Tag Archives: ფუნქციონალური

ბლოგის ბრენდინგი

ეძღვნება მარიანას, ჩემს ბრენდინგის ლექტორს

მიუხედავად იმისა რომ მარკეტინგის მეცნიერებები ყოველთვის მაინტერესებდა და გულმოდგინედ ვსწავლობდი, ESM-ში ბრენდინგის ფინალურ გამოცდაზე სამარცხვინოდ ჩავიჭერი. თომას გედის “4D ბრენდინგს” გავდიოდით, საგანი ძალიან მომწონდა და მაინტერესებდა, მაგრამ გამოცდაზე ტესტები პირდაპირ წიგნიდან იყო მოტანილი და წიგნის ეგრე დეტალურად წაკითხვა ძალიან დამეზარა.

დედაჩემმა ამ ჩაჭრის ამბავი რომ გაიგო, ისე ინერვიულა, კინაღამ გულმა დაარტყა. მისი აზრით, ნიშნები რადგან გამიფუჭდა, მარკეტინგის სფეროში ვერასდროს მივაღწევდი წარმატებას.

დედა, შეხედე ამ ბლოგს! უამრავი ადამიანი ხშირად მეუბნება კომპლიმენტებს მის ბრენდზე და პიარზე. დიდი ამბავი, მეოთხე კურსზე ბრენდინგში ნიშანი თუ ვერ მივიღე.

ახლა კი ვბედავ და ბლოგის ბრენდინგზე და მარკეტინგზე ერთი-ორი სიტყვასაც დავწერ.

ამ პოსტის იდეა ნატოშას პოსტმა შთამაგონა. ნატოშა ეძებს ახალ დიზაინს და ბრენდს, რომელსაც კარგად გააპიარებს და დიდი ხნის განმავლობაში აღარ შეცვლის. მე მის პოსტზე უკვე დავაკომენტარე საკმაოდ ვრცლად და აღარ მინდა აქ განვმეორდე. თუმცა იქ მხოლოდ დიზაინთან დაკავშირებული რჩევები მივეცი. ბლოგის ბრენდინგი კი ბევრად უფრო რთული მოვლენაა, ვიდრე ადვილად დასამახსოვრებელი ლოგო, მსგავსი ჰედერი და ფოტოსურათების watermark-ი.

ჩემი აზრით ბლოგის ბრენდინგი ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელია მის პიარში და სამომავლო წარმატებაში.

წინა პოსტშიც დავწერე და აქაც ვიმეორებ – მთავარი კონტენტი მაინც არასდროს არ არის! ხანდახან შეფუთვა და რეკლამა უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ კარგი ხარისხის პროდუქტი.

მაგრამ სანამ პროდუქტის შეფუთვაზე გადახვალთ, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ მის იდეაზე.

ამაში თომას გედის ბრენდ-კოდიც დაგეხმარებათ, რომელიც ბრენდის ოთხი აბსტრაქტული განზომილებისგან შედგება: ფუნქციონალური, სოციალური, სულიერი და მენტალური. თითოეულზე უფრო ვრცლად ქვემოთ გვექნება საუბარი. Continue reading