[ვაგრძელებ ერევნის ამბების დეტალურ აღწერას. sorry ეს ჩანაწერი უფრო უინტერესო გამოვიდა ვიდრე წინები. ეტყობა ძაან მეძინება...]
კვირა დღესაც პრეზენტაციები უნდა ყოფილიყო. დილით იას ჰქონდა დაგეგმილი თავისი პრეზენტაცია და ადრე გავედით სასტუმროდან.
გოგოებმა წამოიღეს პასკა რომ ერთი იქაური-ქართველი გოგოსთვის ეჩუქებინათ.
ამ გოგოს ანა ჰქვია. სომხეთში ცხოვრობს და დედა ჰყავს ქართველი. გამართულად საუბრობს ქართულად. ძალიან გაუხარდა, რომ გვიპოვა. ასე თქვა, ‘ინტერნეტში 25 საათი ვზივარო’. ყველანი დაგვამატა ფეისბუქზე. ძალიან საყვარელი გოგოა.
პრეზენტაციები ძალიან არაოფიციალური იყო. დაბაზში ხალხი მიმოდიოდა. მე სცენის კიბეზე ვიჯექი და ლეპტოპში ვიჩხრიკებოდი. ძალიან გვინდოდა ყველას ჩვენ-ჩვენ ბლოგებზე დაპოსტვა მაგრამ ერთი კომპიუტერი გვქონდა 5 ბლოგერს და იყო ერთი წეწვა-გლეჯვა.
როცა ელემენტს დასვამდნენ სხვები მე მოვიტაცებდი ლეპტოპს და სადმე შტეფსელიან ბნელ კუთხეში მივიკუნტებოდი და ისე ვწერდი.
კვირას პრეზენტაციები უკვე დამთავრებული იყო რომ გასპარმა კიდევ ერთი თემის შესახებ ისაუბრა: სრულად წაკითხვა →
{ 3 comments }



თინის ვეუბნები მომშივდა მეთქი და თინიმ – აბა მარჯვნივ გაიხედეო. მარჯვნივ რომ გავიხედე თვალში მომხვდა დიდი აბრა სადაც გემრიელი საჭმელები ეხატა. 






