Posts tagged as:

ვარდისფერი

ეს პოსტი წარმოადგენს 4 ნაწილს 4 ნაწილიან სერიაში PhotoSeries

15-ში, კონფერენციის წინა დღეს, ვენდი და ჯილიანი უნდა ჩამოსულიყვნენ.

იმ დღეს ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ ბლოგერები. შეხვედრა 2 ჯერ გადაიდო და ბოლოს ზუსტად იმ დროს დანიშნეს როცა ჩვენი სტუმრების თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში უნდა დაშვებულიყო.

იქამდე კი Singular-ის საქმეზე გვქონდა დანიშნული შეხვედრა ასევე ეკონომიკის სამინისტროში და შემდეგ თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებასთან. მოკლედ საშინლად დაძაბული დილა გამომდიოდა და ვერაფრით დავესწარი ბლოგერების და მინისტრის შეხვედრას. ძალიანაც ვნანობ, რომ არ ვიყავი, რაღაცეები არ მომეწონა რაც იქ მოხდა და ამაზე მერე დავწერ, თუ მოვიცალე რამენაირად.

მამუკა

იმ დღეს იმდენად დაძაბული ვიყავი, ოფისში საერთოდ ვერ გავჩერდი. იმ დღეს რაც კი საქმე იყო ყველაფერი ბიჭებმა აიღეს საკუთარ თავზე. მე და მამუკა ჯერ შეხვედრებზე წავედით, მერე კი 4 საათზე აეროპორტისკენ გავეშურეთ.

რეისი 20 წუთით იგვიანებდა.

საშინლად ვღელავდი. არ ვიცოდი როგორ უნდა შევხვედროდი. უნდა გადამეკოცნა? ჩავხუტებოდი? ხელი ჩამომერთმია? იქნებ მათთან რომელიმე სახის მისალმება მიღებული არ არის? არ მინდოდა უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავი…

აეროპორტის კაფეში

თან ფოტოაპარატ-მომარჯვებული გამოსასვლელ კარებთან ვიდექი და ყოველ გაღებაზე სურათს ვიღებდი, არ მინდოდა პირველი გაელვება (glimpse) გამომეტოვებინა…

ნერვიულობამ პიკს მიაღწია.

რამოდენიმე წარუმატებელი ფოტოსურათის შემდეგ, ვენდი და ჯილიანიც გამოჩნდნენ.

xiaxue & gillian

პირველი შეხედვიდან 2 რამ მეცნო, ვარდისფერი ჩემოდანი და ჩექმები რომელიც დისნეილენდში ეცვა, ადრე მის ბლოგზე ვნახე. მეც მინდოდა ყიდვა ეგეთის, მაგრამ მერე ის ბეწვიანი ვიყიდე, რაც ქვედა სურათში მაცვია.

ვიცოდი რომ დაბალი იყო მაგრამ მაინც არ მეგონა ასეთი ციცქნა. მეხუთე კლასელი გოგოსავით ჩანდა, არადა 4 წლით უფროსია ჩემზე…

ორივე ძალიან მეგობრულად და თბილად შემხვდა. გადამეხვივნენ.

ჯერ აეროპორტიდან წესიერად გამოსული არ ვიყავით, რომ ვენდიმ მითხრა – “I like your shoes!”

მივხვდი, რომ ჩემი ვენდი ჩამოვიდა…

აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმროში წავიყვანეთ და დავაბინავეთ.

აღფრთოვანებაში მომიყვანა ვენდის ვარდისფერმა ჩემოდანმა. ლამაზია და პრაქტიკული.

xiaxue's luggage

ავიყვანეთ ნომრებში. ვენდის ნომერი დიდი აივნით აღმოჩნდა, ჯილიანის კი – პატარათი. ჯილიანს შევთავაზე, შეგიცვლით ნომერს ოღონდ ერთი სართულით მაღლა იქნები-მეთქი, მაგრამ ვენდიმ – ღამე მარტო დარჩენის მეშინია და ამიტომ ამ სართულზე იყოს ჯილიანიც, თუ რამე, ადვილად დავუძახებო.

რაა საყვარელიაააა!!!

13 საათიანი ფრენის შემდეგ ორივე ძალიან დაღლილი ჩანდა, ამიტომ სასტუმროში დავტოვეთ რომ ცოტა აზრზე მოსულიყვნენ, შევპირდით საღამოს სავახშმოდ წაგიყვანთ მეთქი და მეც სახლში დავბრუნდი შხაპის მისაღებად და ცოტათი დასასვენებლად. იმდენად დაღლილი ვიყავი ემოციების და ნერვიულობისგან, რომ სიხარულის თავიც არ მქონდა.

საღამოს წავედით ერთ რესტორანში რომელიც მეტრო ავლაბართანაა, სახელი არ მახსოვს.

13 საათიანი ფრენის შემდეგ დაღლილები

აქვე აღმოჩნდა რომ ვენდი ბიოლოგიურად ვერ იტანს მწვანილს და სიგარეტის კვამლს. გვერდით ვიღაც ქალი ეწეოდა არადა იმნ ოთახში მოწევა არ შეიძლებოდა, კედელზე ნიშანი ეკიდა. დაიწყო ამან წრუწუნი. აუტყდა ხველება.  ახსენა თუ როგორ არის აკრძალული სინგაპურში მოწევა ყველა საზოგადოებრივ ადგილას. შემრცხვა. შემეცოდა. თან გავბრაზდი ამ რესტორანზე.

ოფიციანტი დავიბარე და საკმაოდ ხმამაღლა ვკითხე, ”კედელზე მოწევის ამკრძალავი ნიშანია გაკრული და აქ მოწევა შეიძლება თუ არა მეთქი”, ოფიციანტმა მიპასუხა – “თუ გსურთ მოწიეთო”, მე ამაზე გავბრაზდი – “ჩვენ მოწევა კი არ გვინდა, სხვების კვამლი გვაწუხებს”- მეთქი, ოფიციანტმა მხრები აიჩეჩა და უხერხულად ჩაიბურტყუნა “რა გიყოთო” …

საბედნიეროდ იმ ქალმა ყველაფერი გაიგონა და ჩააქრო.

მერე ვენდი ტუალეტის საძებნელად გავიდა, უკან გავყევი, შემეშინდა არ დაკარგულიყო. რაღაცნაირი დედობრივი ინსტინქტი გამიჩნდა მის მიმართ, დაცვის და მფარველობის.

სანამ ტუალეტში იყო, ასე ვერთობოდი.

როგორც იქნა საჭმელიც მოგვიტანეს. გავასინჯეთ ქართული საჭმელები. ჯილიანს ხაჭაპური მოეწონა, ვენდი შქმერულით აღფრთოვანდა.

იქვე იმავე მაგიდასთან და იმ დროს წარიმართა ავადხსენებული დიალოგი ჩემსა და ვენდის შორის.

შეციებული სინგაპურელები

ვახშმის მერე ყველანი ისეთი დაღლილები ვიყავით, თვალებს ძლივს ვახელდით. მე და მამუკამ ვენდი და ჯილიანი სასტუმროში მივაცილეთ და ოფისში დავბრუნდით. გვიან ღამით კი, როცა უკვე მეორე დღისთვის ყველაფერი მზად იყო, ყველანი სახლებში დავიშალეთ.

ის, რაც ამ ხნის განმავლობაში პარალელურად ოფისში ხდებოდა შეგიძლიათ წაიკითხოთ სინგულარის ბლოგზე.

კონფერენციის დღის შთაბეჭდილებები – შემდეგ პოსტში იქნება.

რესტორნის მისაღებში

{ 12 comments }

ძალიან ბევრ უცხოურ ბლოგზე 2010 წლის დაწყებისთანავე გამოჩნდა ლისტ-პოსტები, თუ რომელი ბლოგების კითხვაა რეკომენდირებული ამ წელს. ძირითადად ყველა ისეთ ბლოგებს უწევდა რეკომენდაციას, რომლებიც მათ საკუთარ ბლოგებთან თემატურად იყო დაკავშირებული და მკითხველისთვის გარკვეულ წილად საინტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო.

ამ მოვლენამ მეც გამიჩინა იდეა, ჩამომეთვალა ის საინტერესო ბლოგები, რომლებმაც შესაძლოა ჩემი მკითხველი დააინტერესოს.

შესაბამისად, თუ ჩემი ბლოგის კითხვა გიყვართ, გადაათვალიერეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ექვსი ბლოგი და მომახსენეთ თქვენი აზრი თითოეული მათგანის შესახებ.

მაშ ასე, Sweet.ge-ს მიერ რეკომენდირებული 2010 წლის 6 ვარდისფერი ბლოგი: სრულად წაკითხვა →

{ 19 comments }

Ageing Superhero

by Sweety on 6 თებერვალი, 2010 · 19 comments

in დღიური

მარ, გილოცავ დაბადების დღეს!

აი, ამ სიტყვებს ვეუბნები მთელი დღე ჩემს თავს და ქოროში მყვება მთელი სამყარო.

ნუ თუ მთელი სამყარო არა, ის ხალხი მაინც ვინც ჩემს გულში ცხოვრობს, ვისთვისაც ყოველ დღე ვიღვიძებ, ვინც მინდა რომ მუდამ ჩემს გვერდით იყოს, ვინც მიყვარს, ვისაც ვუყვარვარ, ვისაც ვერ გაუგია ვუყვარვარ თუ არა, მაგრამ მაინც იცინის და უხარია ჩემთან ერთად.

სამყარომ კი დიდი, ნათელი და ვარდისფერი თოვლი მაჩუქა! (წუხელ თოვისას მთელი ცა ვარდისფერი იყო, შეამჩნიეთ?)

არც ვიცი რა უნდა დავწერო. ის რომ ბედნიერება მინდა? ის რომ სიყვარული მინდა? ის რომ სიცოცხლე მინდა? ის რომ უბრალოდ მინდა კარგად ვიყო პრობლემები არ მაწუხებდეს, ან ხანდახან რომ შემაწუხებს, მალევე მოგვარება შევძლო ხოლმე?

ყველაფერს ვერც დავწერ…

უბრალოდ მინდა მახსოვდეს, რომ ყველა ღამეს დილა მოჰყვება, ყველა დაღმართს აღმართი მოჰყვება, ყველა უბედურებას წარმატება მოჰყვება და არ მინდა ეს დავივიწყო!

ერთადერთი კი რაც შემიძლია განწყობისთვის დაგიტოვოთ ეს სიმღერაა თავისი არაჩვეულებრივი ტექსტით!

Ageing Superhero

Every time I think of growing up I find out that I just slipped back,
I got it all wrong you know I,
Feel younger than I did when I was younger on a backwards track
I thought by now I could have figured it all out instead I’m further back,
Feels kinda stupid but I,
Feel 16 in my head but I guess it’s only 5 years back

But I won’t see the signs
it took so long but you were always on my mind, yeah,

For all the times I’ve tried to take a little time out for myself,
I’m just growing all alone again
But I find in my mind that I’m not.
Time is running out and I just want to say I’m sorry now,
Before I’m all alone again, and I’m broken and cold
The ageing superhero in me is tired
Because he’s lived too fast for too long
and he still longs to be inspired

I feel old, feel broke feel cold and I can’t fight back,
It sounds so stupid I,
But it’s gone, this train won’t run,
Guess it must be the track

But I won’t see the signs
it took so long but you were always on my mind, yeah,

For all the times I’ve tried to take a little time out for myself,
I’m just growing all alone again
But I find in my mind that I’m not
Time is running out and I just want to say I’m sorry now,
Before I’m all alone again, and I’m broken and cold-

But I won’t see the signs;
it took so long but you were always on my mind, yeah,

For all the times I’ve tried to take a little time out for myself,
I’m just growing all alone again
But I find in my mind that I’m not.
Time is running out and I just want to say I’m sorry now,
Before I’m all alone again, and I’m broken and cold
The ageing superhero in me is tired
Because he’s lived too fast for too long
and he still longs to be inspired

{ 19 comments }

გუშინ პროსპეროს კაფეში შევედი. მეგობრებს უნდა შევხვედროდი პატარა საქმეზე.

და დავინახე ის!…

რაც აქამდე პირისპირ არასდროს მენახა, რაც არასდროს გამესინჯა და რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი.

ვარდისფერი, ფუმფულა, წვნიანი და მიმზიდველი, დიდი წყლიანი თვალებით მიყურებდა და მეძახდა, მოდი და წამიყვანეო.

ჰოდა, მეც მივედი და წამოვიყვანე. ოღონდ სანამ შევჭამდი, სურათები გადავუღე ყველა კუთხიდან.

ვარდისფერია ნამდვილად!

ვარდისფერია ნამდვილად!

ფოტოგრაფირების პროცესში მენეჯერი მომიახლოვდა და თავაზიანად მკითხა, თუ რატომ ვიღებდი სურათებს.

მეც მაშინვე ჩემი სავიზიტო ბარათი მივეცი და ვთხოვე თუ ნებას დამრთავთ, ბლოგზე დავდებ ფოტოებს-მეთქი. საბედნიეროდ, ნებაც დამრთეს და თან რაღაც თავიანთ ლიტერატურულ ღონისძიებაზე დამპატიჟეს.

სიმართლე გითხრათ ძალიან გამიხარდა! თანაც კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ) მადლობა გადავუხადე საკუთარ თავს, სავიზიტო ბარათებისთვის ფულის და დროის დახარჯვა რომ არ დამენანა.

ქაფქეიქი ძალიან მომეწონა. ასე ვთქვათ, ჩემს მოლოდინსაც კი გადააჭარბა.

მთელი ერთი წლის განმავლობაში ჩემი ბლოგის დიზაინში არსებულ ქაფქეიქებს რომ ვუყურებდი, სულ ვფიქრობდი როდის გავსინჯავდი პირველად  და განსაკუთრებით ქერი ბრედშოუს და მირანდა ჰობსის ხელში რომ აღმოვაჩინე, მას მერე მაინტერესებდა ამ ნამცხვრის გემო.

შიგნით სულაც არ იყო ისეთი მშრალი, მე რომ წარმომედგინა, პირიქით, რაღაცნაირი სველი, რბილი და ჰაეროვანი აღმოჩნდა. ვარდისფერი კრემიც ძალიან გემრიელი.

ვისაც არ გაქვთ გასინჯული, მაგრამ გაინტერესებთ, – წადით და გასინჯეთ (მე ვიპოვე პროსპეროს კაფეში, პროსპეროს წიგნის მაღაზიის გვერდით, სადაც გარდა იმისა, რომ ამერიკული ნამცხვრები მოეპოვებათ, უფასო WI-FI ინტერნეტი, ცოტა ხალხი, ბევრი წიგნები და არაჩვეულებრივი ატმოსფეროა. შემდეგ მისვლაზე ჩიზქეიქის გასინჯვას ვგეგმავ აუცილებლად!).

მთელი იდილია: ჩაი, ვარდისფერ კრემიანი ქაფქეიქი, კოსმო და მყუდრო გარემო

მთელი იდილია: ჩაი, ვარდისფერ კრემიანი ქაფქეიქი, კოსმო და მყუდრო გარემო

მერე ბიჭებიც მოვიდნენ და სურათები იმათ გამიღეს… (ბიჭების ვინაობას ჯერ-ჯერობით არ ვამხელ, მალე ისედაც ყველა გაიცნობთ და შეგიყვარდებათ. სასწაულებრივი ბიჭები არიან. ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული. მომავლიდან მომაკითხეს და შემპირდნენ შენც წაგიყვანთო.)

ზოგადად ძალიან დამღლელი, მაგრამ პროდუქტიული დღე გვქონდა. უზარმაზარი პროექტი გადავწერეთ თავიდან ბოლომდე.

რომ მოვრჩით, უკვე მოსაღამოვებული იყო და ისე გვშიოდა, მაკდონალდსამდე სული ძლივს მივაღწიეთ.

კოტეს ნაჩუქარი ქოლგა დამეკარგა მაკდონალდსში, მაგრამ დარწმუნებული ვარ ვინც იპოვა, იმას ძალიან გაუხარდებოდა. როგორც კი აღმოვაჩნე რომ თან აღარ მქონდა მაშინვე დავრეკეთ ადმინისტრაციაში მაგრამ დაცვამ ვეღარ იპოვა. ნამდვილად ვიღაცამ გააყოლა ხელს.

Anyway, გუშინ საღამოს, მაკდონალდსის გასასვლელში კლოუნის ხელზე ჩამოკიდებული ვარდისფერი ქოლგა თუ იპოვეთ და სახლში წაიღეთ, იცოდეთ, რომ ჩემია და თუ დამიბრუნებთ, იმდენად გამიხარდება, რომ ორმაგ ჩიზბურგერზეც კი დაგპატიჟებთ!

3

3

{ 27 comments }

მეოთხე დღეა ავად ვარ. სიცხე 38. ხველება. დაღლილობის შეგრძნება.

გარეთ არ გავდივარ საერთოდ.

ბევრ მალინიან ჩაის ვსვამ. ლეპტოპს გვერდიდან არ ვიშორებ.

დიდად ტექსტური პოსტების საწერად ტვინი ძალიან ცხელია ტემპერატურისგან.

ჰოდა, ცოტაოდენ ვარდისფერ სიყვარულებს გაგიზიარებთ.

* * *

საახალწლოდ კოტემ ტყავის ზარდახშა (აააააიტ! თქვენ გეგონათ ამას “შკატულკა” ერქვა?) და ვარდისფერი ქოლგა მაჩუქა. (ქოლგის სურათს ხვალ დავდებ)

გააჩნია სარკე, სპეციალური განყოფილება ბეჭდებისთვის და სხვა აქსესუარებისთვის.

გაინტერესებთ შიგნიდან როგორია? სრულად წაკითხვა →

{ 17 comments }

5 Great Pink Movies

by Sweety on 28 დეკემბერი, 2009 · 12 comments

in ფილმები

ვარდისფერი ფილმები
ადრე დავწერე ვარდისფერი ფილმები მიყვარს მეთქი. მისი მნიშვნელობა კი არ ამიხსნია.

ვარდისფერი კინო ჩემი მოგონილი სახელია.  მასში მთავარი პერსონაჟი (მოდით მას ”პრინცესა” შევარქვათ) აუცილებლად ქალია, აუცილებლად 22 წელზე ზემოთ, აუცილებლად მეოცნებე და აუცილებლად რაღაც “პრობლემით” (ზოგს სიმსუქნე აწუხებს, ზოგს შოპინგისადმი ზედმეტი სიყვარული, ზოგი კი უბრალოდ ძალიან ქერაა :D ).

მაგრამ მთავარი ეს მახასიათებლები კი არაა, მთავარია ის, რომ მრავალჭირვარამგადანახადი პრინცესა (OMG! გეხვეწებით წარმოიდგინეთ! :D ) ფინალში აუცილებლად აღწევს წარმატებას ან ისრულებს თავის ოცნებას.

პარალელურად კინოში შეიძლება ჩანდეს: სრულად წაკითხვა →

{ 12 comments }

ვიდეო-კამერა

by Sweety on 11 დეკემბერი, 2009 · 20 comments

in Show,დღიური

ეს პოსტი წარმოადგენს 1 ნაწილს 3 ნაწილიან სერიაში Show

ახალი ვიდეო-კამერა მაქვს!

Yay!

ამ კამერით მოხდება ყველა ვიდეო-პოსტის და მსგავსი რამეების გადაღება!

ვიდეო კამერა

ვარდისფერი არ იყო, თორემ აუცილებალად ვიყიდიდი… (რა საყვარელია ეს მინი შტატივი! ჩემს ფოტო-კამერასაც ერგება!)

გახსნილი ვიდეოკამერა

ესეც მისი აქსესუარები:

  • დიდი და პატარა შტატივი
  • ჩანთა
  • საწმენდი საშუალებები
  • ორი ”პეტლიჩკა” მიკროფონი (რომლებიც მგონი ამ კამერაზე არ მიდის, მაგრამ სხვა რაღაცებში მაინც გამომადგება)

ვიდეო კამერის აქსესუარები

თქვენც ატყობთ ახლა ხო, რომ რაღაცისთვის ვემზადები? ;)

ეს კი მისალმება:

ძაან ცუდი განათება იყო. ხმას კარგად იწერს… :love:

{ 20 comments }

ჯერ კიდევ ჰელოუინისას მინდოდა საჰელოუინო ჰედერი გამეკეთებინა მაგრამ ძალიან დამეზარა.

ჰოდა ახლა მაინც მოვაბი თავი საახალწლოს!

საახალწლო ჰედერი

საახალწლო ჰედერი

მე ძალიან მომწონს და მგონი უხდება აქაურობას.

{ 12 comments }

აქ უნდა დამეწერე ”ცხელ-ცხელი ფოტოები” მეთქი, მაგრამ მივხვდი რო კაი ხნის გაგრილებულია ესენი უკვე.

ამიტომ ოდნავ გრილი, დაგვიანებული ფოტოები ”კოსმოშოუს” ინტერვიუდან.

სასტუმრო ტიფლისი

სასტუმრო ტიფლისი

ძალიან ლამაზი სასტუმროა – ძლიან ლამაზი ხედით (განსაკუთრებით ღამის ხედი – ძველ თბილისზე)

მაგრად შემცივდა

მაგრად შემცივდა

DSC03140

I am watching you

ჩემი ბლოგი ჩანს ეკრანზე

ჩემი ბლოგი ჩანს ეკრანზე

ჩვენი ინტერვიუს მაგიდა

ჩვენი ინტერვიუს მაგიდა

***

***

Camshot in the Toilet

Camshot in the Toilet

Dizz

Dizz

{ 14 comments }

ვაპირებდი ის ახალი ტეგ-თამაში ამეტაცა, ახლა ყველანი რომ წერთ, მაგრამ თითქოს მუზა არ მქონდა და ესკიზად შევინახე. ცოტა მერე გამოვაქვეყნებ…

სამაგიეროდ, რამდენიმე შთამაგონებელ ფილმს ვუყურე ამერიკული კოლეჯების საერთო საცხოვრებლებზე.

და უკვე აღარ მახსოვს მერამდენედ – “ქერათმიანი ადვოკატი”-ს პირველ და მეორე სერიებს. (მესამეც გადაუღიათ – საშინელებაა!)

ქერათმიანი ადვოკატი 2

ქერათმიანი ადვოკატი 2

ბოლო დროს ძალიან დათრგუნული ვიყავი.

თითქოს არაფერი გამომდის, ყველა გეგმა მეფუშება, არ მიმართლებს ან სხვები მიშლიან ხელს. სრულად წაკითხვა →

{ 21 comments }

sweet.ge-ს ერთგულო მკითხველნო, მძიმე ჟამი დაუდგა ბლოგის ავტორს..შენიშნავდით და თქვენს თვალსა და გულს არ გამოეპარებოდა ის ამბავი, რომ აგერ უკვე 5 დღეა ინტერნეტ სამყაროს მოსწყდა ბლოგოსფეროს მედგარი წინამძღოლი. მხოლოდ დროდადრო, სულ რამდენიმე წამით შეიძლება მოჰკრათ თვალი ტვიტერზედ ან პირწიგნაკზედ.

ძალიან მიმძიმს, რომ სწორედ მე უნდა გამცნოთ სამწუხარო ამბავი, მაგრამ ამდენ დღიანი დუმილის შემდეგ, მე უბრალოდ უფლება არ მაქვს არ გამცნოთ, რომ მარი სასახლიდან გაიტაცეს გარეულმა კელტროპებმა!  ისინი თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც კოტე სასახლეში არ იმყოფებოდა და ადვილად მოერივნენ სუსტ არსებას.  როგორც კი ეს გაიგო, მან აისხა აბჯარი და  მის საძებნელად წავიდა. ყოველ დღე ვაგზავნი შიკრიკებს, რომ სიახლეები შეგვატყობინონ. ბოლო შიკრიკი გუშინ, გვიან ღამით დაბრუნდა, ხელში მკვდარი კელტროპით  და კოტეს წერილით

“თინათინ, მე მივაგენი მარუსას კვალს. იცოდა, რომ მის საძებნელად წავიდოდი და გზადაგზა თავისი ვარდისფერი ნივთები დაუყრია ჩემთვის, რომ მიმეგნო. ახლა ერთ საშინელ  სასახლეს მივადექი, გარეული კელტროპები  დამესხნენ თავს, მთელი შეიარაღება წამართვეს და ახლა ვცდილობ ცარიელი ხელებით გავიკვალო გზა სასახლის კარისკენ. თუ შეგიძლია შეკრიბე ლაშქარი, ამირსპასალარ ზურიუსის ხელმძღვანელობით და გამოაგზავნე, რომ დამეხმარონ მარის გამოხსნაში”

როგორც კი ეს წერილი მივიღე, მაშინვე შევყარე ჯარი და ისინი უკვე გაემართნენ კელტროპების საშინელი სასახლისკენ!მე კი, როგორც მარის დიდი ხნის მეგობარი, მისი მოკავშირე, ვეცდები დროებით მისი  საქმეები გადავიბარო! მართლაც რომ დიდი საქმეები დარჩა შეუსრულებელი ღმერთმანი..დიდი იმედი მაქვს, რომ კოტე მალე შესძლებს მის გამოხსნას და დაუბრუნდება თავის ვარდისფერ სასახლეს სვითი.

don-cesar_sm

ინტერნეტის მადლი და ძალი გფარავდეთ! თქვენი თინი

ახლა ზურიუსის უსტარი, რომელიც დაწერა, ოდეს მიიღო ცნობა ჩემგან ამ ამბავზედ:

ამირსპასალარი Zurriuss

ზურიუსი ერთ-ერთი სისხლიანი ბრძოლის ჟამს

ზურიუსი ერთ-ერთი სისხლიანი ბრძოლის ჟამს

ოქტომბრის თბილი საღამო იყო. ჩვეულებისამებრ ჩემს რომაულ აბაზანაში მეძინა და მსახურები ფეხისგულებზე მიღიტინებდნენ. უცებ სარკმელს მტრედი მოასკდა, მინა მრგვალად შემოამტვრია და კედელში განერჭო. მის გაკვანჭალებულ ერთ–ერთ ფეხში წერილი შევნიშნე. ღერბზედვე ვიცანი, ვისიც უნდა ყოფილიყო: კირა ნაითლი, თინის გარდა, ვის უნდა ჰქონოდა….

ჯერ მსახურს წავაკითხე. არ დავიჯერე და ტყუილად გავაშოლტინე საწყალი. მერე მე ვიკადრე გადაკითხვა და ელდა მეცა. ჩვენი ვარდისფერი Sweety, ჩვენი ნაფერებ–ნალოლიავები პრინცესა გვინივერა (ფილმიდან „პირველი რაინდი“, რიჩარდ გირი, ჯულია ორმონდი და შონ კონერი ქე რო თამაშობენ ) იმ ძუნკალ კელტროპებს გაეტაცათ!!!

აი, რა არის ცხოვრება: „ფეხზე დასმული კელტროპი თავზეც აგახოხდება და მერე ხელ–ფეხს შეგიკრავს და საცხა ჯურღმულში გამოგამწყვდევსო“– მითქვამს ცხონებულ მე–ს! რა ქნეს ეს? როგორ იკადრეს? წლების წინ Sweety–ს ბლოგზე გარემოვაჭრეებად დაეთრეოდნენ და საცოდავად კნაოდნენ. ესეც ენდო, გამოიჩინა გულისხმიერება და ჩვენი კელტროპები სულ კარაოკეებზე ამღერა. აუვარდათ ამათაც თავში: არიქა, სიმღერა შეგვიძლიაო.

მოკლედ, ამ დედაკელტროპმოხნულებმა დაითრიეს ცოტა მაყუთი და ეგრევე მოიტაცეს. გამოკეტეს სადღაც მიუვალ და მიქაჯეთისციხებულ ყორღანში და, როგორც თინის უსტარში ეწერა, კონსტანტინე სულ შიშველი ხელ–ფეხ–თავით მიანგრევს კედლებს. თურმე საწყალი Sweety გადმომდგარია ერთ–ერთ ბალკონზედ და ძირს ვარდისფერი ნაწნავი აქვს ჩამოშვებული – ეგებ როგორმე დავეხმარო ჩემს რაინდსო, მარა რა გინდა რო ქნა.

ჰოდა, არიქა, გავქუსლე, მივეშველე. თან კელტროპსაწინააღმდეგო ანკესებს დავურიგებ ლეგიონერებს. მოკლედ, ბრძოლა წყალში მოგვიწევს და პოსეიდონის იმედი მაქვს.
ოოო, პოსეიდონ, სანახევროდ გახდილო ახოვანო ბებერო ღმერთო, ძმავ ზევსისა მექალთანისაო. დამეხმარე, რათა სამართლიანად გამოვიხსნათ დაი ეგე ჩუენი Sweety ბრჭკალთაგან კელტროპისაითა, რათა მრავლითა სიხარულითა და + ქულითა ვარდისფერითა განამშუენოს ბლოგნი და პოსტნი ეგე ჩუენნი. ავე რეკლამა!!!

პოსტ სკრიპტუმის ძალა მოგეცეთო ნათქვამია:

საზარელი კელტროპები

საზარელი კელტროპები

აი სასახლე, რომელშიც პირმშვენიერი სვითია გამოკეტილი
aodv8ot7l7ix2yyrdm7x9t9sepmjzpdtyehs

{ 39 comments }

მოერგო!

by Sweety on 3 ოქტომბერი, 2009 · 10 comments

in შოპინგი

ჩამოვიდა ჩემი ლეპტოპის ჩანთა!

ის შევუკვეთე, პირველი.

ისეთი მოცუცქნულია, ვერ იფიქრებ რომ შიგ შეიძლება ლეპტოპი იდოს! :)

ყველაზე მეტად ის მიხარია რომ დამატებითი ჩანთის ტარება არ მომიწევს ხოლმე! მოდურიც არის და ტევადიც!

DSC02936

ქალის ჩვეულებრივ ხელჩანთას ჰგავს. სრულად წაკითხვა →

{ 10 comments }

</