Tag Archives: წერილი

ბიჭი, რომელსაც სჯერა

ამ პოსტის მთავარი მიზანია გავარკვიო, ბიჭებიც ისევე თუ ოცნებობენ რომანტიკულ სიყვარულზე როგორც გოგონები…

ამას წინათ ერთმა მომწერა facebook-ზე, სულ დეპრესიაში ხარ, წუწუნებ, ფილმებში ნანახ სიტუაციებზე ოცნებობ და სულ მოწყვეტილი ხარ გარე სამყაროსო. დეპრესიას დავთმობ, წუწუნსაც, ზე-პოზიტიური და მხიარულიც შემიძლია ვიყო, მაგრამ ფილმებში ნანახ სიტუაციებზე ოცნებას ვერ მოვეშვები ძალიან მარტივი მიზეზის გამო – მთელი ცხოვრება მაგ ფილმების, წიგნების, სიზმრების და “არა-რეალური” სამყაროსი მჯეროდა.

ერთხელ დავსვი შეკითხვა, როგორ შეიძლება წიგნი დაწერონ ან ფილმი გადაიღონ ისეთ ადამიანურ ურთიერთობებზე და სიტუაციებზე, როგორიც: 1. უკვე არ არსებულა, ან 2. მომავალში არ შეიძლება იარსებოს? და თუკი ის არსებულა, არსებობს ან ოდესმე მაინც იარსებებს, რატომ არის შეუძლებელი, რომ ეს მეც შემემთხვას?

ერთ წინა პოსტში ვახსენე რომანტიკა + მისტიკა მიყვარს მეთქი და მაგალითად ამელი მოვიყვანე.

ჩემთვის “ამელი”-ში ყველაზე ამაღელვებელი ის არის, ბიჭი რომ ფოტოსურათების ალბომით უყვარდება და მერე ამ ალბომის დასაბრუნებლად საიდუმლო ზარების, წერილებისა და მინიშნებების მთელ სპექტრს გამოიყენებს. ამაზე რომ ვფიქრობდი, კიდევ ერთი ფილმი გამახსენდა, პარიზელ კლოეს რომ შემთხვევით ხელში ამერიკელი ჯეკის ჩემოდანი ჩაუვარდება და საასიამოვნო რომანტიკულობებს ჩაიდენს მისთვის. ნუ, აქაც საბოლოოდ ყველაფერი ბედნიერი ფინალით სრულდება. ახლა საქმეზე… Continue reading

როდესაც ზომა მნიშვნელოვანია

ვინმემ ამიხსენით, რატომ არიან საქართველოს ფოსტის თანამშრომლები ასეთი უხეშები და უზრდელები?

სამი დღის წინ, დილის 10 საათზე მომადგა ერთი ფოსტალიონი. კარი როგორც კი გავუღე, იმ წამსვე მომაჩეჩა ხელში რაღაც ჟურნალი (რომელიც 6 თვის წინ გამოწერილი ამერიკული კოსმოპოლიტენი აღმოჩნდა) და თან მიბრძანა – გვარი შეამოწმეო.

სანამ გამოფხიზლებას ან რაიმეს შეკითხვას მოვასწრებდი, თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა.

* * *

როდესაც რამე ისეთ ამანათს ველოდები, რაც პირდაპირ სახლში უნდა მომივიდეს და გადამზიდის სერვისს არ ვიყენებ, მაშინ იწყება ხოლმე ჩემი ნერვების წყვეტა.

საქართველოს ფოსტას აქვს სამი საშინელი ნაკლოვანება: Continue reading