კორპორატიული გვერდი Facebook-ზე

საქართველოში Facebook-ი რომ #1 ვებ-გვერდი გახდა შემსვლელების მიხედვით, ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ Alexa-ს პოპულარულ რეიტინგში აისახა.

ქართული კომპანიების და არა მარტო კომპანიების ოფიციალური წარმომადგენლობები Facebook-ზე დიდი ხანია გამოჩნდა, მაგრამ ვინაიდან  ძალიან ბევრი PR-ის, მარკეტინგის და პრეს-სამსახურის მუშაკი ჯერ ჯერობით ისევ ვერ ერკვევა სოციალური მედიის სფეროში, ზოგიერთ ასეთ ოფიციალურ წარმომადგენლობას ძალიან საცოდავი სახე აქვს მიღებული.

სანამ გავრცელებული შეცდომების განხილვას დავიწყებდე, მინდა განვაცხადო:

თუ გსურთ Facebook-ზე პროფესიონალური კორპორატიული გვერდის, ჯგუფის, ღონისძიების ან სხვა მსგავსი წარმომადგენლობის შექმნა მცირე საფასურის ნაცვლად, დამიკავშირდით – sweet@sweet.ge

ახლა კი მივხედოთ იმ გავრცელებულ შეცდომებს, რასაც ძალიან ხშირად ვაწყდები facebook-ზე ძრომიალისას. Continue reading კორპორატიული გვერდი Facebook-ზე

ქართული რეალობა

მოწვეული ბლოგერის პოსტი: Yob

“დაგვიბრუნეთ გაყინული ანაბრები ! “

„ბენდუქიძე იუდა!“

„სოროსის მონები!“ „იაღოველები!“ „მიშისტები!“ „ნაცისტები!“

„გვშიაააა!“ „მეც მშიააა!“ „ჩვენც გვშიაა!“

„ლილიპუტინი!“

ან კიდე….

„ჰელოუინი! – სატანისტები!“ „ღმერთი არ გწამთ?!“ „თუთბერიძისნაირებო!“ „იაღოველებო!“

„ღმერთი არ გწამს, შენი დედ ********** ! “

„გადაგვჭამეს ჩინელებმა!“

ან კიდე….

„ოდნოებში ხაარ?“  „+5 დამიწერეეე…“ „გოგო ოდნოები ჩაბანძდა, ფეისბუქზე ხო არ გადავიდეთ?“ Continue reading ქართული რეალობა

Facebook Fail

მეხუთე დღეა facebook-ზე ვეღარ შევდივარ!

არ მეგონა ასეთი დამოკიდებული თუ ვიყავი ამ სოციალურ ქსელზე, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველ დღე, დილიდან საღამომდე ფეისბუქის ჰოუმფეიჯს განუწყვეტლივ ვარეფრეშებ.

Still nothing… :(

Log in- ის დროს სისტემა მეუბნება:

facebookfail

საერთოდ, როდესაც სერვერების განახლება მომხდარა ეს 24 საათზე მეტ ხანს არასდროს არ გაგრძელებულა. ახლა კი 80 საათზე მეტია მე და ძალიან ბევრ ადამიანს ჩვენს ანგარიშებთან წვდომა არ გვაქვს.

ყოველმა ჩვენთაგანმა რამდენჯერმე მისწერა Facebook-ის დამხმარე ჯგუფს. არავითარი პასუხი არ მოგვსვლია..

აქტიური განხილვები და წუწუნი მიდის Get Satisfaction-ზე სადაც რამდენიმე თემა გაიხსნა ბოლო 5 დღეში.

ამ პრობლემის შესახებ დაწერეს: Cnet-მა, PCWorld-მა.

ჯერ არაფერი ისმის Mashable-ისგან, რომელსაც დღეს გავუგზავნე იმეილი და ალბათ უახლოეს დღეებში გაარკვევენ რა ხდება.

ოფიციალურმა Facebook-მა მხოლოდ დღეს აღიარა არსებული პრობლემა, რომელიც თურმე მონაცემთა ბაზებს ეხება.

ისინი დაგვპირდნენ რომ უახლოეს 24 საათში შეცდომები გამოსწორებული იქნება. მას შემდეგ 16 საათია გასული.

თუ ხვალაც არ მოაგვარებენ ყველაფერს, ინტერნეტში მასობრივი ბუნტი დაიწყება Facebook-ის წინააღმდეგ. სულ მალე ამაში ტელევიზიები და ჟურნალ-გაზეთებიც ჩაერევიან.

ამ დღეებში მივხვდი რომ ჩემს ბლოგზე შემომსვლელთა ძალიან დიდი ნაწილი სწორედ Facebook-ის განახლებებიდან გადმოდიოდა. ვერ ვიტყვი რომ მკითხველმა დაიკლო, მაგრამ Facebook-იდან გადმომსვლელების რაოდენობა ნამდვილად “შეიფერთხა”.

გარდა ბლოგის სტატისტიკასთან დაკავშირებული პრობლემისა, ვერ ვანახლებ ვერც-ერთ ჩემს Fan-Page-ს.

ვერ შევდივარ ვერც ერთ თამაშში.

ეჭვი მაქვს, რომ ჩემი Pet-ი Pet Society-ში აბსოლუტურად გაძვალტყავდა. :D

რამე მიშველეთ!

I ♥ Facebook

10 მიზეზი თუ რატომ უნდა დარეგისტრირდეს ქართველი ბლოგერი (და არა მარტო) Facebook-ზე.

Facebook-ი ეს არის ყველაზე თანამედროვე, იოლი, მოსახერხებელი გზა მეგობრებთან, ახლობლებთან, საერთო ინტერესების მქონე ადამიანებთან საკომუნიკაციოდ. Facebook-ი არის ის სოციალური ქსელი რომელზე დარეგისტრირებისთანავე აბსოლუტურად გეცვლება წარმოდგენა სოციალური ქსელების შესახებ და ძალიან, ძალიან, ძალიან გიყვარდება Facebook-ი! :yes:

  1. Facebook-ზე შეგიძლიათ ატვირთოთ ფოტოსურათები. მაგრამ ეს არ არის უბრალოდ ფოტოასატვირთი მანქანა (როგორც მაგალითად ადნაკლასნიკის უნიჭო ძრავი). რაც ყველაზე ძალიან მომწონს ფეისბუქის ფოტოებში არის ის, რომ შეგიძლია და-tag-ო მეგობრები და ისინი ამის შესახებ მომენტალურად გაიგებენ.
  2. Facebook-ზე იქვე შეგიძლიათ აწარმოოთ ბლოგი, ან ავტომატურად დააიმპორტოთ არსებული external ბლოგი . ყოველი ახალი პოსტის დაწერისას Facebook-ის ექაუნთზე დაიპოსტება ამის შესახებ! (ანუ ეს კიდევ ერთი გზაა თქვენი ბლოგის დაპიარების!)
  3. Facebook-ს გააჩნია მობილური ვერსია. თუ მობილურიდან ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი ხარ, Facebook-ი სწორედ შენთვის ყოფილა!
  4. Facebook-ზე არსებობს უამრავი თამაში. მაგალითები:
    1. Pet Society – ჩემი ერთერთი addiction ბოლო დროს. ამ თამაშზე ერთხელ თუ შეჯექი, ვეღარ ჩამოხვალ :D
    2. Word Challenge – ძალიან დიდი ხანი ვთამაშობდი ამას და ყველას ვურჩევ დაიწყოს.
    3. Sorority LIfe, Fashion Wars, Glamour Age და მსგავსი თამაშები. ესენი ძირითადად ბრაუზერის ტიპის თამაშებია გოგოებისთვის. ვისაც ოდესმე გითამაშიათ Ogame და გიყვარდათ იმათ ძალიან მოეწონებათ!
    4. სხვადასხვა კაზუალური თამაშები და ტვინსაჭყლეტები.
  5. Continue reading I ♥ Facebook