Posts tagged as:

ვახშამი

ამ პოსტში გავამხელ ნამდვილ მიზეზს თუ რატომ წავედი ბათუმში მარტო (კოტეს გარეშე) და რა შედეგები მოჰყვა ამას.

რაც კოტემ სამსახურს თავი დაანება და 24 საათიან რეჟიმში სახლში დაჯდა, ემოციურად იმდენად გადავიღალე, რომ ხანდახან მისი დანახვაც არ მინდოდა. იმიტომ კი არა, რომ მაღიზიანებდა ან ცუდად იქცეოდა ან აღარ მიყვარს, არამედ შეუჩვეველი ვიყავი მის 24/7-ზე სახლში ყოფნას და მითუმეტეს რომ არსად არ დამყვება – არც კაფეში, არც კინოში, არც მეგობრებთან – ძალიან ასოციალურია.

მოკლედ მისი სახლში ჯდომის გამო ძალიან დავიძაბე და მინდოდა დასასვენებლად სადმე წავსულიყავით 1 კვირით მაინც. თავიდან ბათუმში ერთად წასვლას ვაპირებდით, მაგრამ მერე მივხვდი რომ 24/7-ზე ბათუმშიც ვერ ავიტანდი ჩვენს ერთად არსებობას და ძლივს დავიყოლიე, რომ სახლში დარჩენილიყო.

წასვლამდე ბოლო დღეებში ძაღლი და კატასავით ვიყავით მართლა. ერთმანეთს ყველაფერზე ვკბენდით და ვესწერვებოდით.

სამაგიეროდ… სრულად წაკითხვა →

{ 21 comments }

დღეს შოპინგზე ვიყავი.

ბაქოში წასვლამდე ერთი ახალი შარვლის ყიდვა მინდოდა (მაგრამ ორი შემომეყიდა :D ) და დედაჩემი შევაბი რომ გამომყოლოდა. დავიარეთ პეკინი. სხვათაშორის ძალიან მაგარი ფასდაკლებებია ზოგ მაღაზიაში. ერთი ჯინსი 19 ლარად ვიყიდე, მეორე შარვალი 68-ლარად (ეს ძალიან მიხდებოდა). ქვევით დავდებ სურათებს 10 წუთში. ვერ დავდებ, ძალიან ცუდი სურათები გამოვიდა :D

ბაქოში წასვლისთვის სულიერად ვემზადები. საერთოდ არ მაქვს სამოგზაურო განწყობა. პრეზენტაციის კეთებაც არ დამიწყია ჯერ.  წინა-სამოგზაურო პანიკა მაქვს: “რამე არ დამრჩეს, როგორ ვიმგზავრებთ, ვინ დაგვხვდება, სასტუმრო როგორი იქნება…” და ა.შ. 010

თუმცა სასტუმრო ძალიან მაგარი იქნებაო შემოგვითვალეს.

4 ვარსკვლავიანი სასტუმრო – “ნეაპოლი“, რომელშიც მუშაობს 24 საათიანი room-service, კონდიცირება, wi-fi ინტერნეტი, აბაზანში - bidet, hair dryer, Jakuzzi (o_O), სატელიტური ტელევიზია და რადიო, ტელეფონი, მინი ბარი, სეიფი. :D ეს ყველაფერი და პლიუს დილით საუზმე შედისო საფასურში.

გარდა ამისა საიტზე მითითებულია სხვადასხვა სერვისები (ეს დანარჩენი ალბათ ფასიანია): სრულად წაკითხვა →

{ 11 comments }

</