პროფესიონალები, ბლოგის დიზაინი და გულახდილობები

ბოლო რამდენიმე დღეა ისტერიულად მინდა ვიყო სვითი. სვითი რომ ვიყო, იმიტომ კი არ მინდა, რომ  ონალაინ შოპინგების დედა ვიყო და ათასობით ვიზიტორის მასპინძელი, ან  სექსი დიდ ქალაქში შემიყვარდა და უცხოპლანეტელების დავიჯერე. არა, ამ ყველაფრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ახლა  სხვა მიზეზი მაქვს  სვითობის სანატრელად.

საკუთარი ბლოგი მაქვს დასალაგებელი და დიზაინშესაცვლელი და რასაც მე აგერ უკვე სამი საღამო უშედეგოდ შევწირე, ღრმად ვარ დარწმუნებული მარი სულ ერთ საათში მოაგვარებდა

ხოოდა, ვინაიდან ჯერ სვითი ვერ გავხდი და ვერც ბლოგი დავალაგე  (დაულაგებლად კიდევ ჩემ ბლოგზე ვერაფერს ვერ დავწერ, როდის იყო ჭუჭყიან სამზარეულოში საჭმელს ხარშავდნენ ) , არარეალიზებული ოცნებების და იდეების  ქვეცნობიერში გადატანა კი არასასურველია,( არავინ იცის როდის რა სახით შემაწუხებს), აქ  მოვედი.

ხოოდა, რადგან  მოვედი, სხვა რამეებსაც გეტყვით.უფრო სწორად სხვა სურვილებს. ხო, ასე,სხვა უფრო ხანგრძლივი სურვილებიც მაქვს ხოლმე.

მაგალითად  მინდა რამე ისე საფუძვლიანად და კარგად ვიცოდე, როგორც სვითმა ბლოგების ამბები იცის, მთელი HTML კოდებით და სხვა საიდუმლოებით, ან როგორც მამიდაჩემმა ქართული სპორტის ამბები და ჩემი ბავშვობის  მეგობარმა ფონეტიკა.

აი, მე ათასი საჭირო და არასაჭირო რამე ვიცი და ყველაფერი ზერელედ.

არ გამომდის ძირფესვიანობები.

უფრო სწორედ ძირფესვიანი ცოდნა არა, თორემ სიყვარული უძირფესვიანობესი  გამომდის, აი, ეგეთი პროფესიონალები მიყვარან, კიდევ  გაზაფხულის წვიმა, გულახდილობები, ჰულა-ჰუპი, რეალიზებულობის შეგრძნება  და დღეს საღამოს ბილი ჰოლიდეი.

ხოოდა, სვით, გააგრძელე შენი გაკვეთილები, პროფესიონალ ბლოგერებზე და მე აღარ დავწერ ისეთ კომენტარებს და იქნებ ბლოგის დიზაინის სწორად შერჩევა და უფრო მეტი ადამიანის მოზიდვა მაინც ვისწავლო, გულახდილობას დავიმართებ და გეტყვი, რომ როცა გაგიცანი, იმაზე ბევრად, ბევრად უკეთესი  აღმოჩნდი, ვიდრე ბლოგიდან წარმომედგინე და იმის მერე შენზე სულ მახსენდება, როგორ მიხარია, რომ ადამიანები იმაზე უკეთესები არიან, ვიდრე ჩვენ გვგონია და წავედი, მოვუსმინე წვიმას და ბილის :)

მადლობა მასპინძლობისთვის,

ნასტასია :)

2012

დღეს ფორუმზე წავიკითხე ერთი თემა: 2012

მომყავს ციტატა ერთი ფორუმელის – DARKSIDE OF ME პოსტიდან:

მაიამ დაგვიტოვა ორი რამ: კალენდარი და სამი კოდექსი (პისარომ და სასტავმა დედა რომ უტირეს და ბიბლიოთეკები დაუწვეს, მაგ პერიოდში მაიამ მაინც გადარჩა სამი ხელნაწერი, რომლიდანაც მხოლოდ ერთი იკითხება და ინახება დრეზდენში. დანარჩენი ორიც ჩითავს, მაგრამ დამწვარ მდგომარეობაში და შესაბამისად პარიზის და მადრიდის კოდექსები ეწოდება. არის კიდევ მექსიკაში, მაგრამ ის არ ითვლება რადგან იმის არსებობა და არარსებობა ერთიდაიგივეა)).
აგერ კალენდრის სურათი: ესე გამოიყურება

მაიას კალენდარი
მაიას კალენდარი

დასკანერებული კოდექსებიც მაქვს, მაგრამ ბოდიში რომ ვერ დაგიდებ….მარტო ერთ სურათს დავდებ რომელიც გუგლიდან გავჩითე, რომ წარმოდგენა გქონდეს რაზეა ლაპარაკი. მთლიან კოდექსებს ნაღდად ვერ დავდებ აქ Sorry Continue reading 2012