Posts tagged as:

დიალოგი

ეს პოსტი წარმოადგენს 4 ნაწილს 4 ნაწილიან სერიაში PhotoSeries

15-ში, კონფერენციის წინა დღეს, ვენდი და ჯილიანი უნდა ჩამოსულიყვნენ.

იმ დღეს ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ ბლოგერები. შეხვედრა 2 ჯერ გადაიდო და ბოლოს ზუსტად იმ დროს დანიშნეს როცა ჩვენი სტუმრების თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში უნდა დაშვებულიყო.

იქამდე კი Singular-ის საქმეზე გვქონდა დანიშნული შეხვედრა ასევე ეკონომიკის სამინისტროში და შემდეგ თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებასთან. მოკლედ საშინლად დაძაბული დილა გამომდიოდა და ვერაფრით დავესწარი ბლოგერების და მინისტრის შეხვედრას. ძალიანაც ვნანობ, რომ არ ვიყავი, რაღაცეები არ მომეწონა რაც იქ მოხდა და ამაზე მერე დავწერ, თუ მოვიცალე რამენაირად.

მამუკა

იმ დღეს იმდენად დაძაბული ვიყავი, ოფისში საერთოდ ვერ გავჩერდი. იმ დღეს რაც კი საქმე იყო ყველაფერი ბიჭებმა აიღეს საკუთარ თავზე. მე და მამუკა ჯერ შეხვედრებზე წავედით, მერე კი 4 საათზე აეროპორტისკენ გავეშურეთ.

რეისი 20 წუთით იგვიანებდა.

საშინლად ვღელავდი. არ ვიცოდი როგორ უნდა შევხვედროდი. უნდა გადამეკოცნა? ჩავხუტებოდი? ხელი ჩამომერთმია? იქნებ მათთან რომელიმე სახის მისალმება მიღებული არ არის? არ მინდოდა უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავი…

აეროპორტის კაფეში

თან ფოტოაპარატ-მომარჯვებული გამოსასვლელ კარებთან ვიდექი და ყოველ გაღებაზე სურათს ვიღებდი, არ მინდოდა პირველი გაელვება (glimpse) გამომეტოვებინა…

ნერვიულობამ პიკს მიაღწია.

რამოდენიმე წარუმატებელი ფოტოსურათის შემდეგ, ვენდი და ჯილიანიც გამოჩნდნენ.

xiaxue & gillian

პირველი შეხედვიდან 2 რამ მეცნო, ვარდისფერი ჩემოდანი და ჩექმები რომელიც დისნეილენდში ეცვა, ადრე მის ბლოგზე ვნახე. მეც მინდოდა ყიდვა ეგეთის, მაგრამ მერე ის ბეწვიანი ვიყიდე, რაც ქვედა სურათში მაცვია.

ვიცოდი რომ დაბალი იყო მაგრამ მაინც არ მეგონა ასეთი ციცქნა. მეხუთე კლასელი გოგოსავით ჩანდა, არადა 4 წლით უფროსია ჩემზე…

ორივე ძალიან მეგობრულად და თბილად შემხვდა. გადამეხვივნენ.

ჯერ აეროპორტიდან წესიერად გამოსული არ ვიყავით, რომ ვენდიმ მითხრა – “I like your shoes!”

მივხვდი, რომ ჩემი ვენდი ჩამოვიდა…

აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმროში წავიყვანეთ და დავაბინავეთ.

აღფრთოვანებაში მომიყვანა ვენდის ვარდისფერმა ჩემოდანმა. ლამაზია და პრაქტიკული.

xiaxue's luggage

ავიყვანეთ ნომრებში. ვენდის ნომერი დიდი აივნით აღმოჩნდა, ჯილიანის კი – პატარათი. ჯილიანს შევთავაზე, შეგიცვლით ნომერს ოღონდ ერთი სართულით მაღლა იქნები-მეთქი, მაგრამ ვენდიმ – ღამე მარტო დარჩენის მეშინია და ამიტომ ამ სართულზე იყოს ჯილიანიც, თუ რამე, ადვილად დავუძახებო.

რაა საყვარელიაააა!!!

13 საათიანი ფრენის შემდეგ ორივე ძალიან დაღლილი ჩანდა, ამიტომ სასტუმროში დავტოვეთ რომ ცოტა აზრზე მოსულიყვნენ, შევპირდით საღამოს სავახშმოდ წაგიყვანთ მეთქი და მეც სახლში დავბრუნდი შხაპის მისაღებად და ცოტათი დასასვენებლად. იმდენად დაღლილი ვიყავი ემოციების და ნერვიულობისგან, რომ სიხარულის თავიც არ მქონდა.

საღამოს წავედით ერთ რესტორანში რომელიც მეტრო ავლაბართანაა, სახელი არ მახსოვს.

13 საათიანი ფრენის შემდეგ დაღლილები

აქვე აღმოჩნდა რომ ვენდი ბიოლოგიურად ვერ იტანს მწვანილს და სიგარეტის კვამლს. გვერდით ვიღაც ქალი ეწეოდა არადა იმნ ოთახში მოწევა არ შეიძლებოდა, კედელზე ნიშანი ეკიდა. დაიწყო ამან წრუწუნი. აუტყდა ხველება.  ახსენა თუ როგორ არის აკრძალული სინგაპურში მოწევა ყველა საზოგადოებრივ ადგილას. შემრცხვა. შემეცოდა. თან გავბრაზდი ამ რესტორანზე.

ოფიციანტი დავიბარე და საკმაოდ ხმამაღლა ვკითხე, ”კედელზე მოწევის ამკრძალავი ნიშანია გაკრული და აქ მოწევა შეიძლება თუ არა მეთქი”, ოფიციანტმა მიპასუხა – “თუ გსურთ მოწიეთო”, მე ამაზე გავბრაზდი – “ჩვენ მოწევა კი არ გვინდა, სხვების კვამლი გვაწუხებს”- მეთქი, ოფიციანტმა მხრები აიჩეჩა და უხერხულად ჩაიბურტყუნა “რა გიყოთო” …

საბედნიეროდ იმ ქალმა ყველაფერი გაიგონა და ჩააქრო.

მერე ვენდი ტუალეტის საძებნელად გავიდა, უკან გავყევი, შემეშინდა არ დაკარგულიყო. რაღაცნაირი დედობრივი ინსტინქტი გამიჩნდა მის მიმართ, დაცვის და მფარველობის.

სანამ ტუალეტში იყო, ასე ვერთობოდი.

როგორც იქნა საჭმელიც მოგვიტანეს. გავასინჯეთ ქართული საჭმელები. ჯილიანს ხაჭაპური მოეწონა, ვენდი შქმერულით აღფრთოვანდა.

იქვე იმავე მაგიდასთან და იმ დროს წარიმართა ავადხსენებული დიალოგი ჩემსა და ვენდის შორის.

შეციებული სინგაპურელები

ვახშმის მერე ყველანი ისეთი დაღლილები ვიყავით, თვალებს ძლივს ვახელდით. მე და მამუკამ ვენდი და ჯილიანი სასტუმროში მივაცილეთ და ოფისში დავბრუნდით. გვიან ღამით კი, როცა უკვე მეორე დღისთვის ყველაფერი მზად იყო, ყველანი სახლებში დავიშალეთ.

ის, რაც ამ ხნის განმავლობაში პარალელურად ოფისში ხდებოდა შეგიძლიათ წაიკითხოთ სინგულარის ბლოგზე.

კონფერენციის დღის შთაბეჭდილებები – შემდეგ პოსტში იქნება.

რესტორნის მისაღებში

{ 12 comments }

დიალოგიო?!…

by Sweety on 16 აპრილი, 2009 · 13 comments

in იუმორი

Woot woz zet?

spyვინც გაიცინოს ეშმაკი იყოს! :yes:

{ 13 comments }

Blogger Party #XXX

by Sweety on 15 დეკემბერი, 2008 · 11 comments

in Party,ბლოგოსფერო,დღიური

გუშინდელი სხოდკა პატარა გამოვიდა.

მხოლოდ Kissie, Mister Wonder, თაკა, Sophie, ნატოშა, კანაბისა, კოწიკა და ჰანი მოვიდნენ.

აივერსონმა შემოგვირბინა ორჯერ. გვერდით წივწივას დაბადების დღე ყოფილა თაღლაურაში. ბატო, აივერსონი და ეგ სასტავი იქით იყვნენ და ჩვენთან აღარ მოვიდნენ.

რომ ვიშლებოდით უკვე, მე ვთქვი – გადავიდეთ და ვნახოთ ისინიც.

კოტემ გაატრაკა, არ გვინდაო, წავიდეთ სახლშიო მაგრამ მაინც გადავედით ყველანი.ნეტა არ გადავსულიყავით.

შესასვლელში G იჯდა თავის მეგობრებთან ერთად და მოგვესალმა მე და კოტეს, გადაგვკოცნა, ჰაი-ჰუი..

ძაან ვინერვიულე… არ მეგონა იქ თუ იქნებოდა. :vis:

ხო, ვითომ პრობლემა არ მაქვს და რაღაც, მაგრამ მაინც ძალიან განვიცადე და რავი რა… თავი უხერხულად ვიგრძენი და თან ისე გახარებული სახით შეგვეგება… :Vis:

იმასაც თვალს ვერ ვუსწორებ. OMG. ტეხავს. მაინც ვერ გადავლახე. თაკამ შეამჩნია და რა გჭირსო. მეთქი არაფერი. მოხდა რამე? ნაჩხუბრებინ ხართო? მეთქი არააა…. გეტყობა ჩემ ბლოგს არ კითხულობ. არაო, კაი ხანია არ შემოვსულვარო.

მე კიდე აქ მგონია რომ მთელმა ქვეყანამ წაიკითხა ის პოსტი.

მერე მეორე მხრიდან ზაზა მიყურებდა გამჭოლი მზერით.რატომღაც მეგონა რო ეგეც მიხვდა და მაკვირდებოდა… მეთქი ავდგები და წავალ ახლა…

აუაუაუაუაუ სრულად წაკითხვა →

{ 11 comments }

</