Tag Archives: ცვლილება

ბლოგის დიზაინის ცვლილება

გუშინ თინი შემხვდა და ბევრი მისმინა.

ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა და თქვა:

“ერთი შეკითხვა მაქვს, აი, ამდენს ერთად როგორ უძლებ?”

მანდ მივხვდი, რომ სასწრაფოდ მჭირდება ახალი თეთრი ფურცელი ცხოვრებაში.

ჯერ ბლოგის დიზაინს მოვიყვან ჭკუაზე, მერე ჩემს ოთახს ჩემებურად მოვაწყობ, მერე გარდერობს განვაახლებ და მერე დასასვენებლად წავალ ერთი კვირით სადმე მიკარგულ სოფელში. ბევრს დავწერ, ბევრს ვისეირნებ, საღამოობით წითელ ღვინოს დავლევ.

დღეს დიზაინით დავიწყე – ეს რამოდენიმე თვის წინ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვერაფრით თავი ვერ მოვაბი.

ახლა რასაც ხედავთ, საბოლოო არ არის. ერთ-ორ დღეში დავასრულებ.

შეიძლება არ მოგეწონოთ, მაგრამ შეეჩვევით. წინა დიზაინი უკვე ძალიან ბევრ რაღაცას მახსენებდა და ვერაფრით ვერ ვწერდი ბლოგზე.

დიზაინთან დაკავშირებული შენიშვნები და რეკომენდაციები კომენტარებში მომწერეთ.

მადლობა!

ბლოგის სტრუქტურა შევცვალე

ბლოგის სტრუქტურა ოდნავ შევცვალე:

პირველ გვერდზე გამოჩნდება ყველა პოსტი გარდა ტუტორიალებისა და გაკვეთილებისა.

ტუტორიალები გადავიტანე სხვა გვერდზე – ”რჩევები და ხერხები”.

Feed-ებში კი ყველაფერი ისევ ძველებურად გამოჩნდება.

მიზეზი: ვინაიდან ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვპოსტავ ტუტორიალებს არ მინდა ბლოგმა ”პირადი” ეფექტი დაკარგოს.

მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად მოსახერხებელია ეს ახალი სტრუქტურა?

(LSPR) გავსტუდენტდი

სწავლა, სწავლა და სწავლაო, ამბობდა ბილ კლინტონი! :D

ხვალიდან პიარისა და ბრენდინგის სტუდენტი ვხდები და 4 თვის განმავლობაში ვისტუდენტებ.

ცოტა რამ ჩემი სკოლის შესახებ:

LSPR 1992 წელს დაფუძნდა ლონდონში და მას შემდეგ მზარდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველო მეთვრამეტე ქვეყანაა, სადაც London school of Public relation-ის წარმომადგენლობა გაიხსნა.

London School of Public Relations-ის თბილისის ოფისი მსმენელებს სთავაზობს კურსს:

An Integrated Approach to Public Relations for the 21st Century

კურსი მოიცავს კომპლექსურ მიდგომას ისეთი ტრადიციული თუ ინოვაციური საკითხების მიმართ, როგორებიცაა:

  • ბრენდინგი [ეს საგანი იესემში გავლილი მაქვს და საშინაო დავალებების დაწერა მეზარებოდა ხოლმე. საბოლოოდ გამოცდა კი ჩავაბარე მაგრამ ნიშანი არ გამომივიდა და Fail-ზე დამსვეს. მაგრამ კრედიტი ჩამეთვალა. ხოდა ახლა კარგად უნდა ვისწავლო რომ გადავფარო ის Faili-ი. ერთადერთი მახინჯი Fail-ი მყავს ჩემს გაზინზილებულ დიპლომში. რა სირცხვილია…]
  • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები
  • მიზნობრივი აუდიტორიის კვლევა
  • კორპორატიული იდენტობა და იმიჯი
  • ვირტუალური მარკეტინგი [რა საინტერესოა, ბლოგისთვის თუ გამოვიყენებ :user: ]
  • მედიასთან ურთიერთობა
  • სტრატეგიული ანალიზი და დაგეგმვა
  • სპონსორობა და ივენთ-მენეჯმენტი
  • ბიზნეს ეთიკა
  • მედია ანალიზი, ბაზრის კვლევა
  • e-PR და m-Commerce
  • კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა
  • ინვესტორებთან ურთიერთობა
  • რისკების და კრიზისების მართვა
  • რეპუტაციის მენეჯმენტი [წიპა “როგორ დავიცვათ თავი ანტი-სვითებისგან?” :D ]

cosmopolitan_bg_logo50%-იანი დაფინანსება მოვიგე კომოპოლიტენის SMS კონკურსში!!!

ჭკუაზე არ ვარ!!! თანაც როგორც ხმები მოვიდა, ჩემთან ერთად თვითონ კოსმოს რედაქტორი გაივლის ამ კურსს. რა პატივია :user:

ხვალ საღამოს შვიდის ნახევარზე მაქვს პირველი ლექცია.

ბედის ნებიერი ვარ ნამდვილად… ალბათ იმიტომ რომ ჩემს აქტიურობას, ენთუზიაზმს და თავდაჯერებულობას საზღვარი არ აქვს :P

ლირიული გადახვევა: ერთი მეუბნებოდა, რომ ზედმეტად თავდაჯერებული და აქტიური ხარო, და ითრგუნებოდა ჩემგან. ხოდა აბა კარგად მიყუროს, ვინ არი ეხლა მაგარ პონტში აა?…

თქვენ რას ფიქრობთ, რატომ მიმართლებს ასე? :D [ეს რიტორიკული შეკითხვაა და პასუხის გაცემა საჭირო არ არის :P ]