ჩემმა მასწავლებელმა დამადო. ბავშვი მყავს ავადო, ექიმთან უნდა ვატაროო, ესაო, ისაო…
და მომცა მეორე მასწავლებლის საკონტაქტო ინფო. ჩემთან ახლოს ცხოვრობს ეს მეორე ”ეგ უფრო გაწყობსო” მითხრა.
დღეს ვიყავი მისული. კარგი გოგოა ესეც, მაგრამ ძალიან მორიდებული და ჩუმია. ანუ რამე რომ მეშლება ისე მორიდებით მეუბნება ”იცი რა, ეს იქნებ ასე გაგვეკეთებინა?” და ის წინა მასწავლებელი დაიყვირებდა ხოლმე: ”მეტი ენერგიაა!” ”მეტი ძალა დამანახე!” და რაღაც ეგეთები. ანუ ხო მიხვდით?
მე მგონი ცოტას სიმკაცრე ჯობია, რავიცი თქვენ როგორ ფიქრობთ?
მთავარი მაინც შედეგია…
მინუსები მივუტანე და ვუმღერე რაღაცეები. მოეწონა. მთელი 1 საათი ბგერის გამოწევაზე ვმუშაობდით. სამი რაღაც მაქვს სასწავლი: პირველი – ბგერა უნდა გამოვწიო ყელიდან კბილებისკენ (რა უცნაურად ჟღერს ხოო?
) ანუ ფოლკლორულიდან გადავიდე საესტრადო ჟღერადობაზე, მეორე – სუნთქვის ვარჯიშები უნდა გავაკეთო , და მესამე – დიაპაზონი გავიფართოვო. ეს ყველაფერი ჩამოთვლილია in onrder of importance.
სამსახურში ყველაფერი ისე ვერ ეწყობა, როგორც ვფიქრობდი. wtf? დაფიქრება მმართებს რაღაცეებზე.
ძილი არ მყოფნის, ენერგიას ვერ ვიღდგენ ღამის განმავლობაში. დილით სამსახურში მაგვიანდება.
სახლში პპც ხდება, ყველაფერი თავზე მაყრია. ტანსაცმელი მაქვს ამოსალაგებელი, და ზოგი – ჩასალაგებელი, დასარეცხი, დასაუთოებელი. დრო საერთოდ არაფერზე არ მრჩება. 1 კვირის წინ გაფენილი სარეცხი (რომელიც კოტემ გაფინა) გუშინ ჩამოვხსენი მხოლოდ. ჯანდაბა! ჯანდაბა! საოჯახო მეურნეობას საერთოდ ვერ ვმართავ
ტუალეტში ხელსაბანი ნიჟარაა გასახეხი უკვე 1 თვეა.
ჯანდაბა
კვაააააატ, მადლობა, ამდენს რომ ითმენ ჩემგან. I am a bad wife!!!
რა ვოკალის გაკვეთილები ამიტყდა
მეძინება
თავი როდისღა დავიბანო ?
ხვალ მნიშვნელოვანი პრეზენტაცია მაქვს…
ბლინ.
მივედი ვოკალის მასწავლებელთან დღეს სასინჯად! :bis:
ძაან კაი გოგო დამხვდა.. ჯერ მკითხა რა მუსიკა მოგწონსო, რა სტილს მღერიო, მუსიკაზე თუ გივლიაო, ესაო, ისაო…
მერე ფუსიქეთდოლზის სვეის მინუსი ჩამირთო და იმღერეო. ტექსტი იასნია დამავიწყდა მომენტალურად. ლა-ლა-ლა-თი იმღერეო
ხოდა ვიმღერე ლა-ლა-ლა-თი.
მერე პიანინოზე გამამღერა, მიიიიიი-ააააააააა-ააააა
მერე მითხრა ის სიმღერა შემისრულე, თებერვალში კასტინგზე რაც იმღერეო. ვიმღერე. (მერაია ქერის – All I want for Christmas)
ხოდა ხელათ მომახსენა დასკვნა:
- ტემბრი – არაჩვეულებრივი;
- დიაპაზონი – გადასარევი;
- ვიბრატო [lol] – მშვენიერი;
- ვოკალის კარგად დამუშავება გინდა და ყველაფერი 5-იანზე გამოგივაო
- ოღონდ სიმღერის დროს ნუ იჭყანებიო
ყოველ სამშაბათს ჩამიტარებს თითო გაკვეთილს ჯერ-ჯერობით და მერე გავზრდი სიხშირეს.
[მხოლოდ სიხარულის ცრემლებია]

P.S. დღეს პატარა რეკლამის გაკეთებას ვაპირებდი აქ. მაგრამ უკვე გვიანია ძალიან. ხვალ დილით გამოვაქვეყნებ
P.P.S. ყველას გაინტერესებთ, სად ვმუშაობ არა?
- ვოკალზე ვიწყებ სიარულს! :bis:
უფრო სწორად: მინდა დავიწყო! თებერვალში რომ ჩავფლავდი მომავალ თებერვალს რევანშის ასაღებად ვემზადები! 
I am not kind of girl who gives up that easy!
თათამ გამიგო ვოკალის პედაგოგის ტელეფონი და დღეს ან ხვალ მივადგები. მთელი დილაა ვურეკავ, მობილი გამორთული აქვს შეიძლება გაკვეთილზეა. ახალგაზრდა გოგოაო, კარგად გაუგებთო და თან ეგრევე გეტყვის გამოგივა თუ არა რამეო.
მოკლედ დიდ ნერვიულობაში ვარ რას მეტყვის… რომ მითხრას, ”რა სიმღერა შვილო, წადი სახლი დაალაგეო”… 
Iverson-ის პოსტმა სტიმული მომცა მგონი.
ბრაკი ოცნება მაქვს – მოტივაცია არ მოყვებოდა თან :/
ნუთუ ჩემსასაც? არ დავნებდები! რამდენი discaurage-მაქვს არადა: დედაჩემი – ”შენ ხმა არა გაქვს!”, კოტე – ”მერე 3 თვე მარტო უნდა ვიყო?”…
ზატო რამდენი encaurage? Iverson, Secrets, თათა, ხიმში… ეს ოთხი ადამიანია ვინც მეჩიჩინება რომ don’t give up, Grab your chance! და მერე მრცხვენია ხოლმე რომ წიპა ”იმედებს ვუცრუებ იმ ადამიანებს ვისაც ჩემი სჯერა”… 
რამდენი წელია ვერ მივეთრიე ვოკალის პედაგოგთან.
ჯანდაბა მეტაკოს! როგორც კი ტელეფონს ჩართავს, ეგრევე დავურეკავ!
- საბერძნეთში მივდივართ კათოლიკურ შობას!
თუ ახალი სამსახურიდან ავიღე ის ანაზღაურება რასაც ველოდები, აუცილებლად წავალთ მე და კოტე საშობაოდ ათენში. მარინასთანაც (კოტეს დედა) შეთანხმებულია უკვე და მოკლედ იქ დიდი ამბები დაგვხვდება. იმედია, იქამდე მოვახერხებთ ციფრულის ყიდვას და ფოტომასალით ჩამოვალ
გუშინ სკაიპით დავურეკეთ და გვიყვებოდა როგორ ზეიმობენ შობას საბერძნეთში. რა საოცარია, ეგეც ხო მართლმადიდებლური ქვეყანაა… მაინც 25-ში აქვთ შობა. რაც მთავარია, გართობა იცის რა ხალხმა. ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” არ მიუვარდება არავის ჰელოვინზე
რაღაცნაირი მართლმადიდებლობა აქვთ, ლიბერალური. ხო არ გადავინათლო?
მარა რად უნდა გადავინათლო? მოკლედ დაიბნევა კაცი… მაგათაც მართლმადიდებლები ჰქვიათ და ჩვენც?
მართალია ჯერ დიზაინის კეთება არ დამისრულებია, მაგრამ ზოგი პროდუქტი უკვე ავტვირთე. ვფიქრობ დავასრულო და მერე დავდო ლინკი, თუ ჯერ დავდო და მერე დავასრულო?. ალბათ უფრო პირველი. თქვენი პრეტენზიების თავი არ მაქვს. 
გადახდის პრობლემა ვერ მოვაგვარე. ჯერჯერობით ნივთის გადაცემასთან ერთად ხდება გადახდა. მინდოდა E-money-ს ინტეგრირება, მაგრამ ტვინი ამერია. ვერ შევძელი მარტომ. არავინაც არ მეხმარება
ბანკთან ჭიდაობა მეზარება. ამიტომ ისევ ასე მირჩევნია. მიუტან – გადაგიხდის!
რამდენიმე მიმართულება მექნება:
სადღესასწაულო კოსტუმები
ხელნაკეთი სამკაულები
სერიალები DVD-დისკებზე
სხვადასხვა -ნივთები upon request: თუ ვინმე სამკაულებს ან ხელნაკეთ ნივთებს ქმნის (ან ტანსაცმელი/ფეხსაცმელი), შემიძლია მინიმალური საკომისიოს გადახდის შემდეგ (ამას მოვიფიქრებ კარგად და მაღაზიის საიტზე დავწერ) განვათავსო მათი პროდუქტები ჩემს მაღაზიაში.
მოკლედ აი ასეთ ხასიათზე ვარ რა:
[ნუ გეზარებათ მუსიკის მოსმენა. ქართულ სერვერზე დევს
]