ბედნიერების გასაღები, ანუ რაში გვჭირდება ფეიერვერკები

Celebrate-Life-LR

ხშირად, როცა ფეიერვერკებს ვუყურებ, გულში ცოტათი სინანული შემეპარება ხოლმე: “რა საჭიროა ასეთი ფუჭი დანახარჯები, როცა ამ ფულით უფრო სასარგებლო საქმის გაკეთება შეიძლებოდა?” აი, ამას ვფიქრობ, შემდეგ კი საკუთარ თავს ვტუქსავ, რადგან ფეიერვერკებიც, ბუშტებიც, შუშხუნებიც, კონფეტიც, ვარდის ფურცლებიც, შამპანურიც, ყვავილებიც და ყველაფერი, რაც დღესასწაულების აღნიშვნასთან არის დაკავშირებული, აუცილებელზე უფრო აუცილებელია!

“საქართველოს ბანკში” მუშაობის დროს ჩემმა უფროსმა და ბრენდის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – საშა კაცმანმა – მასწავლა ერთი კარგი გაკვეთილი და რასაც დღემდე, კვირაში ერთხელ მაინც, ვიხსენებ და მადლიერების გრძნობით ვივსები:

არასოდეს მოეკიდო ახალ საქმეს ნაჩქარევად, სანამ მიღწეულ წარმატებას საკადრისად არ იზეიმებ!

ეს ჩემთვის განსაკუთრებული სიტყვები იმიტომ არის, რომ სულმოუთქმელი ადამიანი ვარ – ყველაფერი ერთბაშად და ჩქარა მინდა. ამის  გამო ხშირად საკუთარ წარმატებებს უგულებელვყოფ, არასდროს ვარ კმაყოფილი მიღწეულით და ერთი პროექტის დასრულებისთანავე, სასწრაფოდ გადავდივარ ახალზე.

ეს ერთდროულად კარგი თვისებაცაა და ცუდიც. კარგი იმიტომ, რომ შემიძლია სიახლეებში თავიდან ფეხებამდე გადავეშვა და ახალი პროექტის დასრულებისთვის თავაუღებლად ვიმუშაო. ცუდი კი იმიტომ არის, რომ მიღწეული წარმატებების უღიარებლობის გამო ხშირად თვით-შეფასება მიქვეითდება და დეპრესიული განწყობა მიტევს ხოლმე.

სინამდვილეში კი, აი, როგორ უნდა მოვიქცეთ:

თითოეული ცხოვრებისეული პროექტის შემადგენელი ელემენტის დასრულებისთანავე აუცილებელია ამოსუნთქვა, განზე გადგომა და შესრულებული სამუშაოსთვის შორიდან შეხედვა. თუ საჭიროა – შამპანურიც უნდა გავხსნათ და ცაში ფეიერვერკიც გავუშვათ, რადგან სწორედ ასეთ წუთებში გვიპყრობს სიხარულის ეიფორია, ვხვდებით, რომ ჩვენს ქმედებებს რაღაც აზრი ეძლევა და ტყუილ-უბრალოდ არ გვიღვაწია. წუთშესვენება ჩვენს გონებასაც ეხმარება “გადარესტარტებაში” და ახალ პროექტებს ახალი იდეებით და შთაგონებებით ვეჭიდებით.

ჩემს გარშემო მინახავს ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ და არასდროს მიდიან სამოგზაუროდ. ერთი საქმიდან სასწრაფოდ მეორეზე გადადიან და თითქოს საფიქრალიც არასდროს ელევათ. არადა, იმის შეგრძნება, რომ ვიშრომეთ და შემდეგ დასვენებაც დავიმსახურეთ, ჩვენს მწარმოებლურობაზე და ეფექტიანობაზე საოცრად მოქმედებს.

საკუთარი წარმატების აღნიშვნა ბედნიერების ის ერთ-ერთი გასაღებია, რომელიც ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ არ უპოვია. ამ ადამიანებში მეც ვარ – ძალიან მიჭირს ჩემი მიღწევების ადეკვატურად შეფასება და ამისათვის საკუთარი თავის დაჯილდოვება – თუმცა ყოველმხრივ ვცდილობ, გამოვსწორდე.

მართლაც, განა რისთვის გვინდა ნებისმიერი მიზანი ან მისკენ მიმავალ გზაზე სიარული, თუკი მისით ტკბობას არ ვისწავლით?

განახლებული ქულები

ქულების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ პოსტში


#4 დავალებისას მოგროვილი ქულები

კიკიტო +3

ლილიანი +3

kate_alukard +3

Lionesa +3

Chaotic +3

დაგვიანებით შესრულებული გამოტოვებული დავალებები:

თაა +4 ქულა

Lionesa +2

ლილიანი +6

საერთო რეიტინგი:

  • Chaotic – 13 ქულა
  • კიკიტო – 13 ქულა
  • Kate_Alukard – 12 ქულა
  • ლილიანი – 11 ქულა
  • Lionesa – 11 ქულა
  • ნატოშა – 7 ქულა
  • Killer – 4 ქულა
  • თაა – 4 ქულა
  • ირინა_ქ – 4 ქულა
  • Alice – 3 ქულა
  • Chaotic –  3 ქულა
  • რაჭველა – 3 ქულა
  • Mr.Picasso – 3 ქულა
  • Candy – 1 ქულა
  • თორნიკე – 1 ქულა
  • ლეონარდ შელბი – 1 ქულა

როგორც ხედავთ, ლიდერების სამეული ისევ უცვლელია, თუმცა მათ ლილიანი და ლიონესა წამოეწივნენ.

გახსოვდეთ, რომ დამატებითი ქულები შეგიძლიათ მოიპოვოთ ერთმანეთის ნამუშევრების შეფასებით თითოეული დავალების კომენტარებში და ასევე ერთმანეთის მაგივრად შესრულებული დავალებებით.

წარმატებებს გისურვებთ!

ავსულების დღესასწაული

საგა დასრულდა.

ნერვებ- და ჭაპან-წყვეტაც.

პატარა სიხარულებიც.

პატარა წარუმატებლობებიც.

ლოდინიც. დროის უქონლობაც.

მოკლედ ყველაფერი.

ჰელოვინის ფეიჯიც მოშორდება ზემოთ.

საღამო გამოვიდა ასე თუ ისე…

Notes:

  • [კუდა]-ს და თორნიკეს გამოჭრილი გოგრა მთავარ მაგიდაზე დავდეთ ”დიდისამბით”(c) iverson.
  • პროგრამის 60% განხორციელდა წარმატებით. დანარჩენი 40% დარჩა განუხორციელებელი, თავისი პარკში ჩაწყობილი საჩუქრებით. რომლებიც აგერ მიდევს მაგიდაზე და ალბათ გადავყრი უახლოეს დღეებში;
  • ძალიან მტკივა კუნთები. ეტყობა ბევრი ვიცეკვე… საერთოდ არ მახსოვს;
  • ყველაზე მეტად მომეწონა [Jo Key]-ს, [Iverson]-ის, [ნატოშა]-ს და Opizar-ის კოსტუმები; მელიას კოსტუმიც ძაან მაგარი იყო! და საერთოდ ყველა კოსტუმი კაი იყო! გამიხარდა რომ ხალხი სერიოზულად მოეკიდა ამ ამბავს და ყველამ იზრუნა კოსტუმებზე.
  • მე და ჯენიმ ავღნიშნეთ, რომ ყველა ძალიან შევიდა როლში და დაემსგავსა თავის განსახიერებულ პერსონაჟს;
  • სახეზე იყო 2 სასიყვარულო სამკუთხედი მაგრამ ყველაფერმა უსისხლოდ ჩაიარა;
  • სურათებს და ვიდეოს მალე გვპირდებიან;
  • ყველაზე საინტერესო და სახალისო ნაწილი კარაოკე გამოვიდა. ყველას ვეხვეწებოდი იმღერეთ მეთქი, ვინც ვერ იმღერა, თავის თავს უნდა დააბრალოს.
  • განსაკუთრებით აქტიურობდნენ ნანუკა, ინსპექტორი და დევიდ გილმორიძე. დიდი მადლობა მათ! ძალიან მაგარი იყო ხალხო!
  • Reira’s Song კარგად ვიმღერე… ვიდეოს ვუყურე და მომეწონა :jump: ვერავინ ვერ გაიგო 3 ადამიანის გარდა… მაგრამ მთავარი ხომ ეგ სამი ადამიანი იყო :)
  • სპეციალურად [კუდა]-სთვის შესრულდა სიმღერა What’s Up. სავარაუდოდ ვეღირსებოთ აივერსონის ვიდეო ჩანაწერს.
  • [შეცდომა:] ოხრად დაგვრჩა სასმელი და საჭმელი. ისე ვიყავი დაფეთებული რომ არ გვეყოფოდა უამრავი ვიყიდე…
  • ვითარცა ორგანიზატორს, საღამოს განმავლობაში წვეთი არ დამილევია. მაგრამ მაინც ვერ შევძელი ყველაფრის ორგანიზება. ბოლოს ისე დავიღალე, (ზემოთხსენებული) პროგრამის ნაწილი ვერ განვახორციელე.
  • [შეცდომა:] ვერ გავითვალისწინე ის, რომ ხალხის ნაწილი ეზოში გავიდოდა საღამოს მსვლელობისას. არადა ისედაც ცოტა იყო ხალხი; :(
  • თუმცა თუ დაფიქრდება ადამიანი, უფრო ცოტა რომ ყოფილიყო ბევრად მეგობრული პონტი იქნებოდა. მომავლისთვის მხოლოდ დახურულ ფართის ორგანიზატორობას ავიღებ საკუთარ თავზე, თუ ავიღე საერთოდ.
  • გოგრების დატოვება მოგვიხდა რესტორანში.
  • საბოლოო ჯამში ძალიან კარგად გავერთე. წვალებად ღირდა…