ნიჭიერი 2027 – მეჩვიდმეტე სეზონი

ყველა ბლოგერს მოგეხსენებათ, ახალი რეალური შოუ “ნიჭიერი” ბლოგერებს რომ ეძებს. თქვენს შორის ალბათ ბევრმა დაწერა საკონკურსო პოსტი და ზოგიერთი მათგანის წაკითხვაც უკვე მოვასწარი.

საკონკურსო ნაწერებმა საგონებელში ჩამაგდო. ვერ გადავწყვიტე, რომელი შოუ ამერჩია განსახილველად, რადგან ასე მგონია თითქოს უკვე საკითხი მაქსიმალურად ამოიწურა. ამიტომაც შევეცადე სიტუაციისთვის ცოტა იუმორით და ფანტაზიის მოშველიებით შემეხედა.

იმედია, ჟიური ამ პოსტს სარკაზმად არ აღიქვამს და ღირსეულად შეაფასებს, სხვა ბლოგერების ნაშრომების გვერდით.

***

მოგესალმებით ძვირფასო GurjTube-მაყურებლებო! ეთერში ისევ და ისევ თქვენი საყვარელი შოუ – “ნიჭიერია”!

მოგეხსენებათ აგერ უკვე ჩვიდმეტი წელია, სუპერ რეალური და სუპერ გასართობი შოუ “ნიჭიერი” წარმატებით იპყრობს თქვენს ცისფერ GurjTube-ეკრანებს და გულებს.

ამიტომაც, ამ ბლოგზე ჩვენს მეჩვიდმეტე სეზონს გახსნილად ვაცხადებ! არ დაგავიწყდეთ RSS-ის გამოწერა უახლესი კულუარული ინფორმაციის მისაღებად პირდაპირ შოუს კულისებიდან.

წარმოგიდგენთ ჩვენს წლევანდელ მონაწილეებს!

ჯუჯუ ჯიშკარიანი

ჯუჯუ ვ სწილე ქერი ბრედშოუ
ჯუჯუ ვ სწილე ქერი ბრედშოუ

აზიატი ტრანსსექსუალი.

ოსტატურად ასრულებს ძველი თაობის ისეთ ცნობილ ჰიტებს, როგორიცაა “ნასკი გამხადე ქალო”, “ამ სიყვარულში ჩავიწვები” და “სამი დალიე, შეგერგება”. Continue reading ნიჭიერი 2027 – მეჩვიდმეტე სეზონი

Golightly, Bradshaw & NY

Carrie Bradshaw's House
ქერი ბრედშოუს სახლი: Perry Str, NY

ყველაზე მძაფრად ნიუ იორკი მაშინ შევიგრძენი და მაშინ შემიყვარდა, როცა Sex and the City-ს ვუყურე.

სერიალი, რომელიც ფილმების რანგში გადის ჩემთვის, იმდენად საპატივსაცემოა… რომელიც წარუშლელია ჩემი მეხსიერებიდან და ალბათ ვერცერთი სხვა სერიალი მსგავს შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს ვერასდროს… არასდროს არ იქნებიან სხვა ქერი, შარლოტა, მირანდა და სამანტა, ვინც მსგავს გრძნობებს გამიღვიძებენ… და არასდროს იქნება ნიუ იორკი ისეთი, როგორც ამ სერიალშია. თუმცა…

გუშინწინ ტელევიზორში ვუყურე ფილმს “საუზმე ტიფანისთან” – ოდრი ჰეპბერნის მონაწილეობით და რატომღაც მომენტებში ნიუ იორკის სუნს ვგრძნობდი, განსაკუთრებით წვიმის შემდეგ და განსაკუთრებით იმ კადრების დროს, როდესაც ჰოლი გოლაითლი ბრაზილიაში გაფრენის წინა დღეს პოლ ვარჟაკთან ერთად სეირნობს და ეუბნება: “Oh, I love New York!” Continue reading Golightly, Bradshaw & NY