Tag Archives: ცოცხალი

Moving on…

“все, что не убивает, делает меня сильнее!”

დედამიწა თავის ჩვეული ღერძიდან 8 სანტიმეტრით გადაიხარა! მე უბედური კი იმაზე ვდარდობდი, სად და როგორ დამექირავებინა ბინა უახლოეს მომავალში.

აბსოლუტური უმწეობის შეგრძნება არ მასვენებს! ასე მგონია სამყაროში სრულიად მარტო ვარ გამოკიდებული და მიზიდულობის ძალაც კი არ მოქმედებს ჩემზე. უჰაერო სივრცეში ვცურავ…

ჩემთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. თანაც – ნულიდან!

ბოლო რამოდენიმე დღე არ ვეგუებოდი ამ აზრს, დეპრესიის ნიშნებიც მქონდა, შანსიც კი ვითხოვე, მაგრამ არ მომეცა. აღმოჩნდა, რომ ზოგ შეცდომას ვერ გამოასწორებ, ან არ გაპატიებენ.

ჰოდა, სხვა გზა არ მაქვს! ფეხზე უნდა დავდგე. მარტომ უნდა მოვახერხო ცხოვრების გაგრძელება. არავინ მჭირდება. თუნდაც იმ დრომდე, სანამ ჩემს ახალ ნულოვან ცხოვრებას არ შევეგუები…

ყოველთვის მინდოდა, ოჯახისგან დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. არ ვიცი რამ გამოიწვია ეს ჩემი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ და თავისუფლებისკენ, მაგრამ იმდენად მინდოდა ჩემი გათხოვების გადაწყვეტილების მიღებაში ამან თავისი მცირეოდენი როლიც კი ითამაშა. Continue reading

ზუსტი წონა

დღეს დავინახე სასწორი წარწერით “ზუსტი წონა” და დავფიქრდი, როგორ შეიძლება რომელიმე სასწორმა ზუსტი წონა გაჩვენოს ან რა არის სიზუსტე?

ყველაფერი საბოლოოდ ხომ მაინც შედარებითია? გარდა ამისა ვინ გაითვალისწინებს იმას რომ ჩემი ფეხსაცმელი დაახლოებით 600 გრამს იწონის, მაცვია კილონახევრიანი პალტო და ჩანთაშიც ალბათ ერთ კილოგრამამდე სხვადასხვა ნივთი მიწყვია.

ყველა სასწორი რთმანეთისგან განსხვავებულ წონებს გვიჩვენებს, ისევე როგორც ყველა საათი განსხვავებულ დროს და ყველა თერმომეტრი განსხვავებულ ტემპერატურას.

ანუ რა უნდა ვქნა? როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა საკუთარი ზუსტი წონა?

სახლში დაიდგას სასწორი და ტანსაცმლის გარეშე აიწონოს ხოლმე? მერე როგორ გაიგებს, რომ სწორედ ეს სასწორი უჩვენებს “ზუსტ წონას” და არა ის, რომელიც მაღაზიაში მეორე თაროზე იდო, ანუ ორი სასწორი უნდა დაიდგას შესადარებლად? და თუ წონები ერთმანეთს დაემთხვევა ესე იგი ორივე ზუსტია? არსებობს სხვა მესამე სასწორი რომელიც განსხვავებას მისცემს რამოდენიმე გრამში და ა.შ. და ა.შ.

თუ მინდა გრამებში გავიგო ჩემი სხეულის ზუსტი წონა? ჭამამდე უნდა ავიწონო თუ ჭამის შემდეგ? დილით თუ საღამოს? ორშაბათს თუ შაბათს? დაბანამდე თუ დაბანის შემდეგ? [ვინც ერთი დაბანაა დარჩენილი, იმათ დაბანამდე აიწონონ :D ]

მოკლედ, დღეს დავინახე სასწორი წარწერით “ზუსტი წონა” და მინდოდა თქვენთვის მეთქვა, რომ თქვენც თუ შეგხვდებათ მსგავსი, არ დაიჯეროთ, ასეთი რამე არ არსებობს. :D

how-to-lose-weight-1

და საერთოდ, ვინ მოიგონა ცოცხალი ორგანიზმების წონის გარკვევა. ბლინ :confused: