კოტეს ძალიან უნდოდა ბავშვი ერთი პერიოდი, მაგრამ სასტიკი უარი განვუცხადე, თან საკმაოდ დასაბუთებულიც და ახლა ისე დაჟინებით აღარ მოითხოვს. სამაგიეროდ…
ჯერ განუწყვეტლივ მთხოვდა ძაღლი ვიყოლიოთო.
მერე – კატა მაინცო.
მერე – ერთო ჩიტი მაინცო.
მერე – კაი თევზი მაინც რა გახდაო.
მერე – ჯანდაბას, რამე ყვავილი მაინც გავზარდოთო.
ხოდა გადავწყვიტე ყვავილიდან დავიწყო.
დედაჩემმა მაჩუქა.
წეღან კინაღამ კოკა კოლა დავუსხი წყლის მაგიერ და კიდევ კარგი დროზე გამახსენდა, რომ მცენარე – არ არის ადამიანი და ის ვერ სვამს კოკა-კოლას. ძაან ადამიანივით ვეპყრობი
ჩაფიქრებული მაქვს, რომ ეს თუ არ გამიხმა სექტემბრამდე და მოვუარე წესიერად, მერე ძაღლზე ან კატაზე დავაფგრეიდდები. ^_^
მცენარის სახელი არ ვიცი. ვინმემ?
{ 11 comments }





