Tag Archives: ფული

ეკონომია

სამსახურის კაფეტერიაში ჩაი ღირს 1 ლარი. ანუ ყოველ დღე რომ დავლიო, თვეში 30 ლარი ჩკა!

ჰოდა, ამას წინათ ♥-მ მიყიდა ლიპტონის earl grey-ს 9 ლარიანი ყუთი, რომელშიც 100 ცალი პაკეტია! მთელი 100 ცალი!!!

ახლა ჩაის დალევისას სინდისი აღარ მქენჯნის. ხანდახან დღეში 2–ჯერაც კი ვსვამ ♥

ამდენი ჩაი რომ კაფეტერიაში დამელია, დამეხარჯებოდა – 100 ლარი. გამოდის, რომ დავზოგე – 91 ლარი.

91 ლარად შემიძლია ვიყიდო ახალი ფეხსაცმელი ან მივამატო ჩემს ვადიან ანაბარს.

ახალი მედიის ფორუმი – დაგვიანებული პოსტი!

12 და 13 ოქტომბერს მთაწმინდის პარკში ახალი მედიის ფორუმი გაიმართა, სადაც ყველა ბლოგერს, ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეეძლო დასწრება.

პირველი დღე, ავტობუსში

პირველი დღე, ავტობუსში

პრეზენტაციები

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, იმ პრეზენტაციების უმეტესობას, რომელთა მოსმენაც მინდოდა ვერ დავესწარი – მაგ დროს მე თვითონ მქონდა პრეზენტაციები.

პირველ დღეს პერსონალურ ბლოგებზე ჩავატარე პრეზენტაცია, რომელსაც 15-მდე ადამიანი დაესწრო (მათ შორის იყო სოროსის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც კომპლიმენტებით ამავსო და ძალიან გამიხარდა!)

პრეზენტაციის ვირტუალური ვერსია:

ფორუმის პირველ დღეს ძალიან დავიღალე, გამოუძინებელი ვიყავი, ვერც უცხოელებიდან გავიცანი ვინმე და ვერც ქართველებიდან.

მეორე დღე უფრო დატვირთული აღმოჩნდა. Continue reading

Candy and Companies

შეგიძლიათ დაასახელოთ საქართველოში არსებული კომპანიებიდან, ისეთი ვინც most likely ბლოგოსფეროში ფულს ჩადებდა? ან ბლოგებზე რეკლამას გააკეთებდა?

რატომღაც სულ ჯეოსელი/მაგთი-ზე ვფიქრობ. ნუთუ სხვა არავინ? :(

ჩამოთვალეთ თუ იცით. I am sure თქვენც წაგადგებათ როდესმე. thx.

ადრე დავწერე, რომ ხშირად ვკითხულობ სინგაპურულ ბლოგებს და ერთ ერთ მათგანზე წავაწყდი ტესტს: Which Singaporean Blogger Are you?

ასეთივე ტესტის გაკეთება მინდა ძალიან ქართველ ბლოგერებზე. იქნებ ვინმემ ტესტის სკრიპტი მომცეთ, ა?

ჩემი პასუხი ქვევით [ჩამჯდარი ვარ ამ გოგოს ბლოგზე, ძალიან მიყვარს!!! She’s really Singaporean me!]

თქვენც გააკეთეთ რა ტესტი plzplzplz! და კომენტარებში დაპოსტეთ. ძალიან მაინტერესებს.

Congratulations Sweet Baby Girl, you are…

‘Xia Xue’ Wendy Cheng of xiaxue.blogspot.com

You are a goddess/god. You’ve got the looks, the brains and the body. You have such an irreverent sense of humour, people listen to you religiously and worship the ground you walk on. On the other hand you can also be straightforward, blunt and very very controversial. That has the potential to offend many people, but of course you don’t care, you just shoot. In the end, people either love you or hate you. Nothing in between.

Which Singaporean Blogger Are You?

ბლოგის მონეტარიზაცია

უკვე ერთ წელზე მეტია რაც ბლოგს აწარმოებ და ჯერ ამ საქმიანობიდან ერთი ცენტიც არ მიგიღია? მაშ ეს პოსტი უნდა წაიკითხო.

უცხოურ ბლოგებზე იმის გარდა არაფერი იწერება, თუ როგორ შემოსავლებს იღებენ პოპულარული ბლოგერები.

მას შემდეგ რაც გადაწყვეტ, რომ არცთუ უსაფუძვლოდ გაქვს პრეტენზია ბლოგიდან მიღებულ შემოსავლებზე, აუცილებელია მოძებნო შუამავალი რეკლამის განმთავსებელსა და შენს შორის.

ასეთი შუამავლები ბევრია, თუმცა ზოგან რეგისტრაცია დახურულია და მხოლოდ მიწვეული ბლოგერებისთვის არის გახსნილი. ჩვენ თავი დავანებოთ დახურული რეგისტრაციის მქონე სერვისებს და მივხედოთ გახსნილებს.

პირველი სერვისი, რომელიც რეკლამის განმთავსებლებთან შუამავლობას სთავაზობს ბლოგერების, გახლავთ – რომელიც მუშაობს შემდეგ პრინციპზე:

  1. დარეგისტრირდები საიტზე
  2. დაამატებ შენს ბლოგს
  3. დაელოდები სისტემაში ავტორიზაციას
  4. მეილზე მოგივა დავალებები
  5. რომლებიც უნდა შეასრულო, შენს ბლოგზე სტატიების დაწერის სახით.

სტატიებზე ანაზღაურება 1$-იდან იწყება და ადის 1000$-მდე. რაც დამოკიდებულია ისევ და ისევ დამკვეთის სოლიდურობაზე, ბლოგის პოპულარობაზე და რანკებზე. Continue reading

უიკენდი

ვიწყებ პირველი და უმთავრესი ამბით რაც ყველას აინტერესებს!

ჰელოვინისთვის ფულის შეგროვება უკვე დავიწყეთ და ვისაც წამოსვლა უნდა კვირის ბოლომდე მოგვაწოდის. ბილეთის ფასი 25 ლარია.

 

კიდე ისა…

ამ ბოლო დროს რაღაც ისტერიულად მემღერება და

ვინმემ ხო არ იცით რამე როკ- ან პანკ- ჯგუფი ქალ-ვოკალისტს რო ეძებდეს?

ან ვაფშე მე თითონ ხო არ ჩამოვაყალიბო თქო მარა ტვინის ბურღია… ჯობს არსებულს შევუერთდე :confused:

ასეთი სტილის მუსიკას რო უკრავდნენ დაახლოებით… :user: 

 

 

 

ხო ახლა შეგიძლიათ აღარ გააგრძელოთ კითხვა :D :user:

 

 

 

გუშინ მთელი დღე სამზარეულოში გავატარე და ლოდინში…

მერე მეღირსა ერთი ადამიანი… მერე გემრიელი ვახშამი… ჩაი…. დებატები და ბრეინშოტრმინგი ჰელოუინის შესახებ… ნანას ფინალური სერია… დილის 7 საათზე ძილი…

შიგადაშიგ გაღვიძება და პანიკით “ხო ისევ აქ არის?!”  და გადამოწმება რო აქ არის :D და მერე ისევ დაძინება…

2 საათზე ადგომა… ნიკოლოდეონი და დილის საუზმე… მერე ვოიაჟი ძველ თბილისში…

გავფრიკე…

მადლობა <3  

 

:happy: