From Taa With Love

ახლა ისეთ განწყობაზე ვარ სტუმრად წავიდოდი …

ლიფტს დავაიგნორებდი, კიბეებზე ავიდოდი და კარზე დავაკაკუნებდი.
შევიდოდი თბილ ოთახში სადაც რამდენიმე ისეთი ადამიანი დამხვდებოდა თვალს და გულს რომ
გაუხარდებოდა.
მერე ცხელი ყავა, სიგარეტი, სასუსნავები და ტლიკინი. ბევრი და ტვინის წამღები. უამრავი სიახლე უამრავი ინფორმაცია,უამრავი ემოცია.  რამდნი რამე დამიგროვდა სათქმელი და ვერ ვამბობ, იმიტომ რომ არ მცალია, იმიტომ რომ სამსახურში იმდენი საქმე მაქვს საათები წუთებივით გადიან. შუა აურზაურში და მუშაობაში რომ ვარ მაშინ მოდის ხოლმე 7ის ნახევარი და სახლში წასვლის დროა..

ხოდა მოკლედ ადამიანები მაკლია, ჩემნაირი ადამიანები, მეგობრული შეხვედრები, არაოფიციალური და თბილი. Continue reading From Taa With Love