ვინმემ ამიხსენით, რატომ არიან საქართველოს ფოსტის თანამშრომლები ასეთი უხეშები და უზრდელები?
სამი დღის წინ, დილის 10 საათზე მომადგა ერთი ფოსტალიონი. კარი როგორც კი გავუღე, იმ წამსვე მომაჩეჩა ხელში რაღაც ჟურნალი (რომელიც 6 თვის წინ გამოწერილი ამერიკული კოსმოპოლიტენი აღმოჩნდა) და თან მიბრძანა – გვარი შეამოწმეო.
სანამ გამოფხიზლებას ან რაიმეს შეკითხვას მოვასწრებდი, თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა.
* * *
როდესაც რამე ისეთ ამანათს ველოდები, რაც პირდაპირ სახლში უნდა მომივიდეს და გადამზიდის სერვისს არ ვიყენებ, მაშინ იწყება ხოლმე ჩემი ნერვების წყვეტა.
საქართველოს ფოსტას აქვს სამი საშინელი ნაკლოვანება: სრულად წაკითხვა →
ჩემი მამიდაშვილი 1 კვირის წინ ამერიკაში გაემგზავრა Flex-ის პროგრამით. 1 წლის განმავლობაში იქ უნდა ისწავლოს და იცხოვროს.
მე დავუჟინე ბლოგი გააკეთე და ყოველ დღე ატვირთე სურათები და შთაბეჭდილებები მეთქი.
მართლაც გააკეთა და ჯერ-ჯერობით საინტერესოდ მიდის: NanFlower.blogspot.com
სულ მალე პროფესიონალურ პოსტებს გამოაცხობს! დაიცათ ისწავლოს ბლოგის ავან-ჩავანი!
ა, ხო! გაამხნევეთ კომენტარებით, გაუხარდება
NanFlower
7:30 – მაღვიძარა რეკავს გამწარებული. კოტემ ნამძინარევად გამორთო და ძილი გააგრძელა. სულ ავიწყდება წინა ღამის დაპირება რომ დილით თვითონ გამაღვიძებს. დღესაც ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ რა თქმა უნდა ძილს თავი ვერ წაართვა.
9:00 – რაღაც კოშმარული სიზმრიდან მომენტალურად ვფხიზლდები. თავადაც არ ვიცი რატომ. ლოგინიდან ვხტები და გავკივივარ კოტე რომელი საათიააააა!!!! ამ კივილს არ აქვს შეკითხვის ფორმა არამედ სწორედაც რომ ძახილის.
9:45 – ოფისში მივედი. მარტო ერთი ბიჭი/კაცი დამხვდა. არ ვიცი ამ ბიჭებს/კაცებს ბიჭები ვუწოდო თუ კაცები. ყველა 30+-ა მაგრამ არც მე აღარ ვარ პატარა. ვგრძნობ რომ “დიდების” კატეგორიაში გადავედი… ჰეჰე… ჭაღარა შერეულ ბიჭებს/კაცებს შენობით მოვმართავ. ლევანი* ცდილობს ღუმელი გაახუროს. ოთახში შესამჩნევად ცივა.
10:10 - ნელ-ნელა გროვდებიან. უფროსი მოვიდა. კიდევ ორი ბიჭი/კაცი. უფროსმა კაბინეტში მიხმო. ბუკლეტის თაობაზე დავალება მომცა. რაღაც ტექსტები მაქვს ჩასასწორებელი. კოკას დაავალა ჩემთან კოოპერაცია.
10:40 – უსაქმოდ ვარ. კოკას ველოდები, რომ მოიცალოს და მომხედოს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, თითქოს ოფისიდან აპირებდეს გასვლას. მორიდებით ვკითხე ბუკლეტს როდის მივხედავთ მეთქი. მაგას მოევლებაო. ოფისიდან გავიდა. მერე ლევანი მოვიდა და ჩუმად მეუბნება შენს კომპიუტერში თამაში** მაქვს დამალული და არ წამიშალოო. და უფროსმა არ გაიგოსო.
11:30 – ჩაი ან ყავა მოვითხოვე. მოთხოვნა პირობითად რა თქმა უნდა. ყავა არ იყო. ჩაი მოვიდუღე. ნეტავ მდივანი არ ყავთ? შაქარიც არ აღმოჩნდა. გიგა გავარდა შაქრის მოსატანად. ძლივს დავლიე ის ჩაი. ცუდი გემო ჰქონდა.
სრულად წაკითხვა →
დილის 11 საათია. ეს დღეები ცხელა აუტანლად. რაც შეიძლება თხლად ჩავიცვი. წინა კვირას აივეროსნმა და G-მ გასაბერი აუზი იყიდეს და დადგეს ეზოში. მე და ანა ფეხებს ვისველებთ ხოლმე. ბიჭები ვერ ეტევიან.
))
მაგათთან სიგრილე მაინც არის. ჩვენს ეზოში საერთოდ კოშმარული სიცხეა.
დილიდან ყვავილების მორწყვას შევუდექი. სახლში მარტო ვარ. კოწიკა საყიდლებზე გავუშვი 15 წუთის წინ. 3 საათი მაინც დასჭირდება მაგას. ეგრე იცის, სუპერმარკეტში რომ შედის გამოსასვლელს ვეღარ პოულობს ხოლმე.
ანა სახლში არ არის. დილით გადაღებებზე წავიდა და დამიბარა ჩემი ჯუნგლიც მორწყეო. მართლა ჯუნგლი აქვთ გაშენებული აივანზე. სამაგიეროდ ჟანგბადი გვაქვს ბევრი.
დღეს 1 საათზე რეპეტიცია გვაქვს სტუდიაში. G-ს ალბათ ძინავს, იმედია გაიღვიძებს მალე.
დავიღალე. სტუდიაში კონდიციონერი მუშაობს, კიდევ კარგი. ერთ თვეში რაღაც სასინჯი კონცერტის ჩატარებას გეგმავს ჩვენი პროდიუსერი. ყოველდღე 6 საათიანი რეპეტიციები გვაქვს სტუდიაში. G მაგრად უკრავს.
We’ve grown so much… we’ve gone so far… ოთხნი ვართ. მე, G, ალექსი და სტივი.
კოტე დევიანტ არტ-ში მუშაობს, ჰოლივუდ ბულვარზე. სამშაბათს და შაბათს ისვენებს ხოლმე. ყოველ შაბათ საღამოს beer party-ს ვაწყობთ, ან კინოში დავდივართ ან სახლში ვუყურებთ რამეს DVD-ზე. მაგარი საიტი გავჩითე 7 წლის წინ ჯერ კიდევ თბილისში რომ ვცხოვრობდით მაშინ, სადაც დივიდი დისკების შეკვეთა შეიძლებოდა და მერე ფოსტით მოდიოდა საკაიფოდ რამოდენიმე დღეში. მგონი მაგის ხათრით ჩამოვედი აქ.
) მააგარი მუღამი დავუჭირეთ. ხან მე ვუკვეთავ ხოლმე და ხან ანა, ხან ორივე ერთად. მერე ბიჭებს ვაიძულებთ ხოლმე უყურონ ჩვენთან ერთად. მაგათ ჩვენი არჩეული ფილმები არ მოსწონთ ხანდახან. მერე საკაბელო ტელევიზიაზე რთავენ. კარგად ვერთობით.
)
* * *
პირველად რომ ჩამოვედით მე და კოტე, ერთი წლის განმავლობაში ათას ადგილას ვმუშაობდით, რომ ფული დაგვეგროვებინა. მერე ერთი ვაგონი და ჯაგლაგი მანქანა ვიყიდეთ და იმ ვაგონში ვცხოვრობდით. ჩვენი ხელით მოვხატეთ ფერად-ფერადი საღებავებით. ყველაზე დიდი და მაგარი ოცნება აგვიხდა. მთელს ამერიკაში ვმოგზაურობდით ბედნიერად. გზადაგზა ვმუშაობდით, ბარებში ვმღეროდი. ზოგ ქალაქში ერთ თვეზე მეტ ხანსაც ვჩერდებოდით. ზოგან კი 2 დღეში გვბეზრდებოდა. ან სამუშაო არ იყო.
მერე ანაც ჩამოვიდა, G-სთან ერთად. პირდაპირ ჰოლივუდში.
მერე ჩვენც მოგვბეზრდა ფერადი ფურგონი. გავყიდეთ და ბინა ვიქირავეთ ოთხივემ ერთად. ერთად ვცხოვრობდით, ხან ვჩხუბობდით, უმეტესად დროს ხალისიანად ვატარებდით.
* * *
ეს ყველაფერი უკვე ისე შორსაა…
რამოდენიმე საათში კოტე სუპერმარკეტიდან დაბრუნდება, ფოსტას შეამოწმებს და იქ ჩემი შეკვეთილი დივიდი დისკი დახვდება. მე და G ამ დროს სტუდიაში ვიქნებით და ძალიან სერიოზულ კონტრაქტს მოვაწერთ ხელს.
მერე ანაც მივა სახლში და ფოსტას შეამოწმებს. იქ აუცილებლად იქნება მისი გამოწერილი დივიდი დისკი. კოტე აღმოაჩენს რომ მე და ანას ერთი და იგივე ფილმი გამოგვიწერია და ბედნიერი სახით გვამცნობს რეპეტიციიდან დაბრუნებულებს, რომ ერთი ფილმის ყურება მოგვიწევს და არა ორის.
მე აივერსონს გადავხედავ და ვეტყვი, ”ჰეეი, ნანა!”
სამი რამ მინდა კარგად ყოფნისთვის: ჩემი კოწიკა, ჩემი ”ნანა” და ჩემი მუსიკა…
ა, ხო და კიდევ სახლი სუარდ სტრიტზე.
* * *
აქ სანამ ჩამოვიდოდით ჩვენ ყველას რაღაც ოცნებები გვქონდა, რომელთა ნაწილი უკვე განვახორციელეთ.
ვისწავლეთ, რომ მთავარი სიამოვნება ოცნებებისკენ მიმავალი გზა არის და არა შედეგი!
უნდა გჯეროდეს, რომ ყველაფერს შეძლებ.
და რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა.
~ 19 ივლისი, შაბათი, 2014 წელი.
{Seward სტრიტი, ჰოლივუდი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია.]


ჩემი და კოწიკას სახლი:

ჯენის და G-ს სახლი:
