პოსტები ტეგით ‘ბლოგერი’
30+ ქართველი, 10+ უცხოელი ბლოგერი და 15+ ცნობილი ადამიანი ტვიტერზე
დავიწყებ იმით, რომ ტვიტერი არაჩვეულებრივი მიკრო-ბლოგინგის პლატფორმაა!
ბევრმა ბლოგერმა ტვიტერს რატომღაც ვერ გაუგო…
ალბათ იმიტომ რომ არ იციან საიდან დაიწყონ.
იმისათვის რომ ტვიტერის ყველა შესაძლებლობა გამოიყენო, ტვიტერის სხვა მომხამრებლებთან დიალოგებში უნდა ჩაერთო.
ამისათვის კი საჭიროა გყავდეს “მიმდევრები” და თვითონაც “სდიო” სხვებს.
როცა ტვიტერზე პირველად რეგისტრირდები, სისტემა თავად გაძლევს საინტერესო მომხმარებლების სიას, რომლებსაც შეგიძლია “მისდიო” და ამით დაიწყო ტვიტერის ათვისება.
გადავწყვიტე ჩამომეწერა საინტერესო ბლოგერების, არა-ბლოგერების, ცნობილი ადამიანების და საზოგადო მოღვაწეების ტვიტერის გვერდები. [მეტი...]
Escape.ge-ს ბლოგერი ვარ!
ერთი კვირის წინ Escape.ge-ს ანაზღაურებადი ბლოგერი გავხდი, რაც იმას გულისხმობს, რომ კვირაში ერთხელ Escape.ge-ს ბლოგერის სტატუსით რაიმე ივენტს უნდა ვეწვიო და მეორე დღეს მათ ვებ-გვერდზე გავაშუქო.
“Escape.ge ინტერნეტ გამოცემაა, რომელიც კლუბური და რესტორნული ცხოვრების გაშუქებას ემსახურება.
ეს არის საქართველოში შექმნილი პირველი სოციალური ქსელიც ვებ 2.0-ის სულისკვეთებით
და თავშეყრის ადგილი ცხოვრების აქტიური სტილის მიმდევარი ადამიანებისთვის.”
5 თებერვალს პირველ ივენთზე ვიყავი, ჩემთან ერთად იყო Escape.ge-ს ფოტოგრაფი.
მართლა ძალიან კარგი საღამო გავატარე თანაც იმ ღამეს ჩემს დაბადების დღეს შევხვდი.
ჩემი პირველი მიმოხილვა შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ – Djuma Soundsystem და Timo G.U.R.U. Club-ში
Escape.ge-ს ბლოგერთა რიცხვს ჩემი რეკომენდაციით კიდევ სამი ბლოგერი შეემატა. ესენი გახლავთ – თაა, პიკასო და ლანდიშა.
ამ სიახლეს ალბათ მათი ბლოგებიდანაც უკვე შეიტყობდით.
კლუბური ცხოვრების (და არა მარტო! ) მოყვარულებს მოგიწოდებთ დარეგისტრირდეთ საიტზე, ან/და შეუერთდეთ Escape.ge-ს Facebook-ის გვერდს.
2010 წელს საკითხავი 6 ვარდისფერი ბლოგი
ძალიან ბევრ უცხოურ ბლოგზე 2010 წლის დაწყებისთანავე გამოჩნდა ლისტ-პოსტები, თუ რომელი ბლოგების კითხვაა რეკომენდირებული ამ წელს. ძირითადად ყველა ისეთ ბლოგებს უწევდა რეკომენდაციას, რომლებიც მათ საკუთარ ბლოგებთან თემატურად იყო დაკავშირებული და მკითხველისთვის გარკვეულ წილად საინტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო.
ამ მოვლენამ მეც გამიჩინა იდეა, ჩამომეთვალა ის საინტერესო ბლოგები, რომლებმაც შესაძლოა ჩემი მკითხველი დააინტერესოს.
შესაბამისად, თუ ჩემი ბლოგის კითხვა გიყვართ, გადაათვალიერეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ექვსი ბლოგი და მომახსენეთ თქვენი აზრი თითოეული მათგანის შესახებ.
მაშ ასე, Sweet.ge-ს მიერ რეკომენდირებული 2010 წლის 6 ვარდისფერი ბლოგი: [მეტი...]
როგორ ბლოგებს არ ვკითხულობ
რახან ბლოგერი ვარ, ძალიან ხშირად მეკითხებიან, ვკითხულობ თუ არა რომელიმე ბლოგს, ხანდახან თუ ჩემი პასუხი უარყოფითი აღმოჩნდება, მსაყვედურობენ კიდეც, როგორ თუ მაგას არ კითხულობო.
ერთმა პირდაპირ ის მკითხა, კომენტარებს რატო არ ტოვებ ჩემთანო. ჯერ ეკითხა, მის ბლოგს საერთოდ თუ ვკითხულობდი.
)
ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ დღეს გადავწყვიტე დავფიქრებულიყავი, თუ რა შეიძლება ვუპასუხო ადამიანს შეკითხვაზე -
“რატომ არ კითხულობ [ჩასვით აქ ნებისმიერი ბლოგის სახელი/მისამართი, რომელსაც არ ვკითხულობ]?” [მეტი...]
#11: რევიუ-პოსტი (Review – Post)
ამ გაკვეთილის მიზანია, დაგანახოთ თუ რატომ არის რევიუ-პოსტები პოპულარული მკითხველებში და როგორ იწერება კარგი რევიუ-პოსტი.
დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანმა იცის რა არის review (ანუ მიმოხილვა).
ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ თქვენგანს არაერთხელ დაუწერია რევიუ-პოსტი. ზოგი კი მხოლოდ მიმოხილვების წერით შემოიფარგლება. ასეთი ბლოგის ნათელი მაგალითია ნიკა ესებუას (იგივე ლეონარდ შელბი) ბლოგი – Faukclub.
მეც არა ერთხელ დამიწერია რევიუები და მათ უზარმაზარი გამოხმაურებაც მოჰყოლია. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, უფრო ხშირად რომ ვწერო მიმოხილვითი პოსტები, ჩემი მკითხველების რაოდენობა გაცილებით სწრაფად გაიზრდებოდა.
ჩემი რევიუ-პოსტები (რაც მახსენდება):
- სექსუალური რევოლუცია და შორენას ღამეები
- როგორ აშტერებენ ჯეო-გადაცემები ქართულ საზოგადოებას
- ბოლოს ნანახი 5 ფილმი: SUCK’s and RULE’s
- Gossip Girl: Review
რა სარგებლობა მოაქვს რევიუებს მკითხველისთვის?
ამ გაკვეთილების განმავლობაში ალბათ ხშირად მიხსენებია, რომ თუ გსურთ გყავდეთ ბევრი მკითხველი და იყოთ წარმატებული ბლოგერი, უნდა წეროთ მკითხველისთვის სასარგებლო და გამოსადეგ თემებზე.
ინტერნეტში მოხეტიალე ძალიან ბევრი ადამიანი ეძებს რჩევებსა და განხილვებს ამა თუ იმ პროდუქტისა და მომსახურების შესახებ. [მეტი...]







