Tag Archives: ჰექსე

დაამარცხე ბლოგერი

გუშინწინ პირველად ვუყურე გადაცემას “დაამარცხე ვარსკვლავი” და თუ გავითვალისწინებთ, რომ ტელევიზორს ძალიან იშვიათად ვუყურებ, შეიძლება ითქვას, რომ ამ შოუმ მართლა ჩამითრია.

მერე უცებ თავში გამიელვა, რა მოხდებოდა მსგავსი შეჯიბრი ქართველ ვარსკვლავებთან “ჩვეულებრივ მოკვდავებს” კი არა, ჩვენს საყვარელ ქართველ ბლოგერებს რომ გაემართათ. ჩემს იდეაზე მე თვითონვე გამეღიმა და უცებ ჩამოვწერე რამოდენიმე წყვილი, თუ რომელი ბლოგერი რომელ ვარსკვლავს შეერკინებოდა.

ხოლო ვინ ვის დაამარცხებდა, ამის გამოვლენა თქვენთვის მომინდვია! Continue reading

ჩარგალი

გამგზავრება

9-ს რომ 15 აკლდა დევიმ დამირეკა. ზუსტად 2 წუთის გახელილი მქონდა თვალები. უაზროდ ჭერს მივშტერებოდი და ვიხსენებდი ვინ ვიყავი, რა დღეა, სად ვარ და რატომ რეკავს ეს მაღვიძარა. დევის ხმამ გამომაფხიზლა და ისეთი სისწრაფით დავიწყე ჩაცმა, ჩანთის ჩალაგება და თან ჭამა, რომ გაოცებულმა დედაჩემმა ერთი მომაძახა “რამე არ დაგრჩეს” და “არ დააგვიანოო”. მეტის თქმას მაინც ვერ მოასწრებდა.

სასწრაფოდ ტაქსში ჩავხტი და შეხვედრის ადგილისკენ ანუ – სპორტის სასახლისკენ გავეშურე.

შეხვედრის ადგილზე 9 ბლოგერი დამხვდა: ლეონსიო, დევი, Kate Alukard, Doody, წყარო, ბექა, ჰექსე, ნიკა და კნუტი.

გვაკლდა მხოლოდ ლანდიშა და ფსიქე. ფსიქეც მალევე მოვიდა. ლანდიშა კი, რომ გადავურეკეთ ახალი გაღვიძებული აღმოჩნდა და გადავწყვიტეთ მისთვის სახლში გაგვევლო.

ლეონსიო, ბექა, წყარო, ალუკარდი, დათო, დევის ნაწილი

ლეონსიო, ბექა, წყარო, ალუკარდი, Doody, დევის ნაწილი

წყარო, ჰექსე, დათო, ალუკარდი, კნუტი

წყარო, ჰექსე, Doody, ალუკარდი, კნუტი

ყველაზე მეტად ბაზარში საჭმლის ყიდვის პროცესი გაიწელა. ლეონსიო ბექა და ნიკა წავიდნენ. ჩვენ სამარშუტო ტაქსში დავრჩით. დაგვცხა, მოგვწყურდა, საწყალი ლანდიშაც თურმე ტრასაზე გველოდებოდა იმდენი ხანი, მაგრამ “ესეც გაივლისო” უთქვამს ბრძენს და 12 საათი იქნებოდა როცა თბილისიდან გავედით. ეს კი მართლა ღირდა ამდენ ლოდინად.

ლეონსიო და ბექა

ლეონსიო და ბექა

მე და დევი ერთად ვისხედით და ბლოგის ბრენდინგზე, განვითარებაზე და სტრატეგიებზე ვსაუბრობდით. მერე გლამურულ თემებს და ჟურნალ კოსმოპოლიტენსაც გადავწვდით. ორივე იქ ვმუშაობდით. საუბარმა ისე გაგვიტაცა და გზა ისე გაილია, ვერც გავიგე. ამასობაში ჟინვალის წყალსაცავს მივადექით და მცირე ფოტოგრაფიულ-ბლოგერული შესვენების მოწყობა გადავწყვიტეთ. Continue reading

შეხვედრების დღე

დღეს შეხვედრების დღე იყო.

გარეთ სულ რაღაც 3 საათით გამოვედი და…

თინისთან შესახვედრად მივდიოდი. დღეს დაბადების დღე აქვს და მინდოდა პირადად მიმელოცა. :love:

ჯერ მარშუტკაში მელია ამოვიდა. მგონი ზუსტად ერთი წელი არ მენახა – წინა კარნავალის შემდეგ. ძალიან გამიხარდა მისი ნახვა.

წლევანდელ ჰელოუინზე აუცილებლად მოვალო შემპირდა :D

მერე თინი ვნახე.

ვიჭორავეთ ბევრი და სახლისკენ რომ დავიძარით, ჩემი ბავშვობის “სატრფო” შეგვხვდა, რომელიც ამას წინათ სკაიპში დავბლოკე. სკოლა რაც დავამთავრე მას შემდეგ არ მენახა. ძალიან უხერხული სიტუაცია შეიქმნა. მალევე  დავემშვიდობე და გამოვვარდი.

მეტროში რომ ჩავჯექი – ჰექსე შემოვიდა იგივე ვაგონში. თავიდან ვერ გავიხსენე ვინ იყო და რატომ მეცნობოდა. თან არ მიყურებდა და დავიკიდე. რომ ამოვედი ბოლო გაჩერებაზე უკნიდან ვიღაცამ მომატრიალა და მივხვდი რო მიცნო :D “უეჭველი ჰექსეა-მეთქი”- გავიფიქრე. ხოდა იმანაც დაიწყო შენ სვითი არა ხარო და რაღაცეები. შენს ბლოგს ძალიან ხშირად ვკითხულობო.  რა საყვარელი გოგო ხარო. ვარდისფერი მობილურით გიცანიო. :D

ჰეჰე, ძაან საყვარელი იყო :2kiss:

P.S. თინის და ნატალიას აქედან ვულოცავ დაბადების დღეს! ყველაფერი საუკეთესო, ამხანაგებო!