ყველას მადლობას მოგახსენებთ გამოკითხვა-კონკურსში მონაწილეობისთვის.
მივიღე 68 სრულიად განსხვავებული და საინტერესო აპლიკაცია.
წუხელ ძალიან გვიანობამდე მე და ჩემი თანამშრომელი ამ პასუხებს ვაანალიზებდით და ზოგიერთი ისეთი საჭირო და სასარგებლო პასუხი აღმოვაჩინეთ, დავრწმუნდით, რომ მართლა ღირდა ამ გამოკითხვაზე ბიუჯეტის გამოყოფა.
რაც მთავარია, სიამაყის გრძნობა დამეუფლა, რომ ჩემი ბლოგის მკითხველები ასეთი მდიდარი წარმოსახვის მქონე ადამიანები არიან.
გარდა ამისა, ზოგიერთი ისეთი პასუხი შემხვდა, გავიხიეთ სიცილით
მინდოდა ამაზე ცალკე პოსტი დამეწერა და სასაცილო პასუხები გამომექვეყნებინა (რა თქმა უნდა ანონიმურობის სრული დაცვით), მაგრამ მეშინია ავტორებმა არ მიწყინონ და ამიტომ თავს ვიკავებ.
მართალია აპლიკაცია ძალიან გრძელი და ერთი შეხედვით რთული იყო (რაც ჩემი შეცდომაა!), მაგრამ გპირდებით, რომ მომავალში გავითვალისწინებ და ასე ძალიან აღარ გაგტანჯავთ.
ახლა ის, რაც ყველას ასე ძალიან გაინტერესებთ – გამარჯვებულების გამოვლენა.
თითოეული მონაწილის პასუხებს ვაფასებდით ორი კრიტერიუმით – კრეატიულობა და იდეის ჩვენი პროექტისთვის გამოსადეგობა.
თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პასუხები ფასდებოდა 1-დან 3-მდე ქულით. ამ დაჯამებული ქულების მიხედვით გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც.
ყველაზე კრეატიული და სასარგებლო პასუხებისთვის პრიზებით დაჯილდოვდებიან:
-
ბექა – 6 ქულა
-
-
კოკოლა – 5 ქულა
-
თინი – 5 ქულა
-
ცირა ვახანია – 5 ქულა
გილოცავთ და დიდი მადლობა ასეთი კარგი პასუხებისთვის!
ხუთივეს დაგიკავშრდებით აპლიკაციაში მითითებულ იმეილზე და პრიზებსაც უახლოეს დღეებში გადმოგცემთ.
დანარჩენებს გთხოვთ გული არ დაიწყვიტოთ, რადგან უახლოეს მომავალში იმდენ სასიამოვნო სიურპრიზს შემოგთავაზებთ, რომ ეს გამოკითხვა-კონკურსი აღარც გაგახსენდებათ.
ძვირფასო მკითხველებო!
გთავაზობთ გამოკითხვას, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეიტანოთ თქვენი წვლილი ახალი მობილური სერვისების დანერგვაში.
სულ მალე ბაზარზე გამოჩნდება სრულად წაკითხვა →
ერთმა ჩემმა მკითხველმა სამსახურში მომაკითხა და ეს სტიკერი მაჩუქა. ზოგიერთს Sweet აწერია. რა საყვარლობაა!!!
მადლობა!
სტიკერები რომელიც მკითხველმა მაჩუქა
როგორც იქნა ჩამოაღწია ჩემი და კოტეს ვიზიტკებმა. ვგიჟდები ამ კომპანიაზე! ყველაფრის დაბეჭდვა ძაან იაფი ჯდება და უსაყვარლესი დიზაინების კატალოგი აქვთ. სრულად წაკითხვა →
რამდენიმე დღეა არაფერი დამიწერია ჩემს ცხოვრებაზე.
არტ-იდეის დიზაინზე ვმუშაობ. მალე დაიქოქება ალბათ დიდი ხნის ნანატრი არტ-იდეა. დოდკამ მოაბა თავი დომენის დარეგისტრირებას. მოკლედ როგორც კი დიზაინი მზად იქნება საიტს ავამუშავებთ. :yes:
კიდე დრუპალს ვტესტავდი მთელი დღე.
შეგიძლიათ იხილოთ სატესტო ვარიანტი მისამართზე: http://sweet.ge/drupal
ბანძი დიზაინი მაქვს დაყენებული მაგრამ დაიკიდეთ.
კარგი იქნება თუ დარეგისტრირდებით და ბლოგებს გააკეთებთ. სურათების ატვირთვა ჯერ-ჯერობით გათიშულია მაგრამ თქვენი აზრები მაინც დაწერეთ
მაინტერესებდა ვორდპრეს-მუ-ს თუ სჯობია რამით მაგრამ დავადგინე რომ არ ჯობია. ერთი ბლოგისთვის კაია მაგრამ მულტი იუზერისთვის არ ვარგა.
ახლა ვფიქრობ არტ-იდეაზე დოდის ხომ არ ვურჩიო დრუპალი დააყენოს. :idea: კაკრაზ არტიდეისნაირი პროექტისთვისაა ზედგამოჭრილი. :ბის:
* * *
გუშინ დოდის მივაკითხე ჩაჩავაში ბავშვის სქესი უნდა გაეგო. მონიტორზე ვუყურე პირველად როგორ იჯდა ბავშვი მუცელში. მერე ექიმმა მიაჭირა ცოტა მუცელს და ბავშვი შეიზნიქა ზურგით, გაურბოდა და ხელებს ასავსავებდა. აა ძაან სიცოცხლე იყო! :jump: პირველად ვნახე ასეთი პატარა ადამიანი
მერე კოტეს მოვუყევი საღამოს და დადნა პირდაპირ… ჩვენც გვინდა ერთი ცალიო
აიაიაიაიაი… ჯერ არ მინდა მაინც. ძაან სიცოცხლეა მაგრამ ჯერ არააა…
* * *
ჩაჩავაში გასაუბრებიდან მივედი. ერთ ფირმაში დამიბარეს მარკეტინგის მენეჯერის ვაკანსიაზე. 15 იანვრამდე შერჩევის პროცესი აქვთ და მერე თუ გადაწყვიტეს ალბათ დამირეკავენ.
იქამდე მეც არ მცალია. ძალიან ბევრი რაღაც მაქვს მოსასწრები ბლოგინგთან დაკავშირებით:
- შოუს სცენარი მაქვს დასაწერი
- ყვავასთან ვარ გასასვლელი
- არტ-იდეას დანასტროიკება დოდკასთან ერთად
- მერე როკო უნდა შევაჯანჯღარო და ბლოგ-სისტემაზე მუშაობა უნდა დავიწყოთ
- მერე ალბათ კინოს პრემიერა იქნება და ბლოგერების მომწყემსვა დამევალება
მერე კიდე გამოჩნდება საქმე, თუ რაღაც სხვა ბლოგინგზე მნიშვნელოვანი საქმე არ გამოჩნდა, მაგალითად გაფრინმა არ დამირეკა და არ შემომთავაზა ის wedding-planner-ის სამუშაო.
* * *
დასვენება მინდა სადმე. თბილისი sucks
* * *
კინოს საუნდტრეკები გაიჩითა.
ჩამოტვირთვა:
- ”რაც ყველაზე ძლიან გიყვარს”
- ”ახალი წელი”
[poll id="3"]