Tag Archives: სტრატეგია

NCIB – კონკურსის მეორე ეტაპი

მინდა ბლოგზე ერთი კონკურსის მიმდინარეობა გავაშუქო, რომელშიც ვმონაწილეობ და საკმაოდ ვნერვიულობ მის შედეგებზე.

19 მაისს NCIB-მ ვებმარკეტინგის კონკურსი დაიწყო, რომელშიც ყველა მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება.

კონკურსის პირობები ერთი შეხედვით მარტივია:

I ეტაპზე – უნდა დარეგისტრირებულიყავი საიტზე, აგერჩია ლობისტი კომპანია და დაგეგროვებინა მინიმუმ 50 ხმა.
II ეტაპზე – უნდა გაგეგზავნა ლობისტი კომპანიისთვის შექმნილი ვებმარკეტინგის სტრატეგია.
III ეტაპზე – 5 ფინალისტი სტრატეგიის ავტორმა უნდა მართოს ვებ-მარკეტიგნის კამპანია.

გამარჯვებულის გამოვლენის საკითხი ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია. როგორც კონკურსის საიტზე წერია, თითოეული კონკურსანტისთვის გამოიყოფა სპეციალური ვებ-სივრცე სადაც მან უნდა განახორციელოს თავისი სტრატეგია.
შედეგები კი ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით დაითვლება.

აქ უამრავი კითხვა მიჩნდება:

  • როგორ დაითვლიან ვიზიტორებს?
  • გაითვალისწინებენ თუ არა ისეთ პარამეტრებს, როგორიცაა bounce rate? საიტზე გაჩერების ხანგრძლივობა? returning visitors?
  • ჩაითვლება თუ არა ნაყიდი და სერფინგებით მიღებული ტრაფიკი?
  • საშუალება ექნებათ თუ არა ფინალისტებს გამოიყენონ ლობისტი კომპანიის უკვე არსებული პლატფორმები? (მაგალითად facebook-ის გვერდი)

ამ შეკითხვებზე პასუხები მართლაც საინტერესოა, თუმცა იმედია მალევე გაირკვევა.

პრიზი კი ძალიან მიმზიდველია – კონკურსში გამარჯვებული 5000 ლარს მიიღებს!

მე ავირჩიე კომპანია “კამპა” და საკონკურსო ნაშრომიც გაგზავნილი მაქვს. ამ კვირის ბოლოს დაიდებაო პასუხები. ძალიან მინდა ფინალში გადასვლა.

ვნერვიულობ…