Tag Archives: ფოტოშოპი

ჩემი კაფე

ამას წინათ ჭავჭავაძეზე მივსეირნობდი და ჩემი კაფე აღმოვაჩინე…

რომ შევედი, დავჯექი და მივიხედ-მოვიხედე, მივხვდი რომ ლეპტოპი რომ მქონოდა იქვე ძალიან კარგ პოსტს გამოვაცხობდი. ვაირლესიც აქვთ. :love: თუმცა მე ჯერ არ გამომიყენებია. Wap-ით facebook-ობანას დავჯერდი იქიდან…

ჩემი კაფე...

Hot Spot

შთაგონება მომეცა…

ყავა და სალათი ცეზარი შევუკვეთე. მენიუ ძალიან იაფი აღმოჩნდა.

ძლივს ვიპოვე ადგილი სადაც შემიძლია მშვიდად ვწერო…

მერე თინი წავიყვანე და იმანაც კვერი დამიკრა, ძალიან მაგარი ადგილიაო. ერთ-ერთ ბლოგერსაც ეწერა ამაზეო.

წეღან დავძებნე ის ბლოგიც: ფრინგო

ფოტოშოპს აღარ ვეშვები :D

ფოტოშოპს აღარ ვეშვები

P.S. გეყოთ კომენტარები იმის შესახებ რომ ძალიან ეტყობა ფოტოშოპი, იმიტომ რომ დაახლოებით 1500 პოსტი გაქვთ ამ ბლოგზე წაკითხული ისეთი სურათებით, რომლებსაც ფოტოშოპი არ ეტყობა :D

ბექა

ბექა ცუდად არის.

:(

ასე ჩემი ძმის ცუდად ყოფნაც კი არ განმიცდია. სიკვდილს რომ ებრძოდა. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო… იმდენად მჯეროდა რომ ჩემი ძმა გადარჩებოდა რომ არც კი მინერვიულია. ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ რწმენამ გადაარჩინა არ ვიცი :( ერთი წამითაც არ დამიშვია რომ მოკვდებოდა.

ახლა ბექაა ცუდად.

და ისე ვნერვიულობ და აფორიაქებული ვარ… აღარ ვიცი რა მოვიქმედო.

და ისეთი უსუსური ვარ. არაფერი არ შემიძლია.

გარდა იმისა რომ სიყვარულის ენერგია გავგზავნო კოსმოსში. რატომღაც მჯერა რომ ეგ ენერგია აუცილებლად მიაღწევს ბექამდე…

დღეს სისხლი დასჭირდა და ეგ ჯგუფიც არ აღმომაჩნდა. :( მერე გამოჩნდა ხალხი და ჩააბარეს.

აუცილებლად კარგად იქნება! აუცილებლად! სხვანაირად არ შეიძლება უბრალოდ. არ შეიძლება სხვანაირად.

P.S. უსათაუროში ორი თემა იყო გახსნილი ამგვარი შინაარსით: ”ბექა ჭეიშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება მეოთხე ჯგუფის უარყოფითი რეზუსის სისხლი” და  ”ბექა ცირეკიძეს სასწრაფოდ ესაჭიროება Adobe Photoshop 7.0″

//

OMG

:(((((((((((((((((((