Tag Archives: ფილმი

სიცოცხლის ხე

მაღვიძარა. თბილი ბალიში. დილის სუსხი.
ფინჯანი. ყავა. შაქარი. კოვზის წკარუნი.
ონკანი. ფინჯანი. გამოფხიზლება.
პერანგი. შარვალი. ფეხსაცმელი. სავარცხელი.
ტაქსი. თვლემა.
სალმები. ქალმები.
გამოტენილი ტვინი.
გამოტენილი დღის განრიგი.
ტელეფონის ზარები. დედლაინები.
ხვატი. გამონაბოლქვი. ქალაქი. ხმაური.
ლანჩი. ცხარე. გემრიელი.
მეგობარი. ქაქანი. ემოციები.
ოფისი. კონდინციონერი.
კორპორატიული ვალდებულებები.
ტელეფონის ზარი. შეხვედრა. იმეილი.
პრეზენტაცია. ტელეფონის ზარი. ესემესი.
ყავა. პროექტი. ყავა. ენერგია. გულის ტკივილი. დაღლილობა.
ტაქსი.
მასაჟი. თვითშთაგონება. კრიტერიუმები. პარამეტრები. სილამაზე. მსხვერპლი. ტკივილი.
ტაქსი.
ლექცია. ცოდნა. დიპლომი. ნიშნები. რეიტინგი. ამაყი დედა. დაქანცულობა.
ტაქსი.
პიჟამო. ლოგინი. ძილბურანი. ფიქრები.

სამყარო. დაბადება. ცხოვრება. გარდაცვალება.

 

 

 

 

ამაოება.

What I’ve Been Up To

ბოლო დროს იშვიათად ვიცლი საწერად. არადა რამდენი რამ ხდება.

არა, არა, ეს წინადადება სხვანაირად უნდა დამეწყო:
ბოლო დროს იმდენი რამ ხდება, რომ საწერად ვეღარ ვიცლი.

ბოლო ერთი თვის მანძილზე:

  • ექიმმა დამინიშნა სათვალე, რომელიც კომპიუტერთან და კითხვის დროს უნდა მეკეთოს.

  • სტუმრად მიმიწვიეს ფორტუნა პლიუსზე გადაცემა “ბლოგომანიაში”.

მთელი თინეიჯერობა “ფორტუნა პლიუს”-თან ერთად მაქვს გატარებული. ვიცოდი ყველა DJ, ყველა გადაცემა, 24/7-ზე რადიო მქონდა ჩართული. ერთი პერიოდი DJ-ობაზეც კი ვოცნებობდი. ჩემი მუსიკალური გემოვნება ამ რადიომ ჩამოაყალიბა (იმიტომაც მეძახის ყველა – პაპსავიკს :D ). ამ რადიო სადგურმა ჩემზე და ჩემს თაობაზე მართლა დიდი გავლენა მოახდინა და მე მომწონს ეს გავლენა. დღემდე მჯერა – “ფორტუნა პლუსი”, MTV და ინტერნეტი რომ არ ყოფილიყო, ახლა ასეთი არ ვიქნებოდი, არც ეს ბლოგი მექნებოდა, არც თქვენ წაიკითხავდით ამ სიტყვებს. ა, ხო, და ეს რეკლამა არ იყო. დღეს მე რადიოს საერთოდ აღარ ვუსმენ (თუ internetradio.ge-ს არ ჩავთვლით). Continue reading

ბიჭი, რომელსაც სჯერა

ამ პოსტის მთავარი მიზანია გავარკვიო, ბიჭებიც ისევე თუ ოცნებობენ რომანტიკულ სიყვარულზე როგორც გოგონები…

ამას წინათ ერთმა მომწერა facebook-ზე, სულ დეპრესიაში ხარ, წუწუნებ, ფილმებში ნანახ სიტუაციებზე ოცნებობ და სულ მოწყვეტილი ხარ გარე სამყაროსო. დეპრესიას დავთმობ, წუწუნსაც, ზე-პოზიტიური და მხიარულიც შემიძლია ვიყო, მაგრამ ფილმებში ნანახ სიტუაციებზე ოცნებას ვერ მოვეშვები ძალიან მარტივი მიზეზის გამო – მთელი ცხოვრება მაგ ფილმების, წიგნების, სიზმრების და “არა-რეალური” სამყაროსი მჯეროდა.

ერთხელ დავსვი შეკითხვა, როგორ შეიძლება წიგნი დაწერონ ან ფილმი გადაიღონ ისეთ ადამიანურ ურთიერთობებზე და სიტუაციებზე, როგორიც: 1. უკვე არ არსებულა, ან 2. მომავალში არ შეიძლება იარსებოს? და თუკი ის არსებულა, არსებობს ან ოდესმე მაინც იარსებებს, რატომ არის შეუძლებელი, რომ ეს მეც შემემთხვას?

ერთ წინა პოსტში ვახსენე რომანტიკა + მისტიკა მიყვარს მეთქი და მაგალითად ამელი მოვიყვანე.

ჩემთვის “ამელი”-ში ყველაზე ამაღელვებელი ის არის, ბიჭი რომ ფოტოსურათების ალბომით უყვარდება და მერე ამ ალბომის დასაბრუნებლად საიდუმლო ზარების, წერილებისა და მინიშნებების მთელ სპექტრს გამოიყენებს. ამაზე რომ ვფიქრობდი, კიდევ ერთი ფილმი გამახსენდა, პარიზელ კლოეს რომ შემთხვევით ხელში ამერიკელი ჯეკის ჩემოდანი ჩაუვარდება და საასიამოვნო რომანტიკულობებს ჩაიდენს მისთვის. ნუ, აქაც საბოლოოდ ყველაფერი ბედნიერი ფინალით სრულდება. ახლა საქმეზე… Continue reading

5 Great Pink Movies

ვარდისფერი ფილმები
ადრე დავწერე ვარდისფერი ფილმები მიყვარს მეთქი. მისი მნიშვნელობა კი არ ამიხსნია.

ვარდისფერი კინო ჩემი მოგონილი სახელია.  მასში მთავარი პერსონაჟი (მოდით მას ”პრინცესა” შევარქვათ) აუცილებლად ქალია, აუცილებლად 22 წელზე ზემოთ, აუცილებლად მეოცნებე და აუცილებლად რაღაც “პრობლემით” (ზოგს სიმსუქნე აწუხებს, ზოგს შოპინგისადმი ზედმეტი სიყვარული, ზოგი კი უბრალოდ ძალიან ქერაა :D ).

მაგრამ მთავარი ეს მახასიათებლები კი არაა, მთავარია ის, რომ მრავალჭირვარამგადანახადი პრინცესა (OMG! გეხვეწებით წარმოიდგინეთ! :D ) ფინალში აუცილებლად აღწევს წარმატებას ან ისრულებს თავის ოცნებას.

პარალელურად კინოში შეიძლება ჩანდეს: Continue reading

ფილმის სპეციალური ჩვენება – ბლოგერებისთვის!

კვირას, 27 დეკემბერს გაიმართება ახალი ფილმის “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2” სპეციალური ჩვენება ბლოგერებისთვის. კინოთეატრ ამირანში ონლაინ-ჟურნალისტის სტატუსით მიწვეული იქნებიან ქართველი ბლოგერები.

ჩვენებაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 26 დეკემბრის ჩათვლით, ამ ფორმის საშუალებით.

თუ თქვენ მოხვდებით მიწვეულთა შორის, ჩვენების წინა დღეს ელფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას და დამატებით ინსტრუქციებს.

მონაწილეობის მისაღებად თქვენი ბლოგი დარეგისტრირებული უნდა იყოს blogroll.ge-ზე 2009 წლის 23 დეკემბრამდე!