სწავლა, სწავლა და სწავლაო, ამბობდა ბილ კლინტონი! :D
ხვალიდან პიარისა და ბრენდინგის სტუდენტი ვხდები და 4 თვის განმავლობაში ვისტუდენტებ.
ცოტა რამ ჩემი სკოლის შესახებ:
LSPR 1992 წელს დაფუძნდა ლონდონში და მას შემდეგ მზარდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველო მეთვრამეტე ქვეყანაა, სადაც London school of Public relation-ის წარმომადგენლობა გაიხსნა.
London School of Public Relations-ის თბილისის ოფისი მსმენელებს სთავაზობს კურსს:
An Integrated Approach to Public Relations for the 21st Century
კურსი მოიცავს კომპლექსურ მიდგომას ისეთი ტრადიციული თუ ინოვაციური საკითხების მიმართ, როგორებიცაა:
- ბრენდინგი [ეს საგანი იესემში გავლილი მაქვს და საშინაო დავალებების დაწერა მეზარებოდა ხოლმე. საბოლოოდ გამოცდა კი ჩავაბარე მაგრამ ნიშანი არ გამომივიდა და Fail-ზე დამსვეს. მაგრამ კრედიტი ჩამეთვალა. ხოდა ახლა კარგად უნდა ვისწავლო რომ გადავფარო ის Faili-ი. ერთადერთი მახინჯი Fail-ი მყავს ჩემს გაზინზილებულ დიპლომში. რა სირცხვილია…]
- ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები
- მიზნობრივი აუდიტორიის კვლევა
- კორპორატიული იდენტობა და იმიჯი
- ვირტუალური მარკეტინგი [რა საინტერესოა, ბლოგისთვის თუ გამოვიყენებ :user: ]
- მედიასთან ურთიერთობა
- სტრატეგიული ანალიზი და დაგეგმვა
- სპონსორობა და ივენთ-მენეჯმენტი
- ბიზნეს ეთიკა
- მედია ანალიზი, ბაზრის კვლევა
- e-PR და m-Commerce
- კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა
- ინვესტორებთან ურთიერთობა
- რისკების და კრიზისების მართვა
- რეპუტაციის მენეჯმენტი [წიპა “როგორ დავიცვათ თავი ანტი-სვითებისგან?” :D ]
50%-იანი დაფინანსება მოვიგე კომოპოლიტენის SMS კონკურსში!!!
ჭკუაზე არ ვარ!!! თანაც როგორც ხმები მოვიდა, ჩემთან ერთად თვითონ კოსმოს რედაქტორი გაივლის ამ კურსს. რა პატივია :user:
ხვალ საღამოს შვიდის ნახევარზე მაქვს პირველი ლექცია.
ბედის ნებიერი ვარ ნამდვილად… ალბათ იმიტომ რომ ჩემს აქტიურობას, ენთუზიაზმს და თავდაჯერებულობას საზღვარი არ აქვს :P
ლირიული გადახვევა: ერთი მეუბნებოდა, რომ ზედმეტად თავდაჯერებული და აქტიური ხარო, და ითრგუნებოდა ჩემგან. ხოდა აბა კარგად მიყუროს, ვინ არი ეხლა მაგარ პონტში აა?…
თქვენ რას ფიქრობთ, რატომ მიმართლებს ასე? :D [ეს რიტორიკული შეკითხვაა და პასუხის გაცემა საჭირო არ არის :P ]