Tag Archives: ტერორისტები

cyxymu იტყუება?

მას შემდეგ რაც მრავალი სტატია და ბლოგი წავიკითხე წინა პოსტში ხსენებული cyxymu-ს შესახებ, უფრო და უფრო მიძლიერდება ეჭვი იმის შესახებ რომ ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლია.

ამ იდეის მხარდასაჭერად ჩამოვთვლი ყველა იმ საეჭვო ფაქტს რაც მედია-საშუალებებით გაშუქდა და ნელ-ნელა ერთად გამოვრიცხოთ ახალ წყაროებზე დაყრდნობით.

  1. Livejournal.com- რუსული საიტია. შესაბამისად რუსებს არაფერში აწყობდათ მისი  საქვეყნოდ “დაბომბვა”. შეეძლოთ რამდენიმე ზარი განეხორციელებინათ საიტის ადმინისტრატორებთან და ბლოგი ისედაც უკვალოდ გაქრებოდა.
  2. თუკი კიბერ-ტერორისტებს ბლოგის გაქრობა უნდოდათ, წესით მისი კონტენტი უნდა წაეშალათ ისე რომ აღდგენა შეუძლებელი ყოფილიყო. ამას ისევ დაისევ ერთი ზარი გადაწყვეტდა KGB-დან. რაც ცხადია ასე არ მოხდა. ბლოგი რამდენიმე საათში დაბრუნდა შეცვლილი მისამართით.
  3. ერთადერთი მხარე ვინც ამ სკანდალური კიბერ-შეტევისგან სარგებელი ნახა ეს თვითონ ბლოგერი cyxymu-ა. რუსებმა ამით ვერაფერი სარგებელი ვერ ნახეს, პირიქით, ძალიან დიდი პიარი გაუკეთეს ამ ადამიანს. არა მგონია ისეთი სულელები ყოფილიყვნენ რომ ეს არ გაეთვალათ. და რა გარანტია არსებობს იმისა, რომ ყველაფერი წინასწარ არ ჰქონდა cyxymu-ს გათვლილი ჩვენს საყვარელ მთავრობასთან ერთად?
  4. ტვიტერს ძალიან დაუცველი და სუსტი სერვერები აქვს, რომლებიც ჩვეულებრივ დღეებში მსუბუქი გადატვირთულობის დროსაც ითიშება, არათუ DDOS  შეტევისას. იქნებოდა თუ არა პრობლემა კიბერ-ტერორიზმი ერთი ან თუნდაც რამდენიმე კომპიუტერიდან განხორციელებულიყო?
  5. ინფორმაცია იმის შესახებ რომ ამ თავდასხმაში რუსები იყვნენ გარეული თვითონ cyxymu-მ გაავრცელა.

ნუთუ ამ ადამიანმა ყველა გააცურა? :s

თქვენც დაწერეთ, როგორც საეჭვო ფაქტები ისე გამაქარწყლებელი.