Tag Archives: ჰარამხანა

მე და ჩემი ჰარამხანა

მე თაზო ვარ, თავისუფალი სიტყვის ბლოგიდან. გუშინ Sweet Baby Girl-მა შემომთავაზა მისი ბლოგისთვის რამე პოსტი დამეწერა. “ბიჭი ხარ და პირველად შენ სწორედ ამიტომ გითხარიო”. სწორედ ამიტომ, დღეს “სვითლენდის” სტუმარი ვარ. ამაყ!

ამ პოსტში ვისაუბრებ ქალისა და კაცების ურთიერთობაზე. უფრო კონკრეტულად ჩემზე და ქალებზე, რომლებიც ჩემს გარშემო ტრიალებენ(თუ მე ვტრიალებ მათ გარშემო…ნუ რა მნიშვნელობა აქვს). დაწყნარდი, განვლილი ვნებიანი ღამეების აღწერას და ამით ტრაბახს  არ ვაპირებ (ხოხ!). არაფერი მსგავსი.

ჩემი ბედნიერება მეათე კლასიდან დაიწყო.  გადავედი სკოლაში, სადაც კლასში 22 გოგო და მხოლოდ  5 ბიჭი ვიყავი. აი იქ მივხვდი, რომ მაგრად გამიმართლა.  ტკბილია უმცირესობაში ყოფნა, მეტისმეტად ტკბილი. აი, სწორედ მაგ დროიდან დავუწყე ზოგიერთ ვირგლას გატრაკება, გოგოებს რომ აჩმორებდნენ.  ჰო, აჩმორებდნენ.

“რო გლეწავ გაგაკრავ კედელზე!”, “მოგაჯენ პოლზე!”, “აგილეწავ როჟას!”-ზოგიერთი ქუთაისელი ჩმო ასე ეკონტაქტებოდა საპირისპირო სქესს. ეს თავიდან, მერე უკვე აღარ. ყოველ შემთხვევაში ჩემი და ჩემი მეგობრების “სამოქმედო კვადრატში” ასე ხდებოდა.

“დეტსკი” ისტორიებს მოვრჩეთ.

მეორედ უკვე უნივერსიტეტში გამიმართლა. თავად განსაჯეთ: კურსზე 80-მდე გოგო და 15-მდე  ბიჭი ვართ. Continue reading