პიარის სკოლაში პირველი ლექცია მქონდა წინა სამშაბათს და პირველმა ტრენერმა გასაცნობად ასეთი თამაში-დავალება მოგვცა: ყველას უნდა დაგვეწერა რაც შეიძლება მეტი ზედსართავი სახელები, რომლებიც იწყებოდნენ ჩვენი სახელის პირველ ასოზე და ამავე დროს გვახასიათებდნენ ჩვენ.
იმ წუთას მხოლოდ შვიდი ზედსართავი მოვიფიქრე:
მხიარული
მეგობრული
მუსიკალური
მშვენიერი
მახვილგონიერი
მისტიკური
მადისაღმძვრელი
არ ვიცი რამდენად კარგი მეთოდია ადამიანების გასაცნობად, რადგან სულ ორად-ორი ადამიანის სახელი დამამახსოვრდა ამ ტესტის შემდეგ:
სექსუალური სესილი
და
ვნებიანი ვახო
(რომელიც ასევე კოსმოპოლიტენის გამარჯვებული არის და 100%-იანი დაფინანსება მიიღო. )
თქვენც გთავაზობთ მოიფიქროთ და აქვე კომენტარებში დაწეროთ თქვენი სახელის პირველ ასოზე დაწყებული რაც შეიძლება მეტი ზედსართავი, რომლებიც კარგად გახასიათებენ თქვენ.
სწავლა, სწავლა და სწავლაო, ამბობდა ბილ კლინტონი!
ხვალიდან პიარისა და ბრენდინგის სტუდენტი ვხდები და 4 თვის განმავლობაში ვისტუდენტებ.
ცოტა რამ ჩემი სკოლის შესახებ:
LSPR 1992 წელს დაფუძნდა ლონდონში და მას შემდეგ მზარდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველო მეთვრამეტე ქვეყანაა, სადაც London school of Public relation-ის წარმომადგენლობა გაიხსნა.
London School of Public Relations-ის თბილისის ოფისი მსმენელებს სთავაზობს კურსს:
An Integrated Approach to Public Relations for the 21st Century
კურსი მოიცავს კომპლექსურ მიდგომას ისეთი ტრადიციული თუ ინოვაციური საკითხების მიმართ, როგორებიცაა:
- ბრენდინგი [ეს საგანი იესემში გავლილი მაქვს და საშინაო დავალებების დაწერა მეზარებოდა ხოლმე. საბოლოოდ გამოცდა კი ჩავაბარე მაგრამ ნიშანი არ გამომივიდა და Fail-ზე დამსვეს. მაგრამ კრედიტი ჩამეთვალა. ხოდა ახლა კარგად უნდა ვისწავლო რომ გადავფარო ის Faili-ი. ერთადერთი მახინჯი Fail-ი მყავს ჩემს გაზინზილებულ დიპლომში. რა სირცხვილია...]
- ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები
- მიზნობრივი აუდიტორიის კვლევა
- კორპორატიული იდენტობა და იმიჯი
- ვირტუალური მარკეტინგი [რა საინტერესოა, ბლოგისთვის თუ გამოვიყენებ
]
- მედიასთან ურთიერთობა
- სტრატეგიული ანალიზი და დაგეგმვა
- სპონსორობა და ივენთ-მენეჯმენტი
- ბიზნეს ეთიკა
- მედია ანალიზი, ბაზრის კვლევა
- e-PR და m-Commerce
- კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა
- ინვესტორებთან ურთიერთობა
- რისკების და კრიზისების მართვა
- რეპუტაციის მენეჯმენტი [წიპა "როგორ დავიცვათ თავი ანტი-სვითებისგან?"
]
50%-იანი დაფინანსება მოვიგე კომოპოლიტენის SMS კონკურსში!!!
ჭკუაზე არ ვარ!!! თანაც როგორც ხმები მოვიდა, ჩემთან ერთად თვითონ კოსმოს რედაქტორი გაივლის ამ კურსს. რა პატივია
ხვალ საღამოს შვიდის ნახევარზე მაქვს პირველი ლექცია.
ბედის ნებიერი ვარ ნამდვილად… ალბათ იმიტომ რომ ჩემს აქტიურობას, ენთუზიაზმს და თავდაჯერებულობას საზღვარი არ აქვს
ლირიული გადახვევა: ერთი მეუბნებოდა, რომ ზედმეტად თავდაჯერებული და აქტიური ხარო, და ითრგუნებოდა ჩემგან. ხოდა აბა კარგად მიყუროს, ვინ არი ეხლა მაგარ პონტში აა?…
თქვენ რას ფიქრობთ, რატომ მიმართლებს ასე?
[ეს რიტორიკული შეკითხვაა და პასუხის გაცემა საჭირო არ არის
]