Tag Archives: ფეხსაცმელი

5 ინჩი

ავად ვარ. ერთი საშინელი დაავადება შემეყარა – სახელად “5 ინჩი”.

მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელების ყიდვას ვეღარ ავუდივარ.

სახლში მალე შემიძლია ფეხსაცმელების მუზეუმი გავხსნა. ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ისეთ ფეხსაცმლებს ვყიდულობ რომლითაც სიარულს ვერასდროს შევძლებ.

აი, წინაზე ეს ორი ფეხსაცმელი გამოვიწერე:

თეთრი ერთი ზომით პატარა მაქვს, ლურჯი კი ძალიან წვრილ ქუსლიანია და ვერ ვხმარობ. არადა საშინლად მომწონს :(

ვინმეს თუ გინდათ, მომწერეთ და მოგყიდით, ჯერ არცერთი არ ჩამიცვამს.

თეთრი: ზომა – 37, ფასი – $25

ლურჯი: ზომა – 37,5 (38-ზეც მიდის), ფასი – $25

ჩემს ავადმყოფობას ისიც დაემატა, რომ USA2Georgia-მ რეისების რაოდენობა გააორმაგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამანათები კვირაში ორჯერ ჩამოვა.

მათი ბლოგიდან ამონარიდი:

ზოგადად გამოიკვეთა ტვირთის გამოფრენის და ჩამოფრენის შემდეგი გრაფიკი:

კვირის პირველი რეისი – ხუთშაბათი, პარასკევი, ორშაბათის ამანათები ამერიკიდან იგზავნება სამშაბათობით. ჩამოფრენა პარასკევს. შაბათს ხდება ტვირთის დასაწყობება, ხოლო ორშაბათს გაცემა.

კვირის მეორე რეისი – სამშაბათი, ოთხშაბათის ამანათები ამერიკიდან გამოიგზავნება ხუთშაბათს. ჩამოფრენა სამშაბათს. ოთხშაბათს ხდება ტვირთის დასაწყობება, ხოლო ხუთშაბათს გაცემა.

გამოდის, რომ კვირაში ორი ძირითადი დღე იქნება ამანათების გაცემისთვის – ორშაბათი და ხუთშაბათი. ოთხშაბათს და შაბათს საკურიერო სერვისი.

ახლა გაზაფხული მოვიდა და არ ვიცი როგორი ფეხსაცმელი უნდა ვატარო.

ამ თვის ხელფასს როგორც კი ავიღებ ერთი ფეხსაცმელი უნდა გამოვიწერო აუცილებლად Urbanog.com-დან.

იქნებ თქვენ მირჩიოთ რამე? რამე პატარა ქუსლიც რომ ჰქონდეს (ან პლატფორმა)

ბალეტკები არ მიხსენოთ ოღონდ!

ვიზიტი: ნაწილი I

15-ში, კონფერენციის წინა დღეს, ვენდი და ჯილიანი უნდა ჩამოსულიყვნენ.

იმ დღეს ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ ბლოგერები. შეხვედრა 2 ჯერ გადაიდო და ბოლოს ზუსტად იმ დროს დანიშნეს როცა ჩვენი სტუმრების თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში უნდა დაშვებულიყო.

იქამდე კი Singular-ის საქმეზე გვქონდა დანიშნული შეხვედრა ასევე ეკონომიკის სამინისტროში და შემდეგ თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებასთან. მოკლედ საშინლად დაძაბული დილა გამომდიოდა და ვერაფრით დავესწარი ბლოგერების და მინისტრის შეხვედრას. ძალიანაც ვნანობ, რომ არ ვიყავი, რაღაცეები არ მომეწონა რაც იქ მოხდა და ამაზე მერე დავწერ, თუ მოვიცალე რამენაირად.

მამუკა

იმ დღეს იმდენად დაძაბული ვიყავი, ოფისში საერთოდ ვერ გავჩერდი. იმ დღეს რაც კი საქმე იყო ყველაფერი ბიჭებმა აიღეს საკუთარ თავზე. მე და მამუკა ჯერ შეხვედრებზე წავედით, მერე კი 4 საათზე აეროპორტისკენ გავეშურეთ.

რეისი 20 წუთით იგვიანებდა.

საშინლად ვღელავდი. არ ვიცოდი როგორ უნდა შევხვედროდი. უნდა გადამეკოცნა? ჩავხუტებოდი? ხელი ჩამომერთმია? იქნებ მათთან რომელიმე სახის მისალმება მიღებული არ არის? არ მინდოდა უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავი…

აეროპორტის კაფეში

თან ფოტოაპარატ-მომარჯვებული გამოსასვლელ კარებთან ვიდექი და ყოველ გაღებაზე სურათს ვიღებდი, არ მინდოდა პირველი გაელვება (glimpse) გამომეტოვებინა…

ნერვიულობამ პიკს მიაღწია.

რამოდენიმე წარუმატებელი ფოტოსურათის შემდეგ, ვენდი და ჯილიანიც გამოჩნდნენ.

xiaxue & gillian

პირველი შეხედვიდან 2 რამ მეცნო, ვარდისფერი ჩემოდანი და ჩექმები რომელიც დისნეილენდში ეცვა, ადრე მის ბლოგზე ვნახე. მეც მინდოდა ყიდვა ეგეთის, მაგრამ მერე ის ბეწვიანი ვიყიდე, რაც ქვედა სურათში მაცვია.

ვიცოდი რომ დაბალი იყო მაგრამ მაინც არ მეგონა ასეთი ციცქნა. მეხუთე კლასელი გოგოსავით ჩანდა, არადა 4 წლით უფროსია ჩემზე…

ორივე ძალიან მეგობრულად და თბილად შემხვდა. გადამეხვივნენ.

ჯერ აეროპორტიდან წესიერად გამოსული არ ვიყავით, რომ ვენდიმ მითხრა – “I like your shoes!”

მივხვდი, რომ ჩემი ვენდი ჩამოვიდა…

აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმროში წავიყვანეთ და დავაბინავეთ.

აღფრთოვანებაში მომიყვანა ვენდის ვარდისფერმა ჩემოდანმა. ლამაზია და პრაქტიკული.

xiaxue's luggage

ავიყვანეთ ნომრებში. ვენდის ნომერი დიდი აივნით აღმოჩნდა, ჯილიანის კი – პატარათი. ჯილიანს შევთავაზე, შეგიცვლით ნომერს ოღონდ ერთი სართულით მაღლა იქნები-მეთქი, მაგრამ ვენდიმ – ღამე მარტო დარჩენის მეშინია და ამიტომ ამ სართულზე იყოს ჯილიანიც, თუ რამე, ადვილად დავუძახებო.

რაა საყვარელიაააა!!!

13 საათიანი ფრენის შემდეგ ორივე ძალიან დაღლილი ჩანდა, ამიტომ სასტუმროში დავტოვეთ რომ ცოტა აზრზე მოსულიყვნენ, შევპირდით საღამოს სავახშმოდ წაგიყვანთ მეთქი და მეც სახლში დავბრუნდი შხაპის მისაღებად და ცოტათი დასასვენებლად. იმდენად დაღლილი ვიყავი ემოციების და ნერვიულობისგან, რომ სიხარულის თავიც არ მქონდა.

საღამოს წავედით ერთ რესტორანში რომელიც მეტრო ავლაბართანაა, სახელი არ მახსოვს.

13 საათიანი ფრენის შემდეგ დაღლილები

აქვე აღმოჩნდა რომ ვენდი ბიოლოგიურად ვერ იტანს მწვანილს და სიგარეტის კვამლს. გვერდით ვიღაც ქალი ეწეოდა არადა იმნ ოთახში მოწევა არ შეიძლებოდა, კედელზე ნიშანი ეკიდა. დაიწყო ამან წრუწუნი. აუტყდა ხველება.  ახსენა თუ როგორ არის აკრძალული სინგაპურში მოწევა ყველა საზოგადოებრივ ადგილას. შემრცხვა. შემეცოდა. თან გავბრაზდი ამ რესტორანზე.

ოფიციანტი დავიბარე და საკმაოდ ხმამაღლა ვკითხე, “კედელზე მოწევის ამკრძალავი ნიშანია გაკრული და აქ მოწევა შეიძლება თუ არა მეთქი”, ოფიციანტმა მიპასუხა – “თუ გსურთ მოწიეთო”, მე ამაზე გავბრაზდი – “ჩვენ მოწევა კი არ გვინდა, სხვების კვამლი გვაწუხებს”- მეთქი, ოფიციანტმა მხრები აიჩეჩა და უხერხულად ჩაიბურტყუნა “რა გიყოთო” …

საბედნიეროდ იმ ქალმა ყველაფერი გაიგონა და ჩააქრო.

მერე ვენდი ტუალეტის საძებნელად გავიდა, უკან გავყევი, შემეშინდა არ დაკარგულიყო. რაღაცნაირი დედობრივი ინსტინქტი გამიჩნდა მის მიმართ, დაცვის და მფარველობის.

სანამ ტუალეტში იყო, ასე ვერთობოდი.

როგორც იქნა საჭმელიც მოგვიტანეს. გავასინჯეთ ქართული საჭმელები. ჯილიანს ხაჭაპური მოეწონა, ვენდი შქმერულით აღფრთოვანდა.

იქვე იმავე მაგიდასთან და იმ დროს წარიმართა ავადხსენებული დიალოგი ჩემსა და ვენდის შორის.

შეციებული სინგაპურელები

ვახშმის მერე ყველანი ისეთი დაღლილები ვიყავით, თვალებს ძლივს ვახელდით. მე და მამუკამ ვენდი და ჯილიანი სასტუმროში მივაცილეთ და ოფისში დავბრუნდით. გვიან ღამით კი, როცა უკვე მეორე დღისთვის ყველაფერი მზად იყო, ყველანი სახლებში დავიშალეთ.

ის, რაც ამ ხნის განმავლობაში პარალელურად ოფისში ხდებოდა შეგიძლიათ წაიკითხოთ სინგულარის ბლოგზე.

კონფერენციის დღის შთაბეჭდილებები – შემდეგ პოსტში იქნება.

რესტორნის მისაღებში

იანვრის შოპინგი

დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენთაგანს არ მოსწონს ასეთი “რა ვიყიდე” პოსტები, მაგრამ ფოტოსა და ფოტოს შუა მაინც ვწერ პირად რაღაცეებს. თანაც ზოგჯერ ონლაინ შოპინგის კარგ რჩევებს / ფასდაკლების კუპონებს დავწერ.

ასე რომ ვისაც არ მოგწონთ გამოტოვეთ, ვისაც მოგწონთ და…

ნივთები რაც გამოვიწერე იანვარში

ჩანთა

$ 25.80

Forever21.com | $ 25.80

ცოტა გამოსასვლელია. გეთანხმებით. Continue reading

სუფთა სამზარეულო და ტრანსპორტირების გადასახადები

ო ღმერთო! რა მშვენიერი სამზარეულო მქონია!

გუშინ მოვიდა ჩემთან თინი, დამეხმარა ჭურჭლი რეცხვაში, პოსტის დაწერაში, ბევრი ვიჭორავეთ, ღამე ჩემთანაც დარჩა (მისი დებიუტია სხვასთან ღამე დარჩენის, მიულოცეთ!).

ძალიან მაგარი დრო გავატარეთ. მინდა რომ უფრო ხშირად მოვიდეს და დარჩეს <3

ჩემი ნახევარ დიასახლისა

ჩემი ნახევარ დიასახლისა

* * *

ამ კვირაში 3 ამანათს ველოდები.

ერთი უკვე ჩამოსულია. წეღან გადავრიცხე ტრანსპორტირების გადასახადი.

უბრალოდ ვერ ვხდები რატომ დაჯდა 2 ფეხსაცმლის ტრანსპორტირება 63 ლარი! როგორ გამოდის 2 ფეხსაცმელი 4 კილო? ანუ თითო 2 კილო?

ანუ ორ კილოიანი ფეხსაცელი უნდა ვატარო ფეხზე??? WTF?

არადა Urbanog.com-საც მივწერე რომ ზედმეტი არაფერი არ ჩადოთ ყუთში ფეხსაცმლის გარდა. გამოტენიან ხოლმე ათასი ქაღალდით. ვითომ ტრანსპორტირებისას რომ დაიცვას!

მერე ლოჯიქსსაც მივწერე, “ზედმეტი ქაღალდები თუ იდება შიგნით, ამოიღეთ და მარტო ფეხსაცმლიანი ყუთი გამოუშვით”-მეთქი.

არა!

მაინც 4 კილოა ამანათი. შეიძლება გავგიჟდე რა!

ახლა USA2Georgia-მაც ეგეთი ამანათი თუ გამოუშვა და კიდე ერთი 90 ლარი დამისვეს, საერთოდ აღარ გამოვიწერ ონლაინ არაფერს!

აღარასოდეს!

დეკემბრის შოპინგი

ამას წინათ დავწერე თუ როგორ ვიყიდე Urbanog.com-ზე 3 ფეხსაცმელი 190 ლარად.

ჰოდა ისე მოხდა რომ ერთი ჩექმა საერთოდ არ გამოაგზავნეს და ფული უკან დამიბრუნეს. საწყობში აღარ გვქონდაო.

მეორე – ჩალისფერ ბეწვიანი – ჩამომივიდა და თქვენც ნახეთ წინა პოსტში რომ მეცვა, რა საყვარლად გამოიყურება.

მესამეც ჩამომივიდა, მაგრამ დიდი მაქვს და გადავწყვიტე გავყიდო. :)

თუ ვინმეს გინდათ ეს ჩექმა, მომწერეთ კომენტარში ან იმეილზე – Shop@Sweet.ge

ზომა – 39

ფასი –  65 ლარი გაიყიდა!

ვინც პირველი მომწერს იმის გახდება. თავის ყუთითვე გადმოგეცემათ.

ფოტოები:

საიტზე ამ წუთას ღირს $18.70, მაგრამ თუ მაქედან გამოიწერთ, მოტყუვდებით.

მაგას დაემატება 14,xx$ ტრანსპორტირება ნიუ იორკამდე, $9 ნიუ იორკიდან თბილისამდე და საბოლოოდ 70 ლარზე მეტი გამოგივათ.

თან მინიმუმ 3 კვირის მოცდა მოგიწევთ.

ასე რომ ჩემი შემოთავაზება მგონი ხელსაყრელია! :)