დღევანდელი დღე სრულ უსაქმურობაში გავატარე.
დილით კოტე მივლინებაში გავაცილე [დიახ! ისევ მივლინებაში გაუშვეს. ეზიზღებათ მგონი
] და მერე ვეღარ დავიძინე.
პროექტს ვუკირკიტებ.
ხო, გუშინ რომ ვახსენე, ბლოგოსფეროს განვითარების პროექტი, სწორედ მაგას. მინდა რამოდენიმე განცხადება გავაკეთო:
დაახლოებით მივთვალ-მოვთვალე და დავთვალე რომ ჩვენი პაწია ბლოგოსფერო 90-მდე ბლოგერს ითვლის. აქედან 60 მხოლოდ ფორუმელია, დანარჩენები ისე, შემოსწრებულები.
ეგ კარგი სიახლეა, მაგრამ ცოტაა. we need more.
საშინაო დავალება მონდომებული ბლოგერებისთვის: დააწყებინეთ ბლოგინგი მეგობრებს, ნაცნობებს, ბიძაშვილ-მამიდაშვილებს!
კიდევ, დღეს დამირეკეს ბიზნეს გეგმა გვინდაო და რამდენად და რამდენ ხანში დაწერო… ჰმმ… ძაან იაფი ვუთხარი მამენტ. ჩვენთან იესემში მაგდენად მეორე კურსელი სტუდენტების ბიზნესგეგმები იყიდებოდა. თანაც ისეთ პროექტზე უნდათ, ძალიან ტვინის ღუნია. პროსტა ახლობლობის პონტში რა… ჩვენებური ბლოგერია ის ვინც დამირეკა.
გახსოვთ ალბათ ადრე რომ ანიმეს ვუყურებდი [NANA]. დღეს მაქედან რაღაც საუნდტრეკებს ვუსმენდი და აიაიაია დავიგრუზე
მაგარი იყო…
აი თქვენც ნახეთ. ეს სიმღერა კარნავალზე ვიმღერე. პირადად ანას მივუძღვენი…:
{ 9 comments }





