Tag Archives: ფუმფულა

დეკემბრის შოპინგი

ამას წინათ დავწერე თუ როგორ ვიყიდე Urbanog.com-ზე 3 ფეხსაცმელი 190 ლარად.

ჰოდა ისე მოხდა რომ ერთი ჩექმა საერთოდ არ გამოაგზავნეს და ფული უკან დამიბრუნეს. საწყობში აღარ გვქონდაო.

მეორე – ჩალისფერ ბეწვიანი – ჩამომივიდა და თქვენც ნახეთ წინა პოსტში რომ მეცვა, რა საყვარლად გამოიყურება.

მესამეც ჩამომივიდა, მაგრამ დიდი მაქვს და გადავწყვიტე გავყიდო. :)

თუ ვინმეს გინდათ ეს ჩექმა, მომწერეთ კომენტარში ან იმეილზე – Shop@Sweet.ge

ზომა – 39

ფასი –  65 ლარი გაიყიდა!

ვინც პირველი მომწერს იმის გახდება. თავის ყუთითვე გადმოგეცემათ.

ფოტოები:

საიტზე ამ წუთას ღირს $18.70, მაგრამ თუ მაქედან გამოიწერთ, მოტყუვდებით.

მაგას დაემატება 14,xx$ ტრანსპორტირება ნიუ იორკამდე, $9 ნიუ იორკიდან თბილისამდე და საბოლოოდ 70 ლარზე მეტი გამოგივათ.

თან მინიმუმ 3 კვირის მოცდა მოგიწევთ.

ასე რომ ჩემი შემოთავაზება მგონი ხელსაყრელია! :)

My Christmas Wishlist

გადავწყვიტე სია შევადგინო იმ ნივთებისა, რასაც სიამოვნებით მივიღებდი საახალწლო/საშობაო საჩუქრად:

1. ვერცხლის სამკაული

ეს ვერცხლის ბეჭედი 2 დოლარად გაიყიდა bidz.com-ზე

ეს ვერცხლის ბეჭედი 2 დოლარად გაიყიდა bidz.com-ზე

2. უბრალო ლამაზი ბიჟუტერია

2008_05080008

Handmade

Continue reading