მამაჩემი ცუდად გახდა.
გული ასტკივდა.
მეორე დღეს წაიყვანეს.
სტენტირება გაუკეთეს.
ახლაც საავადმყოფოშია.
კიდევ ერთხელ ვინანე, რომ ხშირად არ ვნახულობდი და არ ვურეკავდი.
არადა უსაზღვროდ მიყვარს…
რატომ ვარ ასეთი უყურადღებო?
წინა დღეს ვფიქრობდი, მოდი დღეს გავალ და ვნახავ-მეთქი, რაღაც განსაკუთრებულად მომენატრა.
კოტემ აითრია ფეხი, რომ გავიდე, დამალევინებს ბევრსო და ვერ ვარ კარგადო. მერე მეც მარტო გასვლა დამეზარა.
რომ გავსულიყავი, გაეხარდებოდა და შეიძლება არ დამართნოდა…
წინა პოსტზე კომენტარებში მკითხველმა მომწერა ვინმე თუ გაწუხებს შენი ქმარი რატო არ უნგრევს თავ-ყბასო რაზეც სახტად დავრჩი.
გადავწყვიტე ჩემი უკმაყოფილება/გაოცება/პროტესტი ცალკე პოსტში გამომეხატა.
უკაცრავად, მაგრამ რომელი საუკუნეა? ნუთუ ჯერ ისევ იმ დროში ვცხოვრობთ როდესაც კაცები ერთმანეთს მუშტიკრივში იწვევდნენ და ერთმანეთს მუშტების ენაზე ელაპარაკებოდნენ?
ან რომელ ქუჩაში ვდგავართ რომ საქმეები ვარჩიოთ და მტყუან-მართალი ვეძებოთ?
მსოფლიოში ფემინისტური მოძრაობები მძვინვარებს და თქვენ კიდევ მიგაჩნიათ, რომ პატარა პრობლემა როგორც შეიქმნება იმ წამსვე ქმრს უნდა შევატყობინოთ რათა მან გამნაწყენებელს ცხვირ-პირი მიუნაყოს?
და ვისაც ქმარი არ ყავს? აჰ! იმან ძმას უნდა მიმართოს! და ვისაც ძმა არ ყავს, მაშ რისთვის არიან ე.წ. “ძმაკაცები” ხო? რომ ”დაქალებს” გაჭირვების ჟამს მიხედონ? მერე სიტუაციაში მამები, ბიძები, ბიძაშვილები და მთელი მამრობითი სქესის ნათესაობა ერთვება…
აჰ, ბლოგზე ვიღაცამ ცუდი კომენტარი მომწერა, ჩქარა კოტე, იარაღი აისხი და საომრად გაეშურე! და-approve-ება არც მაცადო!
აჰ, სკაიპში ვიღაცამ გამაბრაზა! ჩქარა ცხვირ-პირის მინგრევის სტრატეგია გვჭირდება!
ღმერთო ჩემო Facebook-ზე როკომ კიდევ ერთი სწერვული კომენტარი დამიწერა! სასტავი დააყენე და გაიგდეთ ფეხქვეშ!
ა ხო კიდევ მახსოვს დოდკაც მაბრაზებდა შიგადაშიგ! შეგიძლია კიბორგას სტრელკა დაუნიშნო? დოდი მაინც გოგოა და თან ფეხი აქვს მოტეხილი…
რისთვის მიაღწია კაცობრიობამ ცივილიზაციის განვითარებას, რომ ადამიანი კვლავ პირველყოფილივით იქცეოდეს?
საერთოდ:
- ვერ ვიტან, როდესაც ადამიანები ხელჩართვით ჩხუბობენ.
- ვერ ვიტან, როდესაც კაცები ქალის გამო ჩხუბობენ
- ვერ ვიტან ქალებს, რომლებიც თავის პრობლემებს თვითონ ვერ აგვარებენ
მითუმეტეს როდესაც საქმე იმდენად ლუზერულ შემთხვევას ეხება, რომ აბსოლუტურად არავის დახმარება/რჩევები არ მჭირდება სიტუაციის მოსაგვარებლად.
ძალის გამოყენება თუ დამჭირდება, ბოლოსდაბოლოს კარატეზე დავდიოდი და ძალიან ბევრ ჩემს ნაცნობ ბიჭს/გოგოს სრულიად წარმატებით მივუნგრევ ცხვირ-პირს!
Yeah, keep in mind
09/12/08, სამშაბათი ~
დღეს გადავწყვიტეთ სუპერმარკეტებში და ჰიპერმარკეტებში გაგვევლო და ჩვენი ნაძვის ხისთვის და ზოგადად სახლისთვის სამშვენისები გვეყიდა.
ძალიან დიდი ხანია ერთობლივ მასობრივ შოპინგზე არ ვყოფილვართ და ფეხით სიარულიც კი არ დაგვეზარა.
ჯერ დანიურ სახლში გავედით აქვე. მაგრამ კოტეს არ მოეწონა არაფერი და გადავწყვიტეთ ჰიპერ-სუპერი რომ გაიხსნა დიღმის გზაზე იქ გაგვევლო.
ოოო… იქ მართლაც ბედნიერება და სილამაზე დაგვხვდა… პატარა ბავშვებივით დავხტოდით და ნაძვის ხის სათამაშოებს ვარჩევდით.
როგორც გადავწყვიტე, ჩვენი წლევანდელი ნაძვის ხის ფერები იქნებოდა წითელი და ვერცხლისფერი, ჰოდა სწორედ ასეთი სათამაშოები გვინდოდა.
კიდევ კარგი რომ ეს შეზღუდვა დავაწესე თორემ იმდენნაირი და იმდენი ფერის სათამაშო იყიდებოდა თავგზა აგვებნა.
თავად იხილეთ ფოტოგალერეა პოსტის ბოლოს.
მერე გუდვილში წავედით. იქ სიძვირე იყო. ვერაფერი ევრ ვიყიდეთ. სამაგიეროდ პიცა ვჭამეთ გუდვილის კაფეში ძალიან გემრიელი! :jump:
მერე შემთხვევით კოტემ დედაჩემი და მამაჩემი დაინახა გუდვილში შოპინგზე იყვნენ გამოსულები და ისე გამიხარდა რომ რავი!!! გავვარდი იმათთან სულ დამავიწყდა ანგარიში რომ იყო გადასახდელი. lol
მერე მივბრუნდი ისევ და კოტეს გადაეხადა…
)
მერე ერთად გავაგრძელეთ ოთხივემ გუდვილის თვალიერება. It was good :user: ძალიან ბედნიერება იყო… :user:
მამაჩემმა ჩაიზე დაგვპატიჟა და შოკოლადის ტორტი იყიდა რომელიც ძალიან გემრიელი გამოდგა და ნახევარი გამოგვატანეს მერე
.
თბილი საღამო იყო… :love:
p.s. კოტემ ბლოგი გააკეთა… დღეს დავასრულებთ ალბათ მასზე მუშაობას… კიდევ კარგი ინტერნეტი გადავიხადე. :user: ძალიან ბედნიერი დღეები მაქვს…
სრულად წაკითხვა →