პოსტები ტეგით ‘დოდკა’

5 ნოე 09

ფოტოები Kosmoshow-ს ინტერვიუდან

14

აქ უნდა დამეწერე ”ცხელ-ცხელი ფოტოები” მეთქი, მაგრამ მივხვდი რო კაი ხნის გაგრილებულია ესენი უკვე.

ამიტომ ოდნავ გრილი, დაგვიანებული ფოტოები ”კოსმოშოუს” ინტერვიუდან.

სასტუმრო ტიფლისი

სასტუმრო ტიფლისი

ძალიან ლამაზი სასტუმროა – ძლიან ლამაზი ხედით (განსაკუთრებით ღამის ხედი – ძველ თბილისზე)

მაგრად შემცივდა

მაგრად შემცივდა

DSC03140

I am watching you

ჩემი ბლოგი ჩანს ეკრანზე

ჩემი ბლოგი ჩანს ეკრანზე

ჩვენი ინტერვიუს მაგიდა

ჩვენი ინტერვიუს მაგიდა

***

***

Camshot in the Toilet

Camshot in the Toilet

Dizz

Dizz

ზემოთ ↑


24 აგვ 09

30 გაკვეთილი

67

ქართულ ბლოგოსფეროში ძალიან ცოტა მომეძევება ისეთი, ვინც ბლოგინგს სერიოზულად უყურებს ან რაიმე სამომავლო შემოსავლის წყაროდ აღიქვამს, მაგრამ მერწმუნეთ გავა სულ ცოტა დრო და ისინი, ვინც თავიდანვე პროფესიონალურად მიუდგნენ საკითხს, აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას.

ამერიკაში სწორედ ასეთი პროფესიონალური მიდგომის თვალსაჩინო მაგალითია დერენ როუზი, მეტსახელად Problogger. იგი ერთ-ერთ იმ ბლოგერთაგანია, ვინც – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით – ბლოგინგით ცხოვრობს. შეგიძლიათ შეიხედოთ მის არაჩვეულებრივ ბლოგზე და იპოვოთ იქ შთაგონება ან უბრალოდ პრობლემის გადაჭრის მარტივი ხერხი, ბლოგინგის ნებისმიერ ასპექტთან დაკავშირებით.

რამდენიმე თვის წინ დერენმა ახალი პროექტი წამოიწყო სახელად ”31 Days to Build a Better Blog“  (ქართულად ”31 დღე უკეთესი ბლოგის შესაქმნელად”). ყოველ დღე იგი იძლეოდა დავალებებს ბლოგინგის შესახებ, რომელსაც სხვა ბლოგერები ასრულებდნენ და შემდეგ შესრულებულ დავალებებს განიხილავდნენ, ერთმანეთს რჩევებს აძლევდნენ და ა.შ. დასრულებისთანავე, დერენმა ეს პროექტი e-book-ად გამოუშვა და მისი შეძენა ყოველ თქვენგანს შეგიძლიათ $19.95-ად.

დოდკას ეწერა თავის ბლოგზე, რომ ”მინდოდა მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ ჩამოვრჩი და ვეღარ დავეწიეო”. პროექტის თემებს რომ გადავხედე, მივხვდი რომ მეც მომინდა გამეკეთებინა ეს დავალებები.

გთავაზობთ ასეთ რამეს:

[მეტი...]

ზემოთ ↑


1 ივნ 09

And the BIG Question goes

45

Suggestion-ებს გადავხედე ამას წინათ და ყველაზე მაღალი რეიტინგი ბლოგების მიმოხილვას აქვს. მინდოდა დამეწერა ზოგიერთი კარგი ბლოგის შესახებ, მაგრამ ერთი შეკითხვა დამებადა რასაც ვერაფრით გავეცი პასუხი.

რატომ კითხულობთ ჩემს ბლოგს?

რა გაიძულებთ ყოველ დღე აკრიფოთ ბრაუზერში sweet.ge და მიუხედავად იმისა რომ ხანდახან ჩემი ბლოგი მართლა ჭედავს მოთმინებით ელოდოთ მის სრულად ჩატვირთვას?

რატომ გაინტერესებთ ჩემი ცხოვრება? მე ხომ სხვა არაფერზე ვწერ…

ჩემთვის გასაგებია, რატომ კითხულობთ დოდკას, იმიტომ რომ ის ყოველთვის კონკრეტულ საკითხებს საინტერესოდ განაზოგადებს. მე კი მხოლოდ კონკრეტულზე ვჩერდები და სიღრმისეულად არ ვაანალიზებ იმას, რასაც ვწერ.

გასაგებია რატომ კითხულობთ თინის, [მეტი...]

ზემოთ ↑


6 მაი 09

End of Highschool Drama

29

წუხელ დოდკამ მომწერა, ძალიან დავიღალე ამ დაძაბულობით და მოდი ვილაპარაკოთო.

დაახლოებით 3 საათი ვლაპარაკობდით.

მითხრა, ბევრ რამეში ხარ მართალიო… გავარკვიეთ ყველა ბუნდოვანი საკითხი, რაც გვქონდა ერთმანეთთან და დავასკვენით, რომ არაფერი არ გვაქვს გასაყოფი და საჩხუბარი.

პირიქით, საქმეში საუკეთესო გუნდი ვართ და ერთად იმდენი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია… ჩვენ კიდევ ამ დროს კონფლიქტში ვფლანგავთ, ნერვებს ვისახიჩრებთ, გარშემო ცუდ აურას ვქმნით…

ამოვისუნთქე ამ ლაპარაკის შემდეგ… ბოლო დღეები ისე ცუდად ვიყავი, ვერაფერს ვაკეთებდი დაძაბულობისგან, ათასი იდეა და საქმე მქონდა მოწოლიილ და გიჟივით F5-ს ვაჭერდი, აბა ვინ რა მომწერა და ვინ რა მიპასუხა.

რა ვისწავლე ამ კონფლიქტიდან:

  • არ უნდა ვენდო ადამიანებს ვინც ორმაგ თამაშს თამაშობს
  • სანამ სხვას რამეზე აგრესიულ პასუხს მივწერ უნდა ავდგე კომპიუტერიდან, გავიარ-გამოვიარო, კარაქიანი პური შევჭამო, ცივი წყალი დავაყოლო და თუ მაინც შემრჩება აგრესია, მაშინ ვუთხრა ის, რასაც მართლა ვფიქრობ…
  • რამდენიმე ადამიანზე რადიკალურად შემეცვალა წარმოდგენა

განმიმტკიცდა რწმენა რომ: [მეტი...]

ზემოთ ↑


4 მაი 09

ბოზის ღვეზელი

50

გუშინ ჩემს მეგობარს ვეკამათებოდი, რადგან წარმოიშვა ასეთი დილემა:

ვთქვად შენ ხარ ძალიან მორალისტი და იცნობ ადამიანს რომელზეც ეჭვი გაქვს რომ ბოზია, თუმცა დანამდვილებით ვერ იტყვი რადგან ფაქტები არ გაქვს.

ამასთანავე ეს “ბოზი” აცხობს მშვენიერ ღვეზელებს, რომლითაც ყოველთვის მთელი გულით გიმასპინძლდება.

გარდა ამისა თავისი “ბოზობით” შენ არასდროს შეგხებია, არაფერში არასდროს არ გაურევიხარ, არანაირად არ გეხება და კიდევ ერთხელ – დანამდვილებით არ იცი მართალია თუ არა ჭორი მისი სექსუალური კონტაქტების შესახებ, თUმცა მისი სავარაუდო კონტაქტების შედეგად მას შენს თვალში “ამორალური კარმა” უგროვდება.

მაგრამ იმასაც ვერ უარყოფ, რომ “ბოზი” დროთა განმავლობაში უკეთეს და უკეთეს ღვეზელებს გიცხობს.

შენ გაქვს ორი ვარიანტი:

1. უთხრა “ბოზს” რომ შენი აზრით ის მართლაც ბოზია და მისი საქციელი შენს მორალურ ჩარჩოებში არ ჯდება. ~ შედეგად ის გაბრაზდება და ღვეზელების მოწოდებას შეწყვეტს.

2. თუკი ამაზე საუბარი ჩამოვარდება, უთხრა რომ  მერე რა თუნდაც ბოზი იყოს, ვინ არ არის დღევანდელ დღეს ბოზი? ზატო მას ყველაზე მაგარი ფეხები აქვს მთელს ქალაქში! ~ შედეგად “ბოზი” გაიხარებს და გემრიელი ღვეზელების ნორმა გაგიორმაგდება.

ან ორი გზიდან რომელიც არ უნდა აირჩიო 100% მართალი იქნები და ვერავინ გაგამტყუნებს!!!

ეს  შენი არჩევანია და მშვენივრად მოგეხსენება მიზეზ-შედეგორბივი კავშირის შესახებ ადამიანის წყენინებასა და მის შენს მიმართ დამოკიდებულებას შორის.

მაგრამ!!!! [მეტი...]

ზემოთ ↑


12