ხვალ დილით ბათუმში მივდივარ 4 დღით გვანცასთან ერთად.
სამშაბათს აქ ვიქნები. გპირდებით ბევრ სურათებს გადავიღებ.
ახლა ბარგის ჩალაგება უნდა დავიწყო და ეპილაცია გავიკეთო ფეხებზე.
კოტე არ მოდის. მარტო გოგოების ვოიაჟი გვაქვს.
გადატვირთვა მჭირდება – რესტარტი
სექტემბერი ძალიან რთული და დატვირთული მელის.
ცოტა რამ ჩემი გეგმების შესახებ:
1. სექტემბერში მინდა დავიწყო belly dance-ის კურსებზე სიარული. მე და ნატოშამ გადავწყვიტეთ რომ დროა აღმოსავლური ცეკვების ხელონებას დავეუფლოთ. ნატოშამ იპოვა ეს საიტი: Elen-Oriental. თუ ვინმეს გაინტერესებთ, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ.
ეს ბოლო დღეები, რაც ამ მუცლის ცეკვით აღვტაცდი, სულ ვფიქრობ და ვერ გამიგია, როგორ ახერხებდნენ აზიელი ქალები ასეთი დამღლელი და შრომატევადი ცეკვის მერე კიდევ სექსით დაკავებას?


სრულად წაკითხვა →
- ვოკალზე ვიწყებ სიარულს! :bis:
უფრო სწორად: მინდა დავიწყო! თებერვალში რომ ჩავფლავდი მომავალ თებერვალს რევანშის ასაღებად ვემზადები! 
I am not kind of girl who gives up that easy!
თათამ გამიგო ვოკალის პედაგოგის ტელეფონი და დღეს ან ხვალ მივადგები. მთელი დილაა ვურეკავ, მობილი გამორთული აქვს შეიძლება გაკვეთილზეა. ახალგაზრდა გოგოაო, კარგად გაუგებთო და თან ეგრევე გეტყვის გამოგივა თუ არა რამეო.
მოკლედ დიდ ნერვიულობაში ვარ რას მეტყვის… რომ მითხრას, ”რა სიმღერა შვილო, წადი სახლი დაალაგეო”… 
Iverson-ის პოსტმა სტიმული მომცა მგონი.
ბრაკი ოცნება მაქვს – მოტივაცია არ მოყვებოდა თან :/
ნუთუ ჩემსასაც? არ დავნებდები! რამდენი discaurage-მაქვს არადა: დედაჩემი – ”შენ ხმა არა გაქვს!”, კოტე – ”მერე 3 თვე მარტო უნდა ვიყო?”…
ზატო რამდენი encaurage? Iverson, Secrets, თათა, ხიმში… ეს ოთხი ადამიანია ვინც მეჩიჩინება რომ don’t give up, Grab your chance! და მერე მრცხვენია ხოლმე რომ წიპა ”იმედებს ვუცრუებ იმ ადამიანებს ვისაც ჩემი სჯერა”… 
რამდენი წელია ვერ მივეთრიე ვოკალის პედაგოგთან.
ჯანდაბა მეტაკოს! როგორც კი ტელეფონს ჩართავს, ეგრევე დავურეკავ!
- საბერძნეთში მივდივართ კათოლიკურ შობას!
თუ ახალი სამსახურიდან ავიღე ის ანაზღაურება რასაც ველოდები, აუცილებლად წავალთ მე და კოტე საშობაოდ ათენში. მარინასთანაც (კოტეს დედა) შეთანხმებულია უკვე და მოკლედ იქ დიდი ამბები დაგვხვდება. იმედია, იქამდე მოვახერხებთ ციფრულის ყიდვას და ფოტომასალით ჩამოვალ
გუშინ სკაიპით დავურეკეთ და გვიყვებოდა როგორ ზეიმობენ შობას საბერძნეთში. რა საოცარია, ეგეც ხო მართლმადიდებლური ქვეყანაა… მაინც 25-ში აქვთ შობა. რაც მთავარია, გართობა იცის რა ხალხმა. ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” არ მიუვარდება არავის ჰელოვინზე
რაღაცნაირი მართლმადიდებლობა აქვთ, ლიბერალური. ხო არ გადავინათლო?
მარა რად უნდა გადავინათლო? მოკლედ დაიბნევა კაცი… მაგათაც მართლმადიდებლები ჰქვიათ და ჩვენც?
მართალია ჯერ დიზაინის კეთება არ დამისრულებია, მაგრამ ზოგი პროდუქტი უკვე ავტვირთე. ვფიქრობ დავასრულო და მერე დავდო ლინკი, თუ ჯერ დავდო და მერე დავასრულო?. ალბათ უფრო პირველი. თქვენი პრეტენზიების თავი არ მაქვს. 
გადახდის პრობლემა ვერ მოვაგვარე. ჯერჯერობით ნივთის გადაცემასთან ერთად ხდება გადახდა. მინდოდა E-money-ს ინტეგრირება, მაგრამ ტვინი ამერია. ვერ შევძელი მარტომ. არავინაც არ მეხმარება
ბანკთან ჭიდაობა მეზარება. ამიტომ ისევ ასე მირჩევნია. მიუტან – გადაგიხდის!
რამდენიმე მიმართულება მექნება:
სადღესასწაულო კოსტუმები
ხელნაკეთი სამკაულები
სერიალები DVD-დისკებზე
სხვადასხვა -ნივთები upon request: თუ ვინმე სამკაულებს ან ხელნაკეთ ნივთებს ქმნის (ან ტანსაცმელი/ფეხსაცმელი), შემიძლია მინიმალური საკომისიოს გადახდის შემდეგ (ამას მოვიფიქრებ კარგად და მაღაზიის საიტზე დავწერ) განვათავსო მათი პროდუქტები ჩემს მაღაზიაში.
მოკლედ აი ასეთ ხასიათზე ვარ რა:
[ნუ გეზარებათ მუსიკის მოსმენა. ქართულ სერვერზე დევს
]