Posts tagged as:

მეგობარი

გზააბნეულის აღსარება

by Sweety on 4 თებერვალი, 2010 · 26 comments

in დღიური

Drunk Goat

ბოლო ორ დღეში დავასკვენი, რომ ცხოვრება მიყვარს. ცხოვრება – მთელი თავისი სიტკბოებით, სიმწარით, სინანულით, სიყვარულით, სიძულვილით, დამარცხებებითა და გამარჯვებებით.

უბრალოდ მიყვარს და ამას არაფერი შეცვლის…

სამაგიეროდ გარშემო დანარჩენი ყველაფერი იცვლება. თანაც ისე სწრაფად, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებ ხოლმე.

ორშაბათ დილით სახლიდან წამოვედი.

მომბეზრდა ჩხუბები. საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მინდოდა. ყოველთვის იყო ვიღაც ან რაღაც ვინც ხელს მიშლიდა ჩემს მეორე მესთან საუბარში. ტელეფონის ზარები, ვინმეს გადამეტებული ყურადღება, ყიველდღიური ვალდებულებები, ხადახან სიჩუმეც…

მეორე დღეა ძიებაში ვარ. სრულად წაკითხვა →

{ 26 comments }

ეს პოსტი წარმოადგენს 7 ნაწილს 11 ნაწილიან სერიაში 30 გაკვეთილი ბლოგერებს

ეს პოსტი ეძღვნება ჩემს მეგობარ ბლოგერს!

ეს არის მეშვიდე გაკვეთილი პოსტების სერიაში: 30 გაკვეთილი უკეთესი ბლოგისთვის

დღევანდელი გაკვეთილი შეეხება ბლოგერების მეგობრობას… ამას წინათ ვდარდობდი ქართველ ბლოგერებს ერთმანეთი არ უყვართ მეთქი, ჰოდა დროა დამეგობრდეთ, მეგობრებო :D

თეორია

თუ გსურთ წარმატებული და პოპულარული ბლოგი გქონდეთ, იპოვნეთ ადამიანი (ან ადამიანები), ვინც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. მერწმუნეთ, სხვა ბლოგერთან ძალების გაერთიანებით დიდ ხეირს ნახავთ.

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გვყავდეს მეგობარი ბლოგერი: (წყარო)

1. მას შეუძლია შეაფასოს თქვენი პოსტი მის გამოქვეყნებამდე

- უამრავჯერ მიჩვენებია ზოგიერთი პოსტი გამოქვეყნებამდე თინისთვის. უამრავჯერ მოუცია მას შენიშვნა და უამრავჯერ გადამიხდია მისთვის მადლობა ამის გამო. ასევე პირიქით, ის მაჩვენებს ხოლმე თავის პოსტებს და მე ვეუბნები, რა შეიძლებოდა სხვანაირად დაეწერა.

2. იგი ყოველთვის მოგისმენთ და გაიგებს თქვენს სიტუაციას

– ხანდახან არ ღირს ხოლმე ძალიან გაბრაზებული პოსტების დაწერა. როცა ეს მინდება, უბრალოდ ვრთავ მესინჯერს და ვინმეს ვუყვები ყველაფერს. თუ თქვენც იგივეს გააკეთებთ და ეს ვინმე – მეგობარი ბლოგერი აღმოჩნდება – დამიჯერეთ, არ წააგებთ. პირველ რიგში, ის გირჩევთ საერთოდ ღირს თუ არა ამაზე დაწერა, მეორე რიგში, უამრავ რჩევას მოგცემთ კონკრეტულად სიტუაციის შესახებ და მესამე რიგში, პირველი იქნება, ვინც დააკომენტებს პოსტზე – ეს კი ნამდვილად სასიხარულოა.

3. თქვენ შეგიძლიათ რაიმე პროექტის ერთად დაწყება

– მე და თინი საათობით ვმჯდარვართ და პროექტებზე გვიფიქრია. მართალია, მას ყოველთვის ეზარება რაღაცეების კეთება, მაგრამ მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომელიმე ჩემს მომავალ პროექტში ისე ჩავითრიო, რომ ვეღარ ამოძვრეს.

4. ის აუცილებლად დაგლინკავთ თავის პოსტებში, თქვენ დალინკავთ მას თქვენსაში.

5. თქვენ შეგეძლებათ გაავრცელოთერთმანეთის პოსტები სოციალურ ქსელებში

6. თქვენ შეგეძლებათ ერთმანეთის ქომიუნითი-ების გაზიარება

- ო, ეს ძალიან საინტერესო პუნქტია. მე და ჩემი მეგობარი ბლოგერი სხვადასხვა სამყაროებს მივეკუთვნებით. თვით ონლაინ სოციუმებიც კი არ გვაქვს საერთო. მე – ანტიკური Forum.ge-ელი ვარ, ის კი თსუ-ს ფორუმის ძირძველი შთამომავალი. ასე და ამგვარად ხვდებოდა თურმე ჩემი პოსტების ლინკები რაღაც პერიოდის განმავლობაში თსუ-ს ფორუმზე, ისე რომ მე აზრზეც არ ვიყავი. ჰეჰეე…

7. ერთმანეთს დაეხმარებით მოტივაციის შენარჩუნებაში

- რაც მახსენდება… ამას გადახედეთ after კრიზის.

8. შეგეძლებათ ერთმანეთის ბლოგებზე გესტ-პოსტების წერა

– იხილეთ ჩემი პოსტი თინის ბლოგზე, რომელიც ერთ-ერთი რეიტინგული გახდა მის ბლოგზე, ყოველ შემთხვევაში 37 კომენტარი აქვს.

9. შეგიძლიათ ერთმანეთის უნიკალური ტალანტების გაზიარება

– მოგეხსენებათ, ძალიან კარგად გამომდის კოდებთან ურთიერთობა. შესაბამისად, თინის ბლოგს უმეტესწილად მე ვუვლი ხოლმე, ან პრობლემების არსებობის შემთხვევაში – ვეხმარები. სამაგიეროდ მაშინ, როდესაც აბსოლუტურად ფოკუსირებული ვარ ჩემი ბლოგის ტექნიკურად გამართვაზე და კოდებში ვიხლართები, ის ბევრი კრეატიული იდეებით მამარაგებს.

10. თქვენს განკარგულებაში ორჯერ უფრო მეტი ბლოგერული ძალა იქნება

– რაც ნიშნავს: +1 Like facebook-ზე, +1 ბლოგროლ.გე-ზე ან +1 ხმა ნებისმიერ ბლოგერულ შეხლა-შემოხლაში.

სრულად წაკითხვა →

{ 39 comments }

ფელიქს გაეტა კეთილი იყო.

მე მომწონდა ფელიქს გაეტა.

ისე მომწონდა, რომ გავბედე და ვუთხარი, რომ მომწონდა.

იმასაც მოვწონდი, მაგრამ ფელიქს გაეტას მაკა უყვარდა და არ უნდოდა ჩემთვის გული ეტკინა.

მაკას ჰქონდა გრძელი და ლამაზი თითები, გრძელი და ლამაზი თმა.

მაკა კეთილი იყო, მაგრამ უნდოდა ბოროტი ყოფილიყო.

მაკას ფელიქს გაეტა არ უყვარდა, მაგრამ თავისად მიიჩნევდა.

პირველად რომ ვნახე, მივედი და ვუთხარი რომ მასთან მეგობრობა მინდოდა. მან მითხრა რომ ეს გამორიცხულია.

მაკას მოსწონდა ის, ვინც ჩემი იყო.

მე მითხრეს, რომ მაკამ იტირა იმის გამო, რომ ის, ვინც ჩემი იყო – ჩემთან იყო.

მე მივხვდი, რომ მაკას ვძულდი.

მაკას ერთი მეგობარი ჰყავდა. სახელი არ მახსოვს.

მაკა ამაყობდა იმით, რომ ვიღაცას ეამაყებოდა მასთან მეგობრობა, ის კი ამაყობდა იმით, რომ მაკასთან მეგობრობდა.

მაკას მეგობარსაც ვძულდი.

ის ბოროტი იყო და ძალიან უნდოდა კეთილი ყოფილიყო.

ის ერთობოდა იმით, რომ კარგ ადამიანებს უმიზეზოდ გულს სტკენდა.

კარგ ადამიანებში ისიც შედიოდა, ვინც ჩემი იყო და ჩემთან იყო.

მაკას მეგობარს უნდოდა, რომ ის ვინც ჩემი იყო, კვლავაც მისი ყოფილიყო.

ან უნდოდა რომ ის ვინც ჩემთან იყო, მასთან ყოფილიყო.

მაკას და მის მეგობარს უნდოდათ ის, ვინც ჩემთან იყო და ჩემი იყო.

ფელიქს გაეტამ არაფერი იცოდა.

ან ფელიქს გაეტამ ყველაფერი იცოდა და არ იმჩნევდა.

მე გამოვემშვიდობე ფელიქს გაეტას და ვუთხარი, რომ დიდი ხანია სხვასთან ვარ და სხვისი ვარ.

ფელიქს გაეტამ მთხოვა, რომ არ გავხდე სხვისი.

მე ვუთხარი ფელიქს გაეტას, რომ რაც არ უნდა მითხრას, მაინც სხვისი გავხდები.

მერე ფელიქს გაეტა ძალიან შორს წავიდა.

მე ვიცნობდი ფელიქს გაეტას.

Battlestar Galactica - Felix Gaeta

Battlestar Galactica - Felix Gaeta

{ 7 comments }

რამდენიმე ფაქტი ბლოგის შესახებ:

  • ყოველ დღე ჩემს ბლოგზე დაახლოებიდან 300-დან 350-მდე ადამიანი შემოდის.
  • ეს ადამიანები საშუალოდ 3 გვერდს ნახულობენ ან 3-ჯერ არეფრეშებენ ბლოგს.
  • ვინაიდან ჩემი ბლოგი ჩემს პირად ცხოვრებას შეეხება, ამ 300-350 ადამიანს ყოველ დღე ეძლევა საშუალება გაიგოს რას ვაკეთებ, როგორ ვცხოვრობ, რას ვყიდულობ, სად დავდივარ და ა.შ.

რამდენიმე ფაქტი მკითხველების შესახებ:

  • ამ 300-350 ადამიანიდან დაახლოებით 150-ს ან მეტს უჩნდება შეგრძნება, რომ ძალიან კარგად იცნობს ჩემს პიროვნებას და თუ ისე მოხდა რომ რეალურადაც არაერთხელ შევხვედრივართ, შეიძლება ჩამოუყალიბდეს აზრი რომ მე მისი ერთ-ერთი მეგობარი ვარ.
  • ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ მეგობრობა ინფორმაციის აქტიური გაცვლით + ადამიანური სიმპათიით წარმოიშობა და იგი არ მოითხოვს დამატებით ძალისხმევას ან პასუხისმგებლობების აღებას
  • თუმცაღა იგივე ადამიანების უმეტესობა აქტიურად მოითხოვს შენაგნ ამ ძალისხმევებსა თუ პასუხისმგებლობების ტვირთვას.

დღეს ძალიან გამაღიზიანა მავანთა პრეტენზიებმა: “რატომ არ წაგვიყვანე სოროსში შეხვედრაზე?” სრულად წაკითხვა →

{ 28 comments }

ამას წინათ ერთ ფილმს ვუყურე სადაც ასეთი შეკითხვა დაუსვეს ერთ-ერთ მთავარ გმირს:

რომელს აირჩევდი, საერთოდ არ გყავდეს მეგობრები, თუ გყავდეს ბევრი მეგობარი, რომლებიც სინამდვილეში ვერ გიტანენ?

ფილმი თვითონ დიდად არაფერი (შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან) მაგრამ ამ ფრაზამ ჩამაფიქრა და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი…

საერთოდ რას ნიშნავს  ქალისთვის იყო კარგი მეგობარი? Doesn’t it mean, რომ იდგე მუდამ მის გვერდით, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მხარი დაუჭირო, თუნდაც დამნაშავე იყოს რამეში, საზოგადოებაში არასდროს დასცინო, პირიქით, უხერხულობას აარიდო,  გაუგო ყველაფერი და როცა საჭიროა, სასარგებლო რჩევები მისცე, გიხაროდეს მისი სიხარული და გაწუხებდეს მისი საწუხარი?

მე ყოველთვის ასე მესმოდა და ჩემს საუკეთესო მეგობრებთანაც ასეთი ურთიერთობები მაქვს. ხანდახან მიკვირს, ამ სამ ადამიანს, ვისაც ჩემს დაქალებს ვუწოდებ, როგორ შეუძლია, ყველაფერი მაპატიონ და ისე ვუყვარდე, როგორც ვუყვარვარ… და ამ სიყვარულს არანაირად არ ვაბრალებ ჩემს ‘იდეალურობას’, არამედ ვუმადლი მათ მეგობრობის უნარს. მე არ ვარ სრულყოფილება, მაგრამ 100%-ით ვთვლი, რომ ისინი ნამდვილი მეგობრები არიან.

ზოგ ქალს მეგობრობა არ შეუძლია. ხო, არსებობენ ეგეთი ქალებიც, რომლებსაც უბრალოდ არ შეუძლიათ სხვა მდედრის გვერდით დგომა და ვერ ვხვდები, რატომ შეიძლება ადამიანი, რომელთანაც მეგობრობა ყოველთვის მინდოდა და ყოველთვის მეგონა, რომ მასაც უნდოდა, და ყოველთვის ჩემზე მაღლა ვაყენებდი და დიდ პატივს ვცემდი, აღმოჩნდეს, რომ სინამდვილეში ვერ მიტანს. სრულად წაკითხვა →

{ 26 comments }

  1. ნაძვის ხე – გპირდებით, რომ 31 დეკემბერს ნაძვის ხეს ვერსად იყიდით. წინასწარ იზრუნეთ ხალხო! მე 1 თვით ადრე დავიწყე მზადება.
  2. შამპანური – ქორწილიდან მორჩენილი შამპანური მგონი არ გამოგვადგება. მართალია 5 ბოთლი მიწყვია სამზარეულოში, მაგრამ ისეთ ზაფხულის სიცხეებს გაუძლო, არა მგონია ის სასმელი რაც შიგ ასხია შამპანური იყოს. Χ
  3. სადღესასწაულო სუფრა – ვგულისხმობ ნაჭრის სუფრა-გადასაფარებელს და არა ხორაგით დატვირთულ მაგიდას. მაგიდის სუფრა ისეთი რაღაცაა, რაც ყველაზე მეტად ქმნის სადღესასწაულო განწყობას. ასევე უფრო მეტი ბრწყინვალებისთვის ბევრი ბევრი ბროლის ჭიქა დაგვჭირდება. ან ბროლის თუ არა უბრალო შუშის მაინც აუცილებლად ;) მე სუფრა უკვე მაქვს. 
  4. საჩუქრები უახლოესი ადამიანებისთვის – სად ვიყიდოთ საჩუქრები? ვინმეს გაქვთ რამე იდეა? Χ
  5. გოზინაყი – დედაჩემი შემპირდა გაგიკეთებ და გამოგიტანო. Χ
  6. თავის მოწესრიგება – როგორც დედაჩემმა მითხრა, 31-ში სალონები ჯერ ერთი ადრე იკეტება და მეორეც გადაჭედილია. თუ წინასწარ ჩაეწერებით, მანიკურს, თმის შეღებვას და შეჭრას ნუ დააპირებთ! მხოლოდ დავარცხნა. ყველა სტილისტი ცდილობს 15 წუთში ჩაატიოს ერთი ადამიანის გალამაზება. მე პირადად ამ კვირაში ვაპირებ შეღებვას, წინა დღეებში მანიკურს და 31-ში დილით ჩავეწერები დავარცხნაზე. Χ
  7. დანარჩენი ყველაფერი უმნიშვნელოა! – თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაფერი უბადლოდ შეასრულეთ, სხვა დანარჩენის გაკეთება კი ვერ მოასწარით ან სახსრები არ გეყოთ, დაიმახსოვრეთ, რომ ეგ არ არის მთავარი, არამედ ბედნიერების თვითშეგრძნება და ძვირფასი ადამიანების გვერდით ყოფნა!


under the tree by *tifachan on deviantART

{ 3 comments }

ვიწყებ პირველი და უმთავრესი ამბით რაც ყველას აინტერესებს!

ჰელოვინისთვის ფულის შეგროვება უკვე დავიწყეთ და ვისაც წამოსვლა უნდა კვირის ბოლომდე მოგვაწოდის. ბილეთის ფასი 25 ლარია.

 

კიდე ისა…

ამ ბოლო დროს რაღაც ისტერიულად მემღერება და

ვინმემ ხო არ იცით რამე როკ- ან პანკ- ჯგუფი ქალ-ვოკალისტს რო ეძებდეს?

ან ვაფშე მე თითონ ხო არ ჩამოვაყალიბო თქო მარა ტვინის ბურღია… ჯობს არსებულს შევუერთდე :confused:

ასეთი სტილის მუსიკას რო უკრავდნენ დაახლოებით… :user:  

 

 

 

ხო ახლა შეგიძლიათ აღარ გააგრძელოთ კითხვა :D  :user:

 

 

 

გუშინ მთელი დღე სამზარეულოში გავატარე და ლოდინში…

მერე მეღირსა ერთი ადამიანი… მერე გემრიელი ვახშამი… ჩაი…. დებატები და ბრეინშოტრმინგი ჰელოუინის შესახებ… ნანას ფინალური სერია… დილის 7 საათზე ძილი…

შიგადაშიგ გაღვიძება და პანიკით “ხო ისევ აქ არის?!”  და გადამოწმება რო აქ არის :D და მერე ისევ დაძინება…

2 საათზე ადგომა… ნიკოლოდეონი და დილის საუზმე… მერე ვოიაჟი ძველ თბილისში…

გავფრიკე…

მადლობა <3  

 

:happy:

{ 6 comments }

უფროსები

by Sweety on 16 ივლისი, 2008 · 10 comments

in დღიური

გუშინ გავიცანი ძალიან საინტერესო ადამიანი.
თუმცა ჩემზე 24 (!) წლით უფროსი…

ჰოდა, უბრალოდ დავინტერესდი…
შესაძლოა თუ არა გულწრფელი მეგობრობა დამყარდეს 21 წლის გოგოსა და 45 წლის კაცს შორის? რა შეიძლება ჰქონდეთ საერთო ასაკით ასე განსხვავებულ ადამიანებს?
რა ფარგლებშია მათი მეგობრობა დასაშვები? მხოლოდ ვირტუალურად? თუ რეალურადაც შესაძლებელია?
არსებობს თუ არა რეალური თემები რაზეც მათ შეიძლება ისაუბრონ?
და რომლებია ტაბუ დადებული თემები? პირადი ცხოვრება? თაობის პრობლემები?
არასდროს მქონია შემთხვევა უფროსთან მემეგობრა…
და ძალიან საინტერესოა მგონი…

ვისაც გაქვთ გამოცდილება მომწერეთ რა…

{ 10 comments }

</