რას ვჭამ?

– “რას ჭამ?” – ეს იყო ყველაზე მწვავე შეკითხვა, რაც დედამ დამისვა პირველივე სკაიპ-კონფერენციისას. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე სპეციალური პოსტი (და შეიძლება პოსტების სერიაც კი) მიმეძღვნა ჭამა-სმის თემისთვის.

სტუდენტურ სახლში ყველა დერეფანს საკუთარი კომუნალური სამზარეულო აქვს. ამ სამზარეულოში ორი გაზქურა, სამი მაცივარი და 16 კარადაა. საყიდლებზე კვირაში ერთხელ მივდივარ და ამას დიდ შოპინგს ვეძახი. დიდი შოპინგის ფარგლებში მთელი კვირის პროდუქტებს ვყიდულობ, ნაწილს იმავე დღეს კერძებად ვამზადებ, ნაწილს კი მაცივარში ვინახავ.

ჩემი პირველი საუზმე ხრონინგენში
ჩემი პირველი საუზმე ხრონინგენში

სუპერმარკეტები ჰოლანდიაში

(ლირიული გადახვევა Retail Marketing-ში, რადგან ამ საგანს ვსწავლობ ახლა)

ჩემს სახლთან ყველაზე ახლოს სამი სუპერმარკეტია:

Albert Heijn – ჰოლანდიური საცალო ბაზრის 33% წილის მფლობელი და ლიდერია. აქ 25,000 SKU ანუ სხვადასხვა სახის საქონელი არსებობს. AH საკუთარ პროდუქციის ხაზსაც აწარმოებს, რომლებსაც ნაციონალურ ბრენდებთან შედარებით ნაკლებ ფასად ყიდის და დისკაუნტერებს ამით უწევს კონკურენციას. ეს ბრენდი მომხმარებელს სრულ სერვისს სთავაზობს, როგორიცაა კონსულტანტის მომსახურება, პროდუქტების პარკში ჩალაგება, საბონუსე სისტემა, ონლაინ შოპინგის შესაძლებლობა, სახლში მიტანის და Pickup Point-ების სერვისი, პერსონალიზებული მიდგომა და სხვა.

Lidl-ის საყიდლების კალათი
Lidl-ის საყიდლების კალათი

Lidl და Aldi – გერმანული დისკაუნტერებია, რომელთაც საცალო ბაზრის 9% და 7.4% უჭირავთ. აქ პროდუქციის ასორტიმენტი შედარებით ვიწროა, თუმცა ფასები იმდენად დაბალია, რომ ამას თითქმის არავინ აქცევს ყურადღებას. Lidl-ს თითქმის ყოველთვის ალბერტ ჰაინის მიმდებარედ აქვს გახსნილი მაღაზიები და ცდილობს მისი მომხმარებელი გადაიბიროს. Aldi-ს კი სხვა სტრატეგია აქვს: დამოუკედებელ და მივარდნილ სამეზობლოებზე მუშაობს, სადაც სხვა მაღაზია არ არსებობს. Lidl და Aldi-ში სერვისის ხარისხი ძალიან დაბალია. სალაროსთან მუდამ რიგია. ფულის გადახდის დროს სტრესში ვარდები, რადგან პროდუქტები პარკში გაქვს ჩასალაგებელი და სანამ არ ჩაალაგებ, მოლარე ახალი მომხმარებლის გატარებას არასდროს არ იწყებს. ამის გამო ჩქარობ, საყიდლებში იხლართები, ყველაფერი ხელიდან გიცვივდება და ხელის გულები გიოფლიანდება. სამაგიეროდ, შენი ოფლით მოპოვებული სტიპენდიიდან მხოლოდ 18 ევროს დახარჯვა გიწევს და ეს საჭმელი თითქმის 1 კვირა გყოფნის.

ეს სტიკერების ბარათი Etos-ში (ალბერტ ჰაინის კუთვნილი კოსმეტიკისა და პარფიუმერიის მაღაზიების ბრენდი) მომცეს. ყოველ დახარჯულ 5 ევროზე ერთ სტიკერს გჩუქნიან. 5 სტიკერის შეგროვების მერე კი აბაზანის პირსახოცის შეძენა 1 ევროდ შეგეძლება. ჰოლანდიელებს ძალიან უყვართ სტიკერები...
ეს სტიკერების ბარათი Etos-ში (ალბერტ ჰაინის კუთვნილ კოსმეტიკისა და პარფიუმერიის მაღაზიების ბრენდი) მომცეს. ყოველ დახარჯულ 5 ევროზე ერთ სტიკერს გჩუქნიან. 5 სტიკერის შეგროვების მერე კი აბაზანის პირსახოცის შეძენა 1 ევროდ შეგეძლება. ჰოლანდიელებს ძალიან უყვართ სტიკერები.

სუპერმარკეტები და კულტურული შოკები

პირველი კულტურული შოკი ალბერტ ჰაინმა გამომაცდევინა, როდესაც პურის საყიდლად შევედი და პარკი არ მომცეს – 10 ცენტი გადაიხადეო! აქ თურმე ყველა სუპერმარკეტში პარკები ფასიანია. გარემოზე ზრუნავენ.

მეორე კულტურული შოკი Lidl-ში მივიღე, როცა შამპუნი, ბალზამი, დეოდორანტი, ხელის კრემი, სველი ხელსახოცების პაკეტი, ბამბის ტამპონები და ყურის ჩხირები (გაწიე-გამოწიე) 7 ევროდ ვიყიდე! ეს Cien-ია, Lidl-ის საკუთარი კოსმეტიკის ხაზი.

Lidl-მა იმითად დამშოკა, მწვანილებს რომ ქოთნებით ყიდიდა! მოფიქრება!!!

ოხრახუში და შაშკვლავი (ბაზილიკი)
ოხრახუში და შაშკვლავი (ბაზილიკი)

მესამე კულტურული შოკი მაშინ დამემართა, როცა Aldi-ში შევედი და საყიდლების ურიკა ფასიანი აღმოჩნდა! 50 ცენტი უნდა ჩააგდო სპეციალურ აპარატში, შედეგად ურიკა გამოთავისუფლდება, გამოყენების შემდეგ კი, უკან თუ დააბრუნებ, აპარატი 50 ცენტს გიბრუნებს. როგორც ჩანს, ეს დამცავი სისტემაა. ვიღაცებს ურიკების მოპარვა ჰობი ჰგონიათ.

ლუდი, რომელიც Lidl-ში 27 ცენტი ღირს. მთელ ყუთს (24 ცალს) 6.5 ევროდ მოგყიდიან. ყველა სტუდენტურ წვეულებაზე ამ ლუდს ვსვამთ. გემოთი ქართულ ლუდებს არ ჩამოუვარდება.
ლუდი, რომელიც Lidl-ში 27 ცენტი ღირს. მთელ ყუთს (24 ცალს) 6.3 ევროდ მოგყიდიან. ყველა სტუდენტურ წვეულებაზე ამ ლუდს ვსვამთ. გემოთი ქართულ ლუდებს არ ჩამოუვარდება.

სამზარეულო და რეცეპტები

მზარეულის როლს კვირაში ორჯერ ვირგებ. საუზმე ყველაზე მარტივია და უამრავი ალტერნატივა მაქვს:

  • მარტივი სენდვიჩი, მლაშე ან ტკბილი;
  • ჰოლანდიური თხელი ბლინები;
  • შვრიის ფანტელი;
  • ხილი;

Pancakes

სენდვიჩების მასალები – პური, ყველი, ძეხვები და ლორები – დაჭრილ-დამზადებული იყიდება. კაკაო რძესავით მუყაოს პაკეტებში ასხია, მხოლოდ მიკროტალღოვან ღუმელში გათბობა სჭირდება. სუპერმარკეტის მურაბები და ჯემები სახლში გაკეთებულივითაა. ჰოლანდიური ბლინის გამოსაცხობად კი სპეციალური ბოთლში ჩაყრილი ფხვნილი უნდა იყიდო, რძე ჩაასხა, აანჯღრიო და ბოთლიდანვე მოასხა ტაფაზე, არც მიქსერი გჭირდება და არც ზედმეტი ჭურჭლის დასვრა. კენკრა და ხილი მარტივად დაფასოებულია და იაფი. აქამდე შვრია მეზიზღებოდა, ახლა კი რძეს ან შოკოლადის რძეს ვასხამ, მიკროტალღურ ღუმელში ვათბობ, კენკრას ან დაჭრილ ხილს ვამატებ და ყოველ დილით ხალისით ვჭამ.

საქართველოში რომ ჩავალ მიკროტალღური ღუმელი უნდა ვიყიდო. ამაზე კარგი არაფერი ყოფილა.

oatmeal_breakfast

სადილის საქმე უფრო რთულადაა, მაგრამ საქართველოსთან შედარებით ესეც მარტივია. ბოსტნეული და ხორცი შეგიძლია დაჭრილ-დარეცხილ-დასუფთავებული, მოსახარშად ან შესაწვავად გამზადებული შეიძინო. სალათის გაკეთება თუ გსურს, დაჭრილი ბოსტნეული ცელოფნის პარკებში დაფასოებული იყიდება.

veggiesdinner
რეცეპტი: მოშუშული ხახვი + კუბებად დაჭრილი კარტოფილი + ბროკოლი + გაყინული ისპანახი + წითელი ბულგარული + წვრილი პომიდორი + ოხრახუში + შაშკვლავი (ბაზილიკი)

არაფერზე არ გიწევს წვალება და ნერვების მოშლა. რაც აქ ჩამოვედი საჭმლის გაკეთება სიამოვნებად მექცა. რამდენიმე საინტერესო ბოსტნეულის კერძიც გამოვიგონე.

ყველაზე ხშირად ბრიუსელის კომბოსტოს ვჭამ. ადვილი გასაკეთებელიცაა და ძალიან მიყვარს.

food
ზემოთ: მოშუშული ხახვი + ბრინჯი + ბროკოლი + წითელი ბულგარული ქვემოთ მარცხნივ: მოშუშული ხახვი + ბრიუსელის კომბოსტო + წვრილი პომიდორი + წითელი ბულგარული ქვემოთ მარჯვნივ: ესპანური ომლეტი – მოშუშული ხახვი + წვრილად დაჭრილი კარტოფილი + კვერცხი + წვრილად დაჭრილი ბეკონი + გახეხილი ყველი.

ასევე ვაკვირდები ჩემი თანა-დერეფნელების კვების კულტურას. რამდენიმე უცხო კერძის რეცეპტიც ვისწავლე (ცალკე გამოვაქვეყნებ). რამდენჯერმე შიდა შეკრება მოვაწყვეთ და ყველამ თავისი გაკეთებული კერძი მოიტანა.

intern dinner

გარეთ ჭამა თითქმის არ მიწევს და ძალიან ძვირიც ჯდება. მაგალითად, მაკდონალდსის ჰამბურგერების ფასები 4 ევროდან იწყება. ამ დროს 4 ევროდ ორი დღის სამყოფი კერძი შემიძლია მოვიმზადო. თუ მაინც წამძლევს სული, ტკბილეულის და უცნაური კერძების გასინჯვით შემოვიფარგლები.

strawbeery waffles
მარწყვიანი ვაფლი, რომელიც ქუჩაში ვიყიდე.

თუ ვინმეს კიდევ დაებადება შეკითხვა თუ “რას ვჭამ”, გირჩევთ ინსტაგრამზე ამედევნოთ: @Belladore

ახალი ბლოგი

ჩემი მამიდაშვილი 1 კვირის წინ ამერიკაში გაემგზავრა Flex-ის პროგრამით. 1 წლის განმავლობაში იქ უნდა ისწავლოს და იცხოვროს.

მე დავუჟინე ბლოგი გააკეთე და ყოველ დღე ატვირთე სურათები და შთაბეჭდილებები მეთქი.

მართლაც გააკეთა და ჯერ-ჯერობით საინტერესოდ მიდის: NanFlower.blogspot.com

სულ მალე პროფესიონალურ პოსტებს გამოაცხობს! დაიცათ ისწავლოს ბლოგის ავან-ჩავანი!

ა, ხო! გაამხნევეთ კომენტარებით, გაუხარდება ;)

NanFlower
NanFlower

სტუდენტური ცხოვრების ქრონიკები

იმ დღეს უნივერსიტეტის რომელიღაც კორპუსში შევედით რათა საპირფარეშო გამოგვეყენებინა და კარებზე საეჭვო შინაარსის წარწერები აღმოვაჩინეთ. დრო აღარ გვქონდა მეტი ფოტო-მასალა გადამეღო, უფრო სწორად საშინელი სუნი გვაწუხებდა (??!!!).

სასიყვარულო ფრთიანი გამოთქმები:

123
იმ სიყვარულს გაუმარჯოს, რომელიც თვალის პაჭუნით იწყება და ლოგინის ჭრაჭუნით მთავრდება!

დაუკმაყოფილებელი სტუდენტის აღსარება და რჩევები: Continue reading სტუდენტური ცხოვრების ქრონიკები

ყინული დაიძრა

დღეს იმ შეხვედრაზე ვიყავით მე, დოდკა და მროველი გუშინდელ პოსტში რომ ვახსენე.

ძალიან კმაყოფილი დავრჩი დამსწრეთა დაინტერესებით და პატარა იმედიც გამიჩნდა, რომ რაღაც შეიცვლება ბლოგოსფეროში.

მართალია, დღევანდელი შეხვედრა და იქ გამოთქმული მავანთა იდეებით ჩემი გაბედნიერება დეკემბერში ჩვენს (ანუ ბლოგერების) კინოსეანსზე დაპატიჟებას მაინც ვერ გადაფარავს, რადგან მაშინდელი კინოში მიპატიჟება პირველი სიყვარულივითაა, პირველი მერცხალია და მაინც განსაკუთრებულად მიყვარს, მაგრამ დღევანდლის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ რომ შეიცვლება, ეგეც ფაქტია.

პირველ რიგში გეტყვით, რომ დეტალების დიდად გახმაურება არ მინდა/გვინდა, მაგრამ თუ პირობას მომცემთ, რომ ჩვენს შორის დარჩება “საიდუმლოდ გავამხელ”: საქმე ეხება ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების გაბლოგერებას. იმ მომავალ ჟურნალისტებს, რომლებიც ხვალ და ზეგ წამყავნი ტელევიზიების ეკრანებზე გაიბრწყინებენ ან პოპულარული ჟურნალ-გაზეთების რედაქტორები და წარმომადგენლები გახდებიან.

დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ ბავშვებთან იყო, დაახლოებით 10-მდე სტუდენტი დიდი ყურადღებით მოეკიდა ბლოგინგის არსს, დაინტერესდა და შეხვედრამაც მშვენივრად ჩაიარა.

შეხვედრას 2 ცნობილი სახეც ესწრებოდა… ^_^

მაგრამ ამაზე მერე ვისაუბროთ…

ხო? ;)