Lotus Garden

ideals.ge-ზე ერთი კვირის წინ ფიტნესის აბონემენტზე ფასდაკლება ვიპოვე. აქამდე ლოტუს გარდენის შესახებ არაფერი გამეგო, ამიტომ დამატებითი ი.ფორმაციის გასაგებად მათ ვებ გვერდს მივაშურე. და გაოგნებული დავრჩი…
მსგავსი სილამაზის და გამაჯანსაღებელი ცენტრი თბილისში თუ იქნებოდა, ვერც წარმოვიდგენდი.

ვებგვერდს დიდად არ დავუჯერე და მეორე დღესვე მივედი ცენტრის დასათვალიერებლად. დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კვალიფიციურმა გიდმა ყველა კაბინეტი შემომატარა და დეტალურად მელაპარაკა ამა თუ იმ პროცედურის შესახებ.

გარდა იმისა, რომ მომსახურების დონემ გამაკვირვა, ცენტრში არსებული კაბინეტების მრავალფეროვნებით და დანიშნულებითაც აღფრთოვანებული დავრჩი. აქ შემხვდა სილამაზის სალონი, მანიკურის და პედიკურის ოთახი (სადაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ხელსაწყოების სტერილიზაციას), წონის კორექციის და მასაჟის სხვადასხვა ოთახები (ყველა ვერც კი დავიმახსოვრე), კრიო საუნა, რომლის საშუალებითაც ორი წუთის განმავლობაში შეგიძლია თავი ანტარქტიდაზე წარმოიდგინო, პილატესის წრე, სავარჯიშო დარბაზი კეთილმოწყობილი საშხაპეებით და სიმპათიური ინსტრუქტორებით. :)

ამ წუთას პედიკურზე ვზივარ,  სავარძელი ჰიდრო მასაჟს მიკეთებს და თავი სამოთხეში მგონია.

კიდევ ერთი პლიუსი – თუ რომელიმე პროცედურაზე იწყენ ან დროის გაყვანა გინდა, შეგიძლია შესასვლელში iPad-ი მოითხოვო და უფასო ინტერნეტით ან თამაშებით გაერთო. :)

image

Dilato Fitness Club-ის გახსნა

ახლახანს შევქმენი რეკლამის გვერდი, სადაც მიწერია:

თუ თქვენ აწყობთ რაიმე ღონისძიებას(საღამოს, კონცერტს, მიღებას, პრეზენტაციას, გახსნას, პრემიერას) შეგიძლიათ გამომიგზავნოთ მოსაწვევი. ამის შესახებ მიმოხილვა აუცილებლად დაიწერება ბლოგზე.

ჰოდა რამოდენიმე დღის წინ პირველი მოსაწვევი მივიღე!

მოსაწვევი
მოსაწვევი

ძალიან მიყვარს ნამდვილი, ქაღალდის მოსაწვევები.

იმას კი არ ჰგავს, იმეილით რომ მოგივა და სანამ Display pictures from this sender-ს არ დააჭერ იქამდე საერთოდ არ ჩანს. :D

შემეძლო სავარჯიშო ტანსაცმელი წამეღო და იქვე გამომეცადა სავარჯიშო მოწყობილობა
შემეძლო სავარჯიშო ტანსაცმელი წამეღო და იქვე გამომეცადა სავარჯიშო მოწყობილობა

ეს მოსაწვევი დილატო ფიტნეს კლუბისგან მომივიდა.

10 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე მათ ოფიციალური საზეიმო გახსნა აღნიშნეს!დილატო ფიტნეს კლუბი

კლუბის შესახებ:

Dilato ფიტნეს კლუბი არის უახლესი იტალიური სავარჯიშო მოწყობილობებით აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი.

აქ თქვენ შეგიძლიათ აღიდგინოთ კარგი ფიზიკური ფორმა, შემატოთ ჯანსაღი
ცხოვრების ელემენტები თქვენს ყოველდღიურობას და რა თქმა უნდა შეინარჩუნოთ ლამაზი სხეული.

Dilato ფიტნეს კლუბი აღჭურვილია იტალიური ფირმის TechnoGym-ის ინვენტარით, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. მხოლოდ აქ შეგიძლიათ ნახოთ უნიკალური სავარჯიშო დანადგარი, რომელიც TechnoGym – ის გამოგონებაა და უზრუნველყოფს სხეულის განჯანსაღებას.

Dilato ფიტნეს კლუბში თქვენს წარმატებას უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორები.” ~ გადმოწერეთ სრული ინფო ფასებით და პირობებით.

სადღესასწაულო გახსნა:

სამსახური სამშაბათს ისედაც ცოტა ადრე დავამთავრე და იმ წუთასვე ჩავხტი ტაქსში, რომ მომესწრო საზეიმო გახსნისთვის.

კლუბი პეკინზეა, სასტუმრო აჭარასთან, HSBC ბანკის გვერდით.

მეოთხე სართულზე ლიფტით ავედი და პირდაპირ განათებულ ჰოლში მოვხვდი.

ძალიან მომწონს, ის რომ ამ ფიტნეს-კლუბს დიდი შუშის ფანჯრები აქვს და ისეთ შეგრძნებას ტოვებს თითქოს ნიუ-იორკში, რომელიმე ცათამბჯენის სართულია და არა თბილისის 5 სართულიანი შენობის.

შესვლისთანავე მანჰეტენზე გგონია თავი
შესვლისთანავე თავი მანჰეტენზე გგონია

მსგავს პრეზენტაციებზე ყველას ყველაზე მეტად ალაფურშეტი უყვარს, მითუმეტეს თუ პირდაპირ სამსახურიდან მოდიხარ. ალაფურშეტი კი მართლა მაგარი იყო!

მეც სმა-ჭამა არ დამიკლია. განსაკუთრებით ხიზილალის მინი-სენდვიჩებმა გამიტაცა. :D

ალაფურშეტი

DSC03255

პრეზენტაციაზე შეკრებილი იყვნენ ჟურნალისტები, ტელე-რეპორტიორები, ცნობილი ადამიანები.

სანამ ისინი ერთმანეთს ინტერვიუებს უღებდნენ, საუბრობდნენ და გემრიელ შამპანურს სვამდნენ, მე სავარჯიშო მოწყობილობების დათვალიერებას შევუდექი.

გირებს შორის შამპანურს ვსვამ
გირებს შორის შამპანურს ვსვამ

თვით ტუალეტში და გასახდელშიც კი შევძვერი და აღმოვაჩინე რომ დილატო ფიტნეს-კლუბში ფუნქციონირებს საუნა.

თანაც ქალებისთვის და კაცებისთვის ცალ-ცალკე.

საუნა
საუნა

გასახდელებიც და საშხაპეებიც გენდერულად გაყოფილია და ძალიან მოწესრიგებული. აღჭურვილია ყველაფრით რაც კი შეიძლება დაგჭირდეს.

თვით პროფესიონალური თმის საშრობი ფენიც კი აღმოვაჩინე ქალების გასახდელში!!!

”შტეფსელში” შეერთებული პროფესიონალური თმის ფენი! - ამას ნამდვილად აღარ მოველოდი!
”შტეფსელში” შეერთებული პროფესიონალური თმის ფენი! - ამას ნამდვილად აღარ მოველოდი!

ძალიან მომეწონა ყველა ტრენაჟორში ჩამონტაჟებული ციფრული ეკრანი, საიდანაც აკონტროლებ როგორც ტრენაჟორის მუშაობას, სიჩქარეს და დატვირთვას, ასევე შეგიძლია უყურო ტელევიზორს (ინტეგრირებულია 6 ქართული და 39 უცხოური არხი) ან უსმინო რადიოს (თუმცა სასიამოვნო მუსიკა დარბაზში ისედაც არის ჩართული).  რა თქმა უნდა ყველა მოწყობილობას ინდივიდუალური ყურსასმენი აქვს, რათა სხვებს ხელი არ შეეშალოთ.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ვარჯიშის პროცესში მოწყენის საშუალებას არავინ გაძლევს. თუ ტელევიზორში საინტერესო არაფერია და მუსიკაც დიდად ვერ გართობს, შეგიძლია სიმპატიური ინსტრუქტორების თვალიერებით ან მათთან ჯანმრთელი ცხოვრების წესზე საუბრით დაკავდე. ;)

ეკრანის გასააქტიურებლად მასზე თითის დაჭერაა საჭირო
ეკრანის გასააქტიურებლად მასზე თითის დაჭერაა საჭირო

როგორც აღმოჩნდა ეკრანის ფუნქციებით ჩემსავით აღფრთოვანდა ცნობილი სპორტული კომენტატორი – ჯამლეტ ხუხაშვილი.

ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს ბატონმა ჯამლეტმა ველო-ტრენაჟორიდან დაიწყო ფეხბურთის მატჩის კომენტატორობა, რომელიც ტელევიზორში ერთ სპორტულ არხზე იპოვა.

ასდ
ჯამლეტ ხუხაშვილი პირდაპირ ველო-ტრენაჟორიდან კომენტატორობდა

გახსნის ცერემონიალი კორპორატიული ხილის ტორტის გაჭრით დაგვირგვინდა, რომელიც ძალიან გემრიელი აღმოჩნდა!

მე დემონსტრაციულად მოვერიდე ლურჯ კრემს, ვიფიქრე რომ ძალიან ხელოვნური გემო ექნებოდა, თუმცა რამოდენიმე წუთის შემდეგ იქვე ბართან შეკრებილმა გოგონებმა მამცნეს, რომ ლურჯი კრემი ყველაზე გემრიელი იყო და მაშინვე ვინანე ჩემი ეს “თავხედური საქციელი” ტორტთან მიმართებაში.

უგემრიელესი ხილის ტორტი
უგემრიელესი ხილის ტორტი

შამპანურით ოდნავ შეზარხოშებული და გემრიელი ტორტით დამტკბარი პუბლიკა მხიარულად დაიშალა.

მე კი დილატო ფიტნეს კლუბის მარკეტინგის მენეჯერმა საჩუქრად კლუბის VIP ბარათი გადმომცა!

ეს VIP ბარათი უზრუნველყოფს, რომ კვირაში სამჯერ ნებისმიერ დროს ნებისმიერ დღეს შემიძლია მისვლა და ვარჯიში.

ამის გარდა, კლუბის დირექტორთან უკვე მქონდა მოლაპარაკება, ფიტნეს რეალითი პროექტთან დაკავშირებით, რომლის შესახებ სულ მალე მოგიყვებით.

ჩემი VIP ბარათი Dilato ფიტნეს კლუბში
ჩემი VIP ბარათი Dilato ფიტნეს კლუბში

აქვე:

VIP ბარათს საჩუქრად მიიღებს ყველა მომხმარებელი, ვინც Dilato ფიტნეს კლუბში ერთწლიან აბონემენტს გააფორმებს!

კონტაქტი:

ტელეფონი: +995 32 36 56 76

E-mail: Office@DilatoFitnessClub.ge

WEB: DilatoFitnessClub.ge

Facebook: facebook.com/DilatoFitness