Tag Archives: შამპანური

Dilato Fitness Club-ის გახსნა

ახლახანს შევქმენი რეკლამის გვერდი, სადაც მიწერია:

თუ თქვენ აწყობთ რაიმე ღონისძიებას(საღამოს, კონცერტს, მიღებას, პრეზენტაციას, გახსნას, პრემიერას) შეგიძლიათ გამომიგზავნოთ მოსაწვევი. ამის შესახებ მიმოხილვა აუცილებლად დაიწერება ბლოგზე.

ჰოდა რამოდენიმე დღის წინ პირველი მოსაწვევი მივიღე!

მოსაწვევი

მოსაწვევი

ძალიან მიყვარს ნამდვილი, ქაღალდის მოსაწვევები.

იმას კი არ ჰგავს, იმეილით რომ მოგივა და სანამ Display pictures from this sender-ს არ დააჭერ იქამდე საერთოდ არ ჩანს. :D

შემეძლო სავარჯიშო ტანსაცმელი წამეღო და იქვე გამომეცადა სავარჯიშო მოწყობილობა

შემეძლო სავარჯიშო ტანსაცმელი წამეღო და იქვე გამომეცადა სავარჯიშო მოწყობილობა

ეს მოსაწვევი დილატო ფიტნეს კლუბისგან მომივიდა.

10 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე მათ ოფიციალური საზეიმო გახსნა აღნიშნეს!დილატო ფიტნეს კლუბი

კლუბის შესახებ:

Dilato ფიტნეს კლუბი არის უახლესი იტალიური სავარჯიშო მოწყობილობებით აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი.

აქ თქვენ შეგიძლიათ აღიდგინოთ კარგი ფიზიკური ფორმა, შემატოთ ჯანსაღი
ცხოვრების ელემენტები თქვენს ყოველდღიურობას და რა თქმა უნდა შეინარჩუნოთ ლამაზი სხეული.

Dilato ფიტნეს კლუბი აღჭურვილია იტალიური ფირმის TechnoGym-ის ინვენტარით, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. მხოლოდ აქ შეგიძლიათ ნახოთ უნიკალური სავარჯიშო დანადგარი, რომელიც TechnoGym – ის გამოგონებაა და უზრუნველყოფს სხეულის განჯანსაღებას.

Dilato ფიტნეს კლუბში თქვენს წარმატებას უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორები.” ~ გადმოწერეთ სრული ინფო ფასებით და პირობებით.

სადღესასწაულო გახსნა:

სამსახური სამშაბათს ისედაც ცოტა ადრე დავამთავრე და იმ წუთასვე ჩავხტი ტაქსში, რომ მომესწრო საზეიმო გახსნისთვის.

კლუბი პეკინზეა, სასტუმრო აჭარასთან, HSBC ბანკის გვერდით.

მეოთხე სართულზე ლიფტით ავედი და პირდაპირ განათებულ ჰოლში მოვხვდი.

ძალიან მომწონს, ის რომ ამ ფიტნეს-კლუბს დიდი შუშის ფანჯრები აქვს და ისეთ შეგრძნებას ტოვებს თითქოს ნიუ-იორკში, რომელიმე ცათამბჯენის სართულია და არა თბილისის 5 სართულიანი შენობის.

შესვლისთანავე მანჰეტენზე გგონია თავი

შესვლისთანავე თავი მანჰეტენზე გგონია

მსგავს პრეზენტაციებზე ყველას ყველაზე მეტად ალაფურშეტი უყვარს, მითუმეტეს თუ პირდაპირ სამსახურიდან მოდიხარ. ალაფურშეტი კი მართლა მაგარი იყო!

მეც სმა-ჭამა არ დამიკლია. განსაკუთრებით ხიზილალის მინი-სენდვიჩებმა გამიტაცა. :D

ალაფურშეტი

DSC03255

პრეზენტაციაზე შეკრებილი იყვნენ ჟურნალისტები, ტელე-რეპორტიორები, ცნობილი ადამიანები.

სანამ ისინი ერთმანეთს ინტერვიუებს უღებდნენ, საუბრობდნენ და გემრიელ შამპანურს სვამდნენ, მე სავარჯიშო მოწყობილობების დათვალიერებას შევუდექი.

გირებს შორის შამპანურს ვსვამ

გირებს შორის შამპანურს ვსვამ

თვით ტუალეტში და გასახდელშიც კი შევძვერი და აღმოვაჩინე რომ დილატო ფიტნეს-კლუბში ფუნქციონირებს საუნა.

თანაც ქალებისთვის და კაცებისთვის ცალ-ცალკე.

საუნა

საუნა

გასახდელებიც და საშხაპეებიც გენდერულად გაყოფილია და ძალიან მოწესრიგებული. აღჭურვილია ყველაფრით რაც კი შეიძლება დაგჭირდეს.

თვით პროფესიონალური თმის საშრობი ფენიც კი აღმოვაჩინე ქალების გასახდელში!!!

”შტეფსელში” შეერთებული პროფესიონალური თმის ფენი! - ამას ნამდვილად აღარ მოველოდი!

”შტეფსელში” შეერთებული პროფესიონალური თმის ფენი! - ამას ნამდვილად აღარ მოველოდი!

ძალიან მომეწონა ყველა ტრენაჟორში ჩამონტაჟებული ციფრული ეკრანი, საიდანაც აკონტროლებ როგორც ტრენაჟორის მუშაობას, სიჩქარეს და დატვირთვას, ასევე შეგიძლია უყურო ტელევიზორს (ინტეგრირებულია 6 ქართული და 39 უცხოური არხი) ან უსმინო რადიოს (თუმცა სასიამოვნო მუსიკა დარბაზში ისედაც არის ჩართული).  რა თქმა უნდა ყველა მოწყობილობას ინდივიდუალური ყურსასმენი აქვს, რათა სხვებს ხელი არ შეეშალოთ.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ვარჯიშის პროცესში მოწყენის საშუალებას არავინ გაძლევს. თუ ტელევიზორში საინტერესო არაფერია და მუსიკაც დიდად ვერ გართობს, შეგიძლია სიმპატიური ინსტრუქტორების თვალიერებით ან მათთან ჯანმრთელი ცხოვრების წესზე საუბრით დაკავდე. ;)

ეკრანის გასააქტიურებლად მასზე თითის დაჭერაა საჭირო

ეკრანის გასააქტიურებლად მასზე თითის დაჭერაა საჭირო

როგორც აღმოჩნდა ეკრანის ფუნქციებით ჩემსავით აღფრთოვანდა ცნობილი სპორტული კომენტატორი – ჯამლეტ ხუხაშვილი.

ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს ბატონმა ჯამლეტმა ველო-ტრენაჟორიდან დაიწყო ფეხბურთის მატჩის კომენტატორობა, რომელიც ტელევიზორში ერთ სპორტულ არხზე იპოვა.

ასდ

ჯამლეტ ხუხაშვილი პირდაპირ ველო-ტრენაჟორიდან კომენტატორობდა

გახსნის ცერემონიალი კორპორატიული ხილის ტორტის გაჭრით დაგვირგვინდა, რომელიც ძალიან გემრიელი აღმოჩნდა!

მე დემონსტრაციულად მოვერიდე ლურჯ კრემს, ვიფიქრე რომ ძალიან ხელოვნური გემო ექნებოდა, თუმცა რამოდენიმე წუთის შემდეგ იქვე ბართან შეკრებილმა გოგონებმა მამცნეს, რომ ლურჯი კრემი ყველაზე გემრიელი იყო და მაშინვე ვინანე ჩემი ეს “თავხედური საქციელი” ტორტთან მიმართებაში.

უგემრიელესი ხილის ტორტი

უგემრიელესი ხილის ტორტი

შამპანურით ოდნავ შეზარხოშებული და გემრიელი ტორტით დამტკბარი პუბლიკა მხიარულად დაიშალა.

მე კი დილატო ფიტნეს კლუბის მარკეტინგის მენეჯერმა საჩუქრად კლუბის VIP ბარათი გადმომცა!

ეს VIP ბარათი უზრუნველყოფს, რომ კვირაში სამჯერ ნებისმიერ დროს ნებისმიერ დღეს შემიძლია მისვლა და ვარჯიში.

ამის გარდა, კლუბის დირექტორთან უკვე მქონდა მოლაპარაკება, ფიტნეს რეალითი პროექტთან დაკავშირებით, რომლის შესახებ სულ მალე მოგიყვებით.

ჩემი VIP ბარათი Dilato ფიტნეს კლუბში

ჩემი VIP ბარათი Dilato ფიტნეს კლუბში

აქვე:

VIP ბარათს საჩუქრად მიიღებს ყველა მომხმარებელი, ვინც Dilato ფიტნეს კლუბში ერთწლიან აბონემენტს გააფორმებს!

კონტაქტი:

ტელეფონი: +995 32 36 56 76

E-mail: Office@DilatoFitnessClub.ge

WEB: DilatoFitnessClub.ge

Facebook: facebook.com/DilatoFitness

Leadership Masterclass & Graduation

dsc01497

asd

ოთხშაბათს, დილის 11 საათზე სასტუმროში – “ძველი თბილისი”- LSPR-ის დამფუძნებელი პროფესორი ჯონ დალტონი მასტერკლასს ატარებდა Leadership-ში.

საღამოს კი წინა ჯგუფების დიპლომების გადაცემის ცერემონიალი იყო დაგეგმილი.

ჩვენი ჯგუფიდან ყველა მიიწვიეს ორივე ივენტზე.

მასტერკლასი ძაან საინტერესო აღმოჩნდა. დაახლოებით 100-მდე ადამიანი დაესწრო. დიდი საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა.

ჩვენი ჯგუფი ჯონ დალტონთან ერთად

ჩვენი ჯგუფი ჯონ დალტონთან ერთად

ზოგი LSPR-ის კურსდამთავრებული იყო, ზოგმა კი jobs.ge-ზე ნახა მასტერკლასის შესახებ განცხადება.

ორი 15 წუთიანი coffe-break-ი გვქონდა, ბევრი ყავა, ნაღები, ჩაი, ნამცხვრები… აივანი, კარგი ამინდი, ძალიან მაგარი ხედი…

5 საათზე, იგივე დარბაზში Dalal Nageh-მ (LSPR-ის course Director, რომელიც ჯონ დალტონთან ჩამოვიდა ლონდონიდან) ჩაგვიტარა ტრენინგი Events Management და Sponsorship-ში. Continue reading

რა არ უნდა დაგვავიწყდეს ახალი წლისთვის!

  1. ნაძვის ხე – გპირდებით, რომ 31 დეკემბერს ნაძვის ხეს ვერსად იყიდით. წინასწარ იზრუნეთ ხალხო! მე 1 თვით ადრე დავიწყე მზადება.
  2. შამპანური – ქორწილიდან მორჩენილი შამპანური მგონი არ გამოგვადგება. მართალია 5 ბოთლი მიწყვია სამზარეულოში, მაგრამ ისეთ ზაფხულის სიცხეებს გაუძლო, არა მგონია ის სასმელი რაც შიგ ასხია შამპანური იყოს. Χ
  3. სადღესასწაულო სუფრა – ვგულისხმობ ნაჭრის სუფრა-გადასაფარებელს და არა ხორაგით დატვირთულ მაგიდას. მაგიდის სუფრა ისეთი რაღაცაა, რაც ყველაზე მეტად ქმნის სადღესასწაულო განწყობას. ასევე უფრო მეტი ბრწყინვალებისთვის ბევრი ბევრი ბროლის ჭიქა დაგვჭირდება. ან ბროლის თუ არა უბრალო შუშის მაინც აუცილებლად ;) მე სუფრა უკვე მაქვს. 
  4. საჩუქრები უახლოესი ადამიანებისთვის – სად ვიყიდოთ საჩუქრები? ვინმეს გაქვთ რამე იდეა? Χ
  5. გოზინაყი – დედაჩემი შემპირდა გაგიკეთებ და გამოგიტანო. Χ
  6. თავის მოწესრიგება – როგორც დედაჩემმა მითხრა, 31-ში სალონები ჯერ ერთი ადრე იკეტება და მეორეც გადაჭედილია. თუ წინასწარ ჩაეწერებით, მანიკურს, თმის შეღებვას და შეჭრას ნუ დააპირებთ! მხოლოდ დავარცხნა. ყველა სტილისტი ცდილობს 15 წუთში ჩაატიოს ერთი ადამიანის გალამაზება. მე პირადად ამ კვირაში ვაპირებ შეღებვას, წინა დღეებში მანიკურს და 31-ში დილით ჩავეწერები დავარცხნაზე. Χ
  7. დანარჩენი ყველაფერი უმნიშვნელოა! – თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაფერი უბადლოდ შეასრულეთ, სხვა დანარჩენის გაკეთება კი ვერ მოასწარით ან სახსრები არ გეყოთ, დაიმახსოვრეთ, რომ ეგ არ არის მთავარი, არამედ ბედნიერების თვითშეგრძნება და ძვირფასი ადამიანების გვერდით ყოფნა!


under the tree by *tifachan on deviantART