Posts tagged as:

გახმობა

New Friend

by Sweety on 27 ივნისი, 2009 · 11 comments

in დღიური

კოტეს ძალიან უნდოდა ბავშვი ერთი პერიოდი, მაგრამ სასტიკი უარი განვუცხადე, თან საკმაოდ დასაბუთებულიც და ახლა ისე დაჟინებით აღარ მოითხოვს. სამაგიეროდ…

ჯერ განუწყვეტლივ მთხოვდა ძაღლი ვიყოლიოთო.

მერე – კატა მაინცო.

მერე – ერთო ჩიტი მაინცო.

მერე – კაი თევზი მაინც რა გახდაო.

მერე – ჯანდაბას, რამე ყვავილი მაინც გავზარდოთო.

ხოდა გადავწყვიტე ყვავილიდან დავიწყო. :D დედაჩემმა მაჩუქა.

წეღან კინაღამ კოკა კოლა დავუსხი წყლის მაგიერ და კიდევ კარგი დროზე გამახსენდა, რომ მცენარე – არ არის ადამიანი და ის ვერ სვამს კოკა-კოლას. ძაან ადამიანივით ვეპყრობი :(

ჩაფიქრებული მაქვს, რომ ეს თუ არ გამიხმა სექტემბრამდე და მოვუარე წესიერად, მერე ძაღლზე ან კატაზე დავაფგრეიდდები. ^_^

მცენარის სახელი არ ვიცი. ვინმემ?

მცენარის სახელი არ ვიცი. ვინმემ?

{ 11 comments }

</