Tag Archives: ჯანდაბა

სტუდენტური ცხოვრების ქრონიკები

იმ დღეს უნივერსიტეტის რომელიღაც კორპუსში შევედით რათა საპირფარეშო გამოგვეყენებინა და კარებზე საეჭვო შინაარსის წარწერები აღმოვაჩინეთ. დრო აღარ გვქონდა მეტი ფოტო-მასალა გადამეღო, უფრო სწორად საშინელი სუნი გვაწუხებდა (??!!!).

სასიყვარულო ფრთიანი გამოთქმები:

123

იმ სიყვარულს გაუმარჯოს, რომელიც თვალის პაჭუნით იწყება და ლოგინის ჭრაჭუნით მთავრდება!

დაუკმაყოფილებელი სტუდენტის აღსარება და რჩევები: Continue reading

No Inspiration

logo2

რატო უნდა ვიყო ყოველთვის ასე?

სხვა ადამიანის გულისთვის უნდა ვაკეთებდე რაღაცას,  და მერე ის თუ წავა, აღმოვჩნდები სიცარიელეზე… და აღარც დაწყებულის გაგრძელების სურვილი მაქვს.

ერთადერთი ჩემი ბლოგია, რომელსაც ჩემი საკუთრი თავისთვის ვწერ და ვიცი, რომ მე არსად არასდროს წავალ…

ჩემს გუშინდელ პოსტში იმდენი ენთუზიაზმი და შთაგონება იყო. დღეს კიდევ აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც დავგეგმე, ჰკიდია იმიტომ, რომ ის სხვა ადამიანისთვის აკეთებდა ამ ყველაფერს, და ის მესამე საერთოდ არაფერ შუაშია, ზოგადად ყველაფერი ჰკიდია…
ძალიან ჩახლართულია, მაგრამ ეგრე ხდება…

მე მაინც გავაკეთებ ყველაფერს…

და საერთოდაც დავასკვენი, რომ იმდენად დემოკრატიული ადამიანი ვარ, რომ ყველაფერი მარტომ უნდა ვაკეთო…

I am so disappointed…

პრავალი

ჩემი ბიძაშვილისთვის დაბადების დღის მილოცვა ვერ მოვახერხე მთელი დღე, არადა დილიდან მახსოვდა…

დილის 6-ის 10 წუთია და ჯერ კიდევ არ მძინავს.

საშინელი გოზინაყი გამოვიდა :(

სიმღერა მინდა

დილიდან მემღერება… არადა სამსახურში ვარ :(

კიდევ კარგი დღეს ჩემს ოთახში მარტო ვზივარ, მუსიკა მაინც მაქვს ჩართული და ვცმუკავ სკამზე :weep:

სადა ვკვდები :(

კარაოკე ბარი მაინც არსებობდეს თბილისში, რომ ყოველ პარასკევ საღამოს სამსახურის მერე წახვიდე და გაერთო რა! რა ჯანდაბაა…

ნეტა გრინ კარტა მაინც მოვიგო :(