდეს ისე როგორც 18 წლის ასაკში და ისე მოკვდეს???
{ 16 comments }
If we wanna rock, we rock!
If we wanna Roll, we roll!
We can roll with the punches
As long as we feels like we’re in control
ძალიან მაგარი საღამო იყო!!!
დაქალები მესტუმრნენ და ბევრი ვიხალისეთ, ვიჭორავეთ, ვიმზარეულეთ… მარიამს ხელი სტკიოდა და შეფ-მზარეულობა იკისრა დანარჩენები “პატარა” მზარეულები ვიყავით.
მე – გავრეცხე, ბაკომ – დაჭრა, გვანცამ – მოურია, მარომ – მარილი მოაყარა, ლოლამ – შეჭამა
არა ნუ პრინციპში ყველამ შევჭამეთ… :user:
სლაიდშოუს სანახავად დააჭირეთ აქ →
სრულად წაკითხვა →
{ 9 comments }
დილის 5-ის ნახევარზე დავწექი. პრეზენტაციას და სტატიას ვაკეთებდი.
სტატიის დამთავრება მოვასწარი კიდევ კარგი. პრეზენტაცია – არა!
დღისით 2-ზე გამეღვიძა. ვეცი და როგორღაც გავიყვანე ბოლოში. მერე ტაქსით გავვარდი რედაქციაში. სტატია უნდა მიმეტანა. 2 დღეში ჟურნალი რომ არ დამთავრდეს ვერ გამოვა შემდეგი ნომერი და მოკლედ ძალიან საპასუხისმგებლო იყო ამ სტატიის მიტანა.
ტაქსს გარეთ დავალოდებინე და ჩქარ-ჩქარა ვალაგებდი ამ სტატიას კომპიუტერზე იმ პროგრამაში, რაშიც ჟურნალს ვაწყობთ. ძლივს გადავაკოპირე და გამოვვარდი ისევ ჩავხტი ტაქსში და გავვარდი სოროსში.
იქ ბლოგკემპი ტარდებოდა 5 საათზე. 6-ის ნახევარზე მივაღწიე.
მაგრად წვიმდა! ცისფერი შარფი და დიდი შავი სათვალე მეკეთა. ნუ ეს ცალკე სტილია! ამ დროს თავი გრეის კელი ან ოდრი ჰეპბერნი ან მინიმუმ ბრიჯიტ ჯონსი მგონია!
სპეციალურად ვიყიდე ასეთი დიდი სათვალე და ეს შარფებიც მაგარი გატაცებაა. კოტეს დედა მამარაგებს საბერძნეთიდან და ჭკუაზე არ ვარ ისე მიყვარს! კარგად მესმის გრეის კელისი, აბრეშუმის შარფების მთელი კოლექცია ჰქონდა, როგორც ვიცი…
თემას გადავუხვიე და…
იმას ვამბობდი რომ ბლოგკემპი ძლაიან მეგობრულ ატმოსფეროში ჩატარდა. სხვების შთაბეჭდილებებზე პასუხს არ ვაგებ, მაგრამ მე მომეწონა. რეალურად, არაფერი ახალი და გასაგიჟებელი არ გვილაპარაკია, მაგრამ ინფორმაციის ასეთი გზით გაზიარება სასარგებლოა აზრთა სხვადასხვაობების წარმოსაქმნელად, დისკუსიისთვის, ახალი იდეები მოგდის ადამიანს და ა.შ. ა, ხო… კიდე ლამაზი ბიჭები სხედან და ყურადღებით გისმენენ
სრულად წაკითხვა →
{ 37 comments }
Fire FM-ის რადიოს ვუსმენდი ახლა და Six Pens none the reacher-ის Kiss Me გავიდა უცებ, თან ფანჯარა მაქვს გაღებული ჩაის ვსვამ და გარეთ ისეთი მაგარი ამინდია, ეგრევე მომინდა პოსტის დაწერა.
და კიდევ ბლოგის დიზაინის გადახალისება…
რამე საგაზაფხულოთი მინდა შევცვალო. იქნებ რამენაირად დავეხმარო გაზაფხულს მოსვლაში
თუ არა და განწყობას მაინც შევიქმნი
გუშინწინ ოფისში ვარდები მაჩუქეს და 1 დღიანი შვებულება მომცეს დაბადების დღის აღსანიშნავად. მაგარია…
თან ვარდები ისეთი ლამაზია…
{ 13 comments }
ინტერნეტი გათიშული მქონდა ორი დღე, იქმადე ბლოგი მქონდა გათიშული. მოკლედ ტერორში ვიყავი. დღესაც გაითიშებოდა ალბათ გადაუხდელობის გამო ტრაკი რომ არ ამეწია და არ გავსულიყავი გადასახდელად. მართალია ტაქსით მივედი და წამოვედი მაგრამ ისეთი ცუდი ამინდი იყო რო სასტიკად მეზარებოდა
მოკლედ ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე რომ თავი მემართლებინა თუ რატომ იყო ჩმეი ბლოგი გათიშული და რატომ არ ვპოსტავდი.
სამაგიეროდ საინტერესო რაღაცეები მოხდა. მოდი ორ პოსტად გავაკეთებ.
8/12/08, ორშაბათი ~
კოტე ჩამოვიდა მივლინებიდან. დილის 8 საათი იყო. სახლში იდილია დავახვედრე. ყველაფერი დალაგებული და მოწესრიგებული. წინა ღამით ვიფიქრე გავათენებ და ისე დავხვდები თქო. რაღაც კარტოფილის, ყველის და ვერმიშელის pie გამოვაცხვე. ფანტაზია მოვიშველიე. მაგარი გამოვიდა.
რეცეპტი:
გათლილ კარტოფილს მოხარშავ, დაჭყლეტ, შიგნით ჩაზელ დაფშვნილ ყველს. მარილი გემოვნებით.
თან მოხალავ ვერმიშელს მშრალ ტაფაზე. რომ შეწითლდება, დაასხამ წყალს ისე, რომ ოდნავ დაიფაროს ვერმიშელი და დაახურავ თავზე. უნდა ჩაიხარშოს ამ წყალში. როცა ჩაიხარშება, დააგდებ კარაქს ან ზეთს და ერთი ხუთი წუთი გააჩერებ.
შემდეგ გამზადებულ ყველ-ჩაზელილ პიურეში შეურევ მოშუშულ ვერმიშელს ჩააგდებ 25გრამ კარაქს და გაანაწილებ ცხიმწასმულ ”ჟარონაზე”. (ჟარონა უნდა იყოს ცოტა მაღალი და პატარა. ანუ ნამცხვრებისთვის რომ იყენებნ ისეთი და არა ქათმის შესაწვავად)
ზემოდან მოასხამ წინასწარ გათქვეფილ 2 კვერცხს და შედგამ 150° გახელებულ ქურაში (დუხოვკაში). მე ცეცხლი მივეცი ზემოდან და კვერცხი რომ მოიბრაწა მერე ორივე მხრიდან. დაახლოებით 30 წუთში მზად იქნება.
ამ კულინარული შედევრის შემდეგ მერე 2 ფილმს ვუყურე: მაგრამ გამთენიისას მაინც ჩამეძინა.
დილით კოტეც ჩამოვიდა და გამაღვიძა. ძალიან მომენატრა. ისეთი დაღლილი იყო რომ ფეხზე ძლივს იდგა. ბეილისი და შოკოლადი მომიტანა :love:
ძლივს ავდექი (1 საათის ჩაძინებული ვიყავი), ჩაი და ბეილისი დავლიეთ + ჩემი შედევრი გავსინჯეთ. მოეწონა. მერე დავიძინეთ.
მეორე დღეს ყველაფერი მოვუყევი. ასე მითხრა ”ვიცოდიო, მე რას გამომაპარებო”. ჩემი აზრით მართლა იცოდა. იმაზე უკეთ მიცნობს ვიდრე მე ვიცნობ ჩემს თავს, იმიტომ რომ მე ჩემს თავს ვატყუებ და კოტეს ვერა
ჩემი ბულთი. მიყვარხარ, ე… :love:
მერე ინტერნეტი არ გვქონდა და ტელევიზორს ვუყურებდით და ვუკრავდით.
სიმღერა დავწერეთ ერთად!!! ძალიან მომეწონა ეს პროცესი. კოტე რაღაც აკორდებს იღებდა გიტარაზე მე თვალები მქონდა დახუჭული და მელოდიას ვმღეროდი და რომ გავახილე მივხვდი რომ ეს უნიკალური მელოდია იყო რომელიც არსად გამეგონა. ანუ ჩვენ დავწერეთ!!!
ისეთი მაგარი სიმღერაა!!! აუცილებლად დავწერ ტექსტს და ჩავწერ.
გადავწყვიტე, რომ ვარსკვლავების აკადემიაზე აღარ ვიფიქრო. კოტესაც არ უნდა და მეც გავიაზრე რომ არ მინდა. ოღონდ მართლა არ მინდა და არა იმიტომ რომ თუნდაც კოტეს არ უნდა. ვოკალზე სიარულს არ დავანებებ თავს. ჩემს სიმღერებზე ვიმუშავებ. კოწიკამ დამანახა რომ ჩემით მიღწეული რაღაც უფრო ფასეული იქნება ვიდრე ის რის გაკეთებასაც ვაპირებდი. ხომ მაინც ჩემი თავისთვის მინდა მუსიკა და კოტესთვის. სხვა არაფერი მინდა
საკუთარ სიმღერებს ჩავწერ და მეგობრებს გავუგზავნი მესინჯერებში.
It’s still happiness!
გადაწყევტილი მაქვს რომ ეს ახალი წელი ყველაზე მაგარი უნდა იყოს! პირველი ახალი წელია ერთად და ერთ ჭერქვეშ! :jump:
ოღონდ ვერ გადავწყვიტე: მეგობრები მოვიწვიო და საახალწლო ვახშამი გავაკეთო თუ მარტო მე და კოტე ვიყოთ თუ სადმე წავიდეთ თუ რა ვქნათ?
კვატ, მომეხმარე ფიქრში… :user: :2kiss:
{ 7 comments }
ჩემი ბავშვობის კუმირი.
ახალ ალბომს უშვებსო გავიგე და imeem-ზე მოვუსმინე ყველა სიმღერას. ნორმალურია. ბოლო ალბომი საერთოდ მოუსმენადი იყო.
მერე შევედი მის ოფიციალურ საიტზე რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში Under Construction ეწერა.
და გამოვშტერდი. მთელი საიტი ბლოგად არის გადაკეთებული.
ყველა კატეგორია ბლოგის სტილში იწერება: მუსიკა, ფოტოები, ვიდეოები, ახალი ამბები.
ძალიან მომეწონა ოფიციალური საიტის ეს სტილი. როგორც ჩანს ბრიტნის გარემოცვა მიხვდა თუ როგორ შეიძლება ჩაძირული ვარსკვლავის ამოქაჩვა: მხოლოდ აქტიური კომუნიკაციის გზით. ბლოგპოსტებზე 300+ კომენტარი იწერება.
ნეტა ვორდპრესის ძრავაა?
საიტზე ასევე გაჩნდა ბრიტნის ტვიტერის არხიც. რომელსაც დავუხვოსტდი გუშინ რაძი ინტერესა. რამოდენიმე ადამიანი ანახლებს. ეჭვი მაქვს თვითონ ბრიტნიც არის ერთ-ერთი. მობილურიდან წერს ხოლმე
I enjoyed a relaxing walk last night around NYC. Even though it was raining, it was a lot of fun! ~Britney
Check Out here [იხსნება ახალ ფანჯარაში]: http://www.britneyspears.com
{ 0 comments }
დღეს ოფისიდან გამოვედი 15 წუთით, რომ რამე მეყიდა მაკდონალდსში, და უკან რომ ვბრუნდებოდი ციგნები… ახ, უკაცრავად, ბოშები დამესხნენ თავს, შეეცადნენ წაერთმიათ ნავაჭრი და ჩემს აგრესიულ ქმედებების საპასუხოდ უშვერი სიტყვებით გამომლანძღეს ანუ მაგინეს!
მე არ ვწუწუნებ! ვიცი რომ დამნაშავე ვარ და გასაგებია, რომ მაკდონალდსიდან გამომსვლელი ადამიანი, ვინც ჩანთაში არ ჩაიტენის საჭმლიან ქაღალდის პარკს განწირულია მსგავსი სიტუაციის მსხვერპლად შუა რუსთაველის გამზირზე.
ისიც გასაგებია, რომ ბოშებსაც ყავთ ბავშვები, რომელთაც გამოკვება სჭირდებათ, თან აუცილებლად მაკდონალდსის კარტოფილით, და ვაღიარებ, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე ვარ, რადგან იმ ციგნის გოგოს თავში ხელი ჩავარტყი, ვინც მთელი ძალით შეეცადა, გამოეტაცა მაკდონალდსში ნაყიდი ჩემი ქაღალდის პარკი.
ბაზარი არაა, ალბათ დავიმსახურე. სრულად წაკითხვა →
{ 16 comments }
დედაჩემმა გამომიგზავნა დღეს სკაიპით ეს სიმღერა…
ძაან მომენატრა დედიკო და დავიგრუზე
სამსახურში ჩუმად ტირილი დავიწყე
კიდე კაი არავინ მიყურებდა.
ხოდა მერე ვუტხარი სამსახურის მერე სადმე დავსხდეთ თქო…
ხოდა ვნახავ დღეეს!!! :jump:
{ 3 comments }
ვიწყებ პირველი და უმთავრესი ამბით რაც ყველას აინტერესებს!
კიდე ისა…
ამ ბოლო დროს რაღაც ისტერიულად მემღერება და
ვინმემ ხო არ იცით რამე როკ- ან პანკ- ჯგუფი ქალ-ვოკალისტს რო ეძებდეს?
ან ვაფშე მე თითონ ხო არ ჩამოვაყალიბო თქო მარა ტვინის ბურღია… ჯობს არსებულს შევუერთდე :confused:
ასეთი სტილის მუსიკას რო უკრავდნენ დაახლოებით… :user:
ხო ახლა შეგიძლიათ აღარ გააგრძელოთ კითხვა
:user:
გუშინ მთელი დღე სამზარეულოში გავატარე და ლოდინში…
მერე მეღირსა ერთი ადამიანი… მერე გემრიელი ვახშამი… ჩაი…. დებატები და ბრეინშოტრმინგი ჰელოუინის შესახებ… ნანას ფინალური სერია… დილის 7 საათზე ძილი…
შიგადაშიგ გაღვიძება და პანიკით “ხო ისევ აქ არის?!” და გადამოწმება რო აქ არის
და მერე ისევ დაძინება…
2 საათზე ადგომა… ნიკოლოდეონი და დილის საუზმე… მერე ვოიაჟი ძველ თბილისში…
გავფრიკე…
მადლობა <3
:happy:
{ 6 comments }