ზურიუსმა და გაბომ რომ თეატრში წასვლის იდეა წამოაყენეს და მეც მიმიპატიჟეს მთელი გულით გამიხარდა. ჯერ კიდევ როდის ვამბობდი თეატრი მომენატრა მეთქი და ამ წინადადებამაც არ დააყოვნა…
მერე facebook-ზე ამ შეხვედრის განხილვისას სხვა ბლოგერებიც შემოგვიერთდნენ და როგორც იქნა გუშინ საღამოს 6 საათზე ოპერის წინ მე, თინი, ზურიუსი, გაბო, ლანდიშა, თაზო, ენდი და ზურიუსის ორი მეგობარი ერთმანეთს შევხვდით.
სპექტაკლი 8-ზე უნდა დაწყებულიყო, ამიტომ იქამდე “Near Opera”-ში სამუსაიფოდ ჩამოვსხედით.
andy, tiny, sweety
დავლიეთ ზოგმა ჩაი, ზოგმა ყავა, ზოგმა ლუდი, ზოგს არაფერი არ დაულევია… ვისაუბრეთ ქართულ ბლოგოსფეროზე, იმაზე თუ “ამ ბოლო დროს” როგორ გვეზარება ყველას წერა, როგორ ვეღარ ვკითხულობთ ერთმანეთის ბლოგებს დროის უქონლობის გამო, მაგრამ მაინც გაკვრით თუ ისე ყველამ ვიცით რა ხდება ერთმანეთის ბლოგურ და არა-ბლოგურ ცხოვრებაში… სრულად წაკითხვა →
{ 16 comments }





