Tag Archives: ფოტოსურათები

იმედი

ცხოვრება კალაპოტში ჩამიდგა.

კალაპოტი ისეთი რამეა: ბევრჯერ ნავალი, გაგნებული, წინასწარ დაგეგმილი, ძალდატანებული, აუმცდარი, დაღმა მავალი, შემოსაზღვრული, სწორი, სხვის შეცდომებზე ნასწავლი, ნაკლებ შეუმცდარი…

კალაპოტი ყველას სჭირდება: რომ არ იდარდოს, რომ არ იფიქროს, რომ არ გაგიჟდეს, რომ არ იტიროს, რომ არ შეწუხდეს, რომ არ ეტკინოს…

მე არ მინდა კალაპოტი. იმდენი ფული მინდა, ეს სტაბილურობა რომ მოვიშორო.

შემოქმედებითი წვა მინდა. მინდა ვიყიდო ზეთის საღებავები და ვარდისფრად შევღებო ორი წლის წინ ნაყიდი თეთრი ტილო, ჩემს კარადაში რომ იმტვერება.

www.masoneubanks.com

www.masoneubanks.com

მინდა შეყვარებულს გადავუღო ფოტოსურათები სამოყვარულო კამერით და ჩემსავე ოთახში მოვაწყო ფოტოგამოფენა მხოლოდ საკუთარი თავისთვის.

დილით რომ გავიღვიძებ, ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს მომიცავდეს ნაზი მუსიკა. მინდა ვსვამდე ხარისხიან ჩაის. შემეძლოს ჩემი იდეების თუნდაც მცირე ნაწილის განხორციელება. ბევრი ვწერო. ბევრი ვიკითხო და ისევ ბევრი ვწერო და სხვა არაფერი.

მაშინ ჩემი გზა სულ სხვანაირი იქნებოდა.

მაგრამ სუსტი აღმოვჩნდი. შიშებით ვარ მოცული, ისევე როგორც ყველა.

მეშინია გუშინდელი ლატარიის გათამაშების შედეგებს თუნდაც ცალი თვალით შევხედო, მაშინ როდესაც ორი ბილეთი მიდევს ჩანთაში.

მინდა, რომ იმედი მიკიაფებდეს. სანამ იმედი მაქვს ეს ტექსტიც ხომ იწერება. რადგან იმედი ყველაზე დიდი შთაგონებაა.

სასაცილოა?

მე კი ვფიქრობ, უფრო სასაცილო მარკ ცუკერბერგის ადიდასის ფლოსტებია. 2004-წლიდან.

ფოტოსერია – “ლანჩი”

ამ პოსტში მხოლოდ უკომენტარო ფოტოებია. შემდეგ პოსტებში უფრო მეტი ტექსტები იქნება…

მოქმედების დრო და ადგილი: კონფერენციის მერე, სასტუმროში.

მოქმედი პირები: მე, ვენდი, ჯილიანი და ქართველი ბლოგერები.

ფოტოგრაფი: ლანდიშა

ოდნავ მთვრალი ვარ + დაღლილი (თვალებზეც მეტყობა)

უფრო სკანდალური ფოტოებისთვის ნახეთ პოსტი ბოლომდე…

Continue reading

საახალწლო საჩუქარი ქართველი ბლოგერებისგან – Part I

რამდენიმე დღის წინ, თავში გენიალური იდეა მომივიდა: გამეკეთებინა ქართველი ბლოგერების საახალწლო მილოცვა დანარჩენი სამყაროსადმი.

იდეა ერთ-ერთ უცხოურ ბლოგზე ნაპოვნმა პოსტმა შთამაგონა, მაგრამ იქ ცოტა უფრო ბანძად იყო გაკეთებული და ამიტომ მათი შეცდომის გამოსწორება მე განვიზრახე. (პოსტის ლინკს შეგნებულად არ ვდებ, რომ ჯერ-ჯერობით  სიურპრიზის ეფექტი არ გავაფუჭო!)

მოკლედ 50-მდე ბლოგერს გავუგზავნე ამ პროექტში მოწვევის წერილი და უმრავლესობამ დასტურით მიპასუხა.

ყველას დავუგზავნე გარკვეული ფრაზები და მათი დავალება იყო რომ ამ ფრაზების მონაწილეობით გადაეღოთ კრეატიული ფოტოსურათები.

20-მდე ბლოგერის ნამუშევარი უკვე ჩემს ლეპტოპში ძევს და დამონტაჟებაც დავიწყე.

ისე მიხარია ვერ აღგიწერთ. კლიპის დამონტაჟებულ ნაგლეჯებს რომ ვუყურებ თვალზე ცრემლი მადგება…

უბედნიერესი ვარ, რამე ასეთ გრანდიოზულს რომ ვიწყებ და ხალხიც ამყვება ხოლმე.

დღეს ველოდები უმრავლესობის ფოტოსურათებს.

გთხოვთ არ დაიზაროთ და რამე უბრალო მაინც გადაიღოთ, თორემ ეს ვიდეო 10,000 ნახვას რომ გადააჭარბებს youtube-ზე, მერე გული დაგწყდებათ. :D

თანაც ყველა ბლოგერის ფოტოზე მისი ბლოგის ლინკი განთავსდება.

მაშ ასე, ყველამ გამოიგზავნეთ ფოტოები და დაელოდეთ ქართული ბლოგოსფეროს ისტორიაში ყველაზე ლამაზ და ამაღელვებელ მუსიკალურ ვიდეო-კლიპს!

ერთ-ერთი სურათი რომელიც ძალიან მომეწონა:

თორნიკე

თორნიკე

P.S. ვინც ჯერ კიდევ არ იცით ამ პროექტის შესახებ, მომწერეთ კომენტარებში და ვეცდები ჩაგსვათ სცენარში. ზოგმა ბლოგერმა უარი თქვა გუშინ და ფრაზები ჯერ კიდევ დარჩენილია…

(მონაწილეობისთვის აუცილებელია ბლოგის ქონა!)

P.P.S. კლიპი პირველ რიგში გაჩნდება Sweet.ge-ს ოფიციალურ Youtube-ს არხზე. ასე რომ თუ youtube-ზე დარეგისტრირებული ხართ, დამ--ეთ და თვალი ადევნეთ განახლებებს.