Tag Archives: ჰელოუინი

ავსულების დღესასწაული

საგა დასრულდა.

ნერვებ- და ჭაპან-წყვეტაც.

პატარა სიხარულებიც.

პატარა წარუმატებლობებიც.

ლოდინიც. დროის უქონლობაც.

მოკლედ ყველაფერი.

ჰელოვინის ფეიჯიც მოშორდება ზემოთ.

საღამო გამოვიდა ასე თუ ისე…

Notes:

  • [კუდა]-ს და თორნიკეს გამოჭრილი გოგრა მთავარ მაგიდაზე დავდეთ ”დიდისამბით”(c) iverson.
  • პროგრამის 60% განხორციელდა წარმატებით. დანარჩენი 40% დარჩა განუხორციელებელი, თავისი პარკში ჩაწყობილი საჩუქრებით. რომლებიც აგერ მიდევს მაგიდაზე და ალბათ გადავყრი უახლოეს დღეებში;
  • ძალიან მტკივა კუნთები. ეტყობა ბევრი ვიცეკვე… საერთოდ არ მახსოვს;
  • ყველაზე მეტად მომეწონა [Jo Key]-ს, [Iverson]-ის, [ნატოშა]-ს და Opizar-ის კოსტუმები; მელიას კოსტუმიც ძაან მაგარი იყო! და საერთოდ ყველა კოსტუმი კაი იყო! გამიხარდა რომ ხალხი სერიოზულად მოეკიდა ამ ამბავს და ყველამ იზრუნა კოსტუმებზე.
  • მე და ჯენიმ ავღნიშნეთ, რომ ყველა ძალიან შევიდა როლში და დაემსგავსა თავის განსახიერებულ პერსონაჟს;
  • სახეზე იყო 2 სასიყვარულო სამკუთხედი მაგრამ ყველაფერმა უსისხლოდ ჩაიარა;
  • სურათებს და ვიდეოს მალე გვპირდებიან;
  • ყველაზე საინტერესო და სახალისო ნაწილი კარაოკე გამოვიდა. ყველას ვეხვეწებოდი იმღერეთ მეთქი, ვინც ვერ იმღერა, თავის თავს უნდა დააბრალოს.
  • განსაკუთრებით აქტიურობდნენ ნანუკა, ინსპექტორი და დევიდ გილმორიძე. დიდი მადლობა მათ! ძალიან მაგარი იყო ხალხო!
  • Reira’s Song კარგად ვიმღერე… ვიდეოს ვუყურე და მომეწონა :jump: ვერავინ ვერ გაიგო 3 ადამიანის გარდა… მაგრამ მთავარი ხომ ეგ სამი ადამიანი იყო :)
  • სპეციალურად [კუდა]-სთვის შესრულდა სიმღერა What’s Up. სავარაუდოდ ვეღირსებოთ აივერსონის ვიდეო ჩანაწერს.
  • [შეცდომა:] ოხრად დაგვრჩა სასმელი და საჭმელი. ისე ვიყავი დაფეთებული რომ არ გვეყოფოდა უამრავი ვიყიდე…
  • ვითარცა ორგანიზატორს, საღამოს განმავლობაში წვეთი არ დამილევია. მაგრამ მაინც ვერ შევძელი ყველაფრის ორგანიზება. ბოლოს ისე დავიღალე, (ზემოთხსენებული) პროგრამის ნაწილი ვერ განვახორციელე.
  • [შეცდომა:] ვერ გავითვალისწინე ის, რომ ხალხის ნაწილი ეზოში გავიდოდა საღამოს მსვლელობისას. არადა ისედაც ცოტა იყო ხალხი; :(
  • თუმცა თუ დაფიქრდება ადამიანი, უფრო ცოტა რომ ყოფილიყო ბევრად მეგობრული პონტი იქნებოდა. მომავლისთვის მხოლოდ დახურულ ფართის ორგანიზატორობას ავიღებ საკუთარ თავზე, თუ ავიღე საერთოდ.
  • გოგრების დატოვება მოგვიხდა რესტორანში.
  • საბოლოო ჯამში ძალიან კარგად გავერთე. წვალებად ღირდა…

ამანათი ჩამომივიდა!!!

ვაშა ვაშა ვაშა!
დღეს დავრეკე ბარამში და ხვალ 11-დან იქნება ამანათების გაცემაო!!!

გუშინ ისეთ ხასიათზე დამაყენა ვამპირიამ რომ აღარც ჰელოუინი მინდოდა და არაფერი ვაფშე. მაგრამ მერე ანიმ გამომიყვანა, ახლა ეს კოსტუმიც ჩამოვიდა და…
I’ll Do It!!!
ბოლო-ბოლო ამდენი ხალხი შემომყურებს და რასაც ვიტყვი ყველაფერში მენდობიან…
ყველაფერს ხო არ ვუღალატებ, რისიც მჯერა…

მოკლედ რაღაც კომპრომისზე წავალთ და შუალედურ გადაწყვეტილებას მივიღებთ.

არაფერი არ იცვლება. 31-ში, საღამოს 7-ზე. 6-დან დავიწყებთ მოგროვებას. ;)

უიკენდი

ვიწყებ პირველი და უმთავრესი ამბით რაც ყველას აინტერესებს!

ჰელოვინისთვის ფულის შეგროვება უკვე დავიწყეთ და ვისაც წამოსვლა უნდა კვირის ბოლომდე მოგვაწოდის. ბილეთის ფასი 25 ლარია.

 

კიდე ისა…

ამ ბოლო დროს რაღაც ისტერიულად მემღერება და

ვინმემ ხო არ იცით რამე როკ- ან პანკ- ჯგუფი ქალ-ვოკალისტს რო ეძებდეს?

ან ვაფშე მე თითონ ხო არ ჩამოვაყალიბო თქო მარა ტვინის ბურღია… ჯობს არსებულს შევუერთდე :confused:

ასეთი სტილის მუსიკას რო უკრავდნენ დაახლოებით… :user: 

 

 

 

ხო ახლა შეგიძლიათ აღარ გააგრძელოთ კითხვა :D :user:

 

 

 

გუშინ მთელი დღე სამზარეულოში გავატარე და ლოდინში…

მერე მეღირსა ერთი ადამიანი… მერე გემრიელი ვახშამი… ჩაი…. დებატები და ბრეინშოტრმინგი ჰელოუინის შესახებ… ნანას ფინალური სერია… დილის 7 საათზე ძილი…

შიგადაშიგ გაღვიძება და პანიკით “ხო ისევ აქ არის?!”  და გადამოწმება რო აქ არის :D და მერე ისევ დაძინება…

2 საათზე ადგომა… ნიკოლოდეონი და დილის საუზმე… მერე ვოიაჟი ძველ თბილისში…

გავფრიკე…

მადლობა <3  

 

:happy: