პოსტები ტეგით ‘კოსმოპოლიტენი’
Cupcake Story ანუ დაიკარგა ვარდისფერი ქოლგა
გუშინ პროსპეროს კაფეში შევედი. მეგობრებს უნდა შევხვედროდი პატარა საქმეზე.
და დავინახე ის!…
რაც აქამდე პირისპირ არასდროს მენახა, რაც არასდროს გამესინჯა და რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი.
ვარდისფერი, ფუმფულა, წვნიანი და მიმზიდველი, დიდი წყლიანი თვალებით მიყურებდა და მეძახდა, მოდი და წამიყვანეო.
ჰოდა, მეც მივედი და წამოვიყვანე. ოღონდ სანამ შევჭამდი, სურათები გადავუღე ყველა კუთხიდან.
ფოტოგრაფირების პროცესში მენეჯერი მომიახლოვდა და თავაზიანად მკითხა, თუ რატომ ვიღებდი სურათებს.
მეც მაშინვე ჩემი სავიზიტო ბარათი მივეცი და ვთხოვე თუ ნებას დამრთავთ, ბლოგზე დავდებ ფოტოებს-მეთქი. საბედნიეროდ, ნებაც დამრთეს და თან რაღაც თავიანთ ლიტერატურულ ღონისძიებაზე დამპატიჟეს.
სიმართლე გითხრათ ძალიან გამიხარდა! თანაც კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ) მადლობა გადავუხადე საკუთარ თავს, სავიზიტო ბარათებისთვის ფულის და დროის დახარჯვა რომ არ დამენანა.
ქაფქეიქი ძალიან მომეწონა. ასე ვთქვათ, ჩემს მოლოდინსაც კი გადააჭარბა.
მთელი ერთი წლის განმავლობაში ჩემი ბლოგის დიზაინში არსებულ ქაფქეიქებს რომ ვუყურებდი, სულ ვფიქრობდი როდის გავსინჯავდი პირველად და განსაკუთრებით ქერი ბრედშოუს და მირანდა ჰობსის ხელში რომ აღმოვაჩინე, მას მერე მაინტერესებდა ამ ნამცხვრის გემო.
შიგნით სულაც არ იყო ისეთი მშრალი, მე რომ წარმომედგინა, პირიქით, რაღაცნაირი სველი, რბილი და ჰაეროვანი აღმოჩნდა. ვარდისფერი კრემიც ძალიან გემრიელი.
ვისაც არ გაქვთ გასინჯული, მაგრამ გაინტერესებთ, – წადით და გასინჯეთ (მე ვიპოვე პროსპეროს კაფეში, პროსპეროს წიგნის მაღაზიის გვერდით, სადაც გარდა იმისა, რომ ამერიკული ნამცხვრები მოეპოვებათ, უფასო WI-FI ინტერნეტი, ცოტა ხალხი, ბევრი წიგნები და არაჩვეულებრივი ატმოსფეროა. შემდეგ მისვლაზე ჩიზქეიქის გასინჯვას ვგეგმავ აუცილებლად!).
მერე ბიჭებიც მოვიდნენ და სურათები იმათ გამიღეს… (ბიჭების ვინაობას ჯერ-ჯერობით არ ვამხელ, მალე ისედაც ყველა გაიცნობთ და შეგიყვარდებათ. სასწაულებრივი ბიჭები არიან. ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული. მომავლიდან მომაკითხეს და შემპირდნენ შენც წაგიყვანთო.)
ზოგადად ძალიან დამღლელი, მაგრამ პროდუქტიული დღე გვქონდა. უზარმაზარი პროექტი გადავწერეთ თავიდან ბოლომდე.
რომ მოვრჩით, უკვე მოსაღამოვებული იყო და ისე გვშიოდა, მაკდონალდსამდე სული ძლივს მივაღწიეთ.
კოტეს ნაჩუქარი ქოლგა დამეკარგა მაკდონალდსში, მაგრამ დარწმუნებული ვარ ვინც იპოვა, იმას ძალიან გაუხარდებოდა. როგორც კი აღმოვაჩნე რომ თან აღარ მქონდა მაშინვე დავრეკეთ ადმინისტრაციაში მაგრამ დაცვამ ვეღარ იპოვა. ნამდვილად ვიღაცამ გააყოლა ხელს.
Anyway, გუშინ საღამოს, მაკდონალდსის გასასვლელში კლოუნის ხელზე ჩამოკიდებული ვარდისფერი ქოლგა თუ იპოვეთ და სახლში წაიღეთ, იცოდეთ, რომ ჩემია და თუ დამიბრუნებთ, იმდენად გამიხარდება, რომ ორმაგ ჩიზბურგერზეც კი დაგპატიჟებთ!
როდესაც ზომა მნიშვნელოვანია
ვინმემ ამიხსენით, რატომ არიან საქართველოს ფოსტის თანამშრომლები ასეთი უხეშები და უზრდელები?
სამი დღის წინ, დილის 10 საათზე მომადგა ერთი ფოსტალიონი. კარი როგორც კი გავუღე, იმ წამსვე მომაჩეჩა ხელში რაღაც ჟურნალი (რომელიც 6 თვის წინ გამოწერილი ამერიკული კოსმოპოლიტენი აღმოჩნდა) და თან მიბრძანა – გვარი შეამოწმეო.
სანამ გამოფხიზლებას ან რაიმეს შეკითხვას მოვასწრებდი, თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა.
* * *
როდესაც რამე ისეთ ამანათს ველოდები, რაც პირდაპირ სახლში უნდა მომივიდეს და გადამზიდის სერვისს არ ვიყენებ, მაშინ იწყება ხოლმე ჩემი ნერვების წყვეტა.
საქართველოს ფოსტას აქვს სამი საშინელი ნაკლოვანება: [მეტი...]
უბრალოდ, Sex and the City
მოგესალმებით ყველას, მე zurriuss ვარ და ვინც არ მიცნობთ, ეგებ ახლა მაინც გეშველოთ
ხუმრობა იქით იყოს და ძალიან მიხარია, რომ ამ ბლოგზე მოწვეული ბლოგერის სტატუსით ვსარგებლობ. ვნერვიულობ და თუ რაიმე ისე არ გამოვა, მომიტევეთ

მოკლედ, იყო და არა იყო რა. იყო მანჰეტენი, იყო პროგრამა СТС და მასზე გადიოდა სერიალი ზემოაღნიშნული სახელწოდებით. რა დროს სექსია–მეთქი, ვფიქრობდი
ისე, ქართველების გადმოსახედიდან, ამ სერიალს კიდევ კარგა ხანს ეროტიკულად აღქმა უწერია. ასე იყო ჩემ გარშემოც, როცა აბიტურიენტობის პერიოდში ღამის 1 საათამდე ვიცდიდი, რომ “სექსი დიდ ქალაქში” მენახა.
მაშინ ახალი გადაწყვეტილი მქონდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება (იმ დროს ჯერ კიდევ ფაკულტეტი ერქვა) და აზრზე არ ვიყავი, რა უნდა მექნა, როგორ უნდა მეაზროვნა. ჰოდა ერთხელაც, სრულიად მოულოდნელად, საკუთარ თავში სტერეოტიპებს გადავაბიჯე და პულტის #14–ს დავაჭირე. [მეტი...]
Village Trip
მეორე დილით ლოლა სამსახურში წავიდა ჩვენ სახლში. იმედი გვქონდა შუქი მოვიდოდა მაგრამ არ დაგვხვდა და დავიძინეთ.
4 საათისთვის ავდექით და სოფელში წასასავლელად გავემზადეთ.
ამერიკული კოსმოპოლიტენის კითხვისას რაღაც ნაწნავის ჩაწვნის წესს წავაწყდი და უცებ ვისწავლე:
- მთელ თმას ყოფ ორად
- მარჯვენა ნაწილის მარჯვენა ნაპირიდან წვრილ ზოლს აიღებ და გადადებ მარცხენა ნაწილის მარჯვენა ნაპირში
- მარცხენა ნაწილის მარცხენა ნაპირიდან იგივე ზომის წვრილ ზოლს აიღებ და გადადებ მარჯვენა ნაწილის მარცხენა ნაპირში
- აგრძელებ თმის სიგრძის დასრულებამდე.
ჩემითაც ჩავიწენი და მაგრად მომეწონა შედეგი.
სოფელში ჩავაღწიეთ. ძალიან ბევრი ნათესავი ჰყავს კოტეს. უზომოდ ბევრი. და თან ყველას გადაკოცნა გიწევს ყველას მისალმება ყველასთან ლაპარაკის გაბმა.
და ყველა წარმატებით აღნიშნავს თუ რა ”ჩაპუნტულებული” ან “დრუცუნა” ან “მოფერიანებული” ხარ!
კოტეს კიდევ პირდაპირ ეუბნებიან ” როგორ გასუქებულხარო”… [მეტი...]
3 გლამურნი სიახლე
ამას ქვია, ბედი მომეცი და თუ გინდა, სანაგვეზე დამაგდეო (თუ როგორაა ეგა?)
1. კიდევ ერთი ახალი სამსახური მაქვს

Tbilisi Open Air-ის ოფისმა დამიქირავა Community Manager-ად.
ვებსაიტის განახლება და კოორდინაცია, ბლოგის განახლება, სოციალური ქსელებში აქტივობები და ფორუმის მოდერაცია მევალება.
ამ ზაფხულში კიდევ რაღაც ფესტივალს გეგმავენ და იმაშიც ვიქნები ჩართული.
რაც ყველაზე მთავარია, შესაძლებლობა მექნება გავიცნო ისეთი კეთილი და ტკბილი ადამიანები, როგორიცაა მაგალითად აჩიკო გულედანი.
2. კოსმოპოლიტენის ახალი ნომერი გამოვიდა!
დღეიდან ყველას შეგიძლიათ შეიძინოთ გაზეთების ჯიხურებში და წიგნის მაღაზიებში კოსმოპოლიტენის ამ თვის ნომერი, სადაც ჩემს მიერ მომზადებული 4 სტატიის წაკითხვას შეძლებთ.
გარდა ამისა, თქვენც გეძლევათ საშუალება, შემდეგ ნომერში საკუთარი სვეტი გქონდეთ!
განსაკუთრებით ბლოგერებს და მომავალ ჟურნალისტებს მინდა მივმართო:
თუ ოდესმე გიოცნებიათ კოსმოპოლიტენში ან მსგავს პრიალა ჟურნალში საკუთარი სვეტის ქონაზე, დღეიდან გეძლევათ ამის საშუალება. თემატიკა ამოუწურავი და შეუზღუდავია!
კონკურსის დაწვრილებითი პირობები ამ თვის ნომერში, რედაქტორის სვეტის გვერდით წერია!!!
3. ქართული კოსმოპოლიტენი 3 წლის გახდა!
ამ მოვლენასთან დაკავშირებით ხვალ (25 ივნისს) აკვაპარკში დიდი ივენტია დაგეგმილი, სადაც ყველა მსურველს შეუძლია დასწრება!
მოსაწვევის ფასი – 25 ლარია. სასურველია წამოიღოთ საცურაო კოსტუმები!
ივენტი დაიწყება საღამოს 9 საათზე. იქნება ხილის ფურშეტი, ქართველი სელებრითები და ჯაან ტაკოი სიტუაციები
მოკლეეედ, ქალი სელებრითებში ვტრიალებ რაააა!!! :მიხარია და რა ვქნა:












