Tag Archives: ქმარი

კელტროპებთან…

ბოლო დროს ბევრი რაღაც მოხდა:

blogroll.ge გაეშვა და წარმატებით მუშაობს.

ჩემი ბლოგის დღიური უნიკალური ვიზიტორების რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა.

უკვე მესამედ, აზიური ბლოგოსფეროს საუკეთესო ბლოგის ჯილდო სიაშუემ მიიღო.

ახალი სამსახური მაქვს – სხვათაშორის ძალიან საინტერესო (თუ მოვიცალე დავწერ მაგაზეც მერე). ორშაბათიდან ვიწყებ სიარულს.

ერთ ჩემს თანამშრომელს თურმე „ჩემთან კონტაქტი არ შეუძლია“ და საშინელ რაღაცეებს ლაპარაკობს ჩემზე. თუ თმით თრევას გადამირჩა, ღვთის რისხვას მაინც ვერ გადაურჩება.

რუსთავი 2-დან დამიკავშირდნენ, რაღაც რეალითი შოუში სჭირდებათ ხალხი. იმედია აქედან რაღაც გამოვა. (მომწერეს, ნუ ნერვიულობ, მარინა ბერიძე მანდ არ იქნებაო… :D )

თუთბერიძემ პატრიარქის მიმდევრები გაანაწყენა. პატრიარქის მიმდევრებმა კი თუთბერიძე კოცონზე დაწვეს.

ჩემს ერთ ნაცნობს თურმე ქმარი ღალატობს. არადა რა შეხმატკბილებული წყვილი მეგონა… მძაგს თვალთმაქცი და მოღალატე ხალხი!

მე კი კელტროპებმა მომიტაცეს… :D

ამის შესახებ წინა პოსტში ზურიუსმა და თინიმ უკვე დაწერეს.

მე კი ჩემის მხრივ დამავატებ იმას, რომ კელტროპები კარგად მკვებავდნენ და არც ნასკებ მახდევინებდნენ სიმთვრალეში. მათ მიერ ჩემი გატაცების მიზანი და მიზეზი უცნობია.

ერთი ეს იყო, ტუალეტი ჰქონდათ ჭალის გადაღმა და ღამით გასვლა ძალიან მეზარებოდა…

იქ ყოფნისას მივხვდი სამ რამეს:

  • ინტერნეტის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია – ამიტომ გადავწყვიტე ლეპტოპისთვის “ყველგანმავალი” ინტერნეტის მოდემი ვიყიდო. თუმცა, ვაღიარებ, 5 დღის განმავლობაში უინტერნეტოდ, უტელეფონოდ და უტელევიზოროდ ყოფნისას დავწერე უამრავი პროექტის გეგმა – ამ სამი კომპონენტიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში არცერთ პროექტს დღის სინათლე არ ეღირსებოდა.
  • ლეპტოპში ყოველთვის უნდა გქონდეს რამე გასართობი – მაგალითად რამდენიმე დღის სამყოფი ფილმები, სერიალი ან უკიდურეს შემთხვევაში დაინსტალირებული ფოტოშოპი. იქ ყოფნისას გადავიღე უამრავი ფოტოსურათი, მაგრამ რომ მახსენდება მათი გადატანა კომპიუტერში, ვნატრობ, ნეტა არ გადამეღო. ფოტოშოპი რომ მქონოდა, ლეპტოპშივე გავამზადებდი საბლოგედ…
  • ძალიან მომენატრა ბლოგი – პოსტების წერა და კითხვა, ბლოგოსფეროზე დაკვირვება, ახალი ბლოგების აღმოჩენა, კომენტარების დატოვება, და რაც მთავარია, თქვენი – მკითხველების მიერ გამოთქმული აზრები ჩემს თითოეულ პოსტზე. ეს ყველაფერი იმაზე მეტად მყვარებია, ვიდრე ოდესმე ვიფიქრებდი!

P.S. Facebook-ზე ბლოგის გვერდის მისამართი გავაოფიციალურე და ამიერიდან შეგიძლიათ შემომიერთდეთ აქ: facebook.com/sweet.ge

ერთი საინტერესო feature-ც დაემატა თუ მობილურიდან გააგზავნით SMS-ს ნომერზე 32665 ტექსტით “fan Sweet.ge” ავტომატურად შემოუერთდებით ამ გვერდს :D

სტუდენტური ცხოვრების ქრონიკები

იმ დღეს უნივერსიტეტის რომელიღაც კორპუსში შევედით რათა საპირფარეშო გამოგვეყენებინა და კარებზე საეჭვო შინაარსის წარწერები აღმოვაჩინეთ. დრო აღარ გვქონდა მეტი ფოტო-მასალა გადამეღო, უფრო სწორად საშინელი სუნი გვაწუხებდა (??!!!).

სასიყვარულო ფრთიანი გამოთქმები:

123

იმ სიყვარულს გაუმარჯოს, რომელიც თვალის პაჭუნით იწყება და ლოგინის ჭრაჭუნით მთავრდება!

დაუკმაყოფილებელი სტუდენტის აღსარება და რჩევები: Continue reading

I invent U

17022009866რა ბედის პატრონი უნდა იყო, რომ ქმარი/ოჯახის წევრები დაარწმუნო გაიღონ თანხები აივნის მისაშენებლად, მერე იმდენი ქნა, რომ გარედან ვარდისფრადაც შეაღებინო და უცებ, ერთ მშვენიერ დღეს შენს ნალოლიავებ ვარდისფერ აივანს მერიის მიერ მოგზავნილი მეხანძრეების და მუშების მთელი არმია შეესიოს და ჩამოგიშალონ.

როცა ამ აივნის მშენებლობა დაასრულეს და შეღებვა დაიწყეს, ვფიქრობდი, რა ბედნიერია მისი პატრონი… ახლა, როცა დაუნგრიეს, მაინც არ შემიძლია ვიფიქრო, რომ ბედნიერი არ არის.

და ის ამოუშენებელი კარები, რომელიც პირდაპირ მეექვსე სართულის იმაღლეზე ჰაერში გამოდის, ისეთი იმედის ნაპერწკალით მავსებს რამდენჯერაც შევხედავ… თითქოს აივნის ხელმეორედ აშენებას ელოდებაო.

მე ხომ ბლოგებზე გარეკილი მაქვს.. ხოდა, ხანდახან ადამიანებს ვუყურებ ქუჩაში და ვცდილობ მათი ბლოგები წარმოვიდგინო. “აი, შენ რომ ბლოგი გქონოდა, ნამდვილად მოღუშული ბლოგი იქნებოდა. თეთრი ნაწერით შავ ფონზე და ვერავინ ვერაფერს წაიკითხავდა… სურვილიც არავის ექნებოდა. რა საცოდავი ხარ… იცოდი?”

ზოგი კი ისეთი მხვდება, ბლოგთან კი არა ადამიანთან ვერ დააკავშირებ… Continue reading