Tag Archives: უცხოელი

30+ ქართველი, 10+ უცხოელი ბლოგერი და 15+ ცნობილი ადამიანი ტვიტერზე

დავიწყებ იმით, რომ ტვიტერი არაჩვეულებრივი მიკრო-ბლოგინგის პლატფორმაა!

ბევრმა ბლოგერმა ტვიტერს რატომღაც ვერ გაუგო…

ალბათ იმიტომ რომ არ იციან საიდან დაიწყონ.

იმისათვის რომ ტვიტერის ყველა შესაძლებლობა გამოიყენო, ტვიტერის სხვა მომხამრებლებთან დიალოგებში უნდა ჩაერთო.

ამისათვის კი საჭიროა გყავდეს “მიმდევრები” და თვითონაც “სდიო” სხვებს.

როცა ტვიტერზე პირველად რეგისტრირდები, სისტემა თავად გაძლევს საინტერესო მომხმარებლების სიას, რომლებსაც შეგიძლია “მისდიო” და ამით დაიწყო ტვიტერის ათვისება.

გადავწყვიტე ჩამომეწერა საინტერესო ბლოგერების, არა-ბლოგერების, ცნობილი ადამიანების და საზოგადო მოღვაწეების ტვიტერის გვერდები. Continue reading

ახალი მედიის ფორუმი და თქვენ

12 და 13 ოქტომბერს, (ორშაბათს და სამშაბათს) მთაწმინდის პარკში ახალი მედიის ფორუმი გაიმართება.

ყველა ბლოგერს ვურჩევ გამონახოს დრო და წამოვიდეს ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებაზე რომლის მსგავსიც კიდევ ცოტა ხანი არ ეღირსება ბლოგოსფეროს.

ახალი მედიის ფორუმი ტარდება ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს და მთაწმინდის პარკის  მხარდაჭერით.

დასწრება მოსაწვევებითაა და ამიტომ ყველას გირჩევთ, დარეგისტრირდეთ ფორუმის საიტზე:

NewMediaForum.ge

იქვე გაეცნობით დეტალურ ინფორმაციას პროგრამის შესახებ, ხოლო შაბათ-კვირას იმეილით მიიღებთ მოსაწვევს.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან როგორც ქართველი ისე უცხოელი ექსპერტები, რომლებიც საინტერესო პრეზენტაციებს ჩაატარებენ ბლოგინგის, სოციალური მედიის და ახალი ტექნოლოგიების შესახებ.

იქვე ვიქნები მეც და ჩავატარებ სამ სემინარს, თემებზე:

  • პირადი ბლოგების ძალა
  • WordPress – საუკეთესო ბლოგ პლატფორმა
  • ის რაც ყველა ბლოგერმა უნდა იცოდეს

ყველას გელოდებით!

New-Media-Forum-Logo