Tag Archives: ქუჩა

ქუჩაში რომ შემოგხვდეთ

30+ ბლოგზე დაიწერა. მგონი ყველა სათითაოდ წავიკითხე.

არავის დავუტაგივარ. (ან იმედი მაქვს ვერ ვიპოვე)

ქუჩაში თუ შემოგხვდით, მითხარით:

“გამარჯობა, Sweet, შენ ბლოგოსფერომ დაგივიწყა.

Update @ 09.06.10 – 0:18

ირინამ დამტაგა, ჰოდა დავწერ მაინც რამეს.

სად –

თუ სახლში არ ვარ  და არც სამსახურში, ესე იგი ვერთობი. გასართობად ბოლო დროს პეროვსკაიაზე დავდიოდი – Buffalo/Dublin-ს ვიკლებდით მეგობრები მინიმუმ კვირაში ერთხელ. თუმცა ამიერიდან სად ვივლი, რამდენად ხშირად და ვისთან ერთად ეგ ჯერ არ ვიცი.

ახლა ერთ-ერთი ისეთი პერიოდია, რაღაცეები რომ იცვლება ხოლმე ცხოვრებაში.

რით –

მარშუტკით ძალიან იშვიათად დავდივარ. ჩემი მთავარი გადაადგილების საშუალებები ავტობუსი ან ტაქსია.

ხშირად ვდგავარ ქაშუეთის წინ რომ ავტობუსის გაჩერებაა და #14 ავტობუსს ველოდები. მანდ ერთხელ დათომ დამაფიქსირა.

ფეხით სიარულიც მიყვარს. თუმცა გააჩნია ვისთან ერთად ვარ და ფეხზე რა მაცვია.

რას –

თუ ვსვამ, აუცილებლად  – “კოსმოპოლიტენი” ან “მარგარიტა”. უკიდურეს შემთხვევაში – “მარტინი”.

მიყვარს ელვისში პიცა, პროსპეროში – ქაფქეიქი, ლიტერატურულში – ჩაი, მაკდონალდსში – ორმაგი ჩიზბურგერი.

როგორ –

ზამთარში უმეტესწილად თმა გაშლილი მაქვს, მაგრამ რაც სიცხეები დაიწყო კეფაზე გორგლად ვიხვევ. მუსიკას იშვიათად ვუსმენ.

თითქმის ყოველთვის მაღალ-ქუსლიანი ან მაღალ-ძირიანი ფეხსაცმელი მაცვია. ჩემი გარდერობის 90% ვარდისფერია, შესაბამისად თუ შემხვდებით, ფერით მაინც მიცნობთ აუცილებლად.

ადრე ჰექსემ მიცნო ვარდისფერი მობილურით, მაგრამ ახლა ის მობილური აღარ მაქვს, თუმცა ასეთი ფოტოაპარატით ვისაც შენიშნავთ, ის აუცილებლად მე ვარ.

ვისთან ერთად –

დღისით მარტო დავდივარ, საღამოს – უამრავ ხალხთან ერთად. თუ მარტო მნახავთ, პირდაპირ მოაჭერით, “როგორ ხარ Sweet?”-ის ძახილით. გამიხარდება, მარტო ვგრძნობ ხოლმე თავს.

თუ მეგობრებთან ერთად დამინახავთ, მოსვლა არ მოგერიდოთ. ჩემს მეგობრები ძალიან ამაყობენ, როცა სხვები ქუჩაში მცნობენ. ეგ ერთი რამ აქვთ საამაყო ჩემთან დაკავშირებით და მაგ ბედნიერებასაც ნუ მოაკლებთ. :D

ბიჭი არ მყავს. სადღაც მყავდა და დამეკარგა. თუ ვიპოვე, გპირდებით, თან ვატარებ.

თუ შემთხვევით გაგიმართლათ და ბიჭთან ერთად დამინახეთ, შეგიძლიათ სურათი გადამიღოთ და ფეისბუქზე ჩააპაპარაცოთ. :D

[ამ ადგილას ჩავსვამ იმ ფოტოს!]