Tag Archives: სპექტაკლი

შო(კ)ის მეთორმეტე ღამე

ზურიუსმა და გაბომ რომ თეატრში წასვლის იდეა წამოაყენეს და მეც მიმიპატიჟეს მთელი გულით გამიხარდა. ჯერ კიდევ როდის ვამბობდი თეატრი მომენატრა მეთქი და ამ წინადადებამაც არ დააყოვნა…

მერე facebook-ზე ამ შეხვედრის განხილვისას სხვა ბლოგერებიც შემოგვიერთდნენ და როგორც იქნა გუშინ საღამოს 6 საათზე ოპერის წინ მე, თინი, ზურიუსი, გაბოლანდიშა, თაზო, ენდი და ზურიუსის ორი მეგობარი ერთმანეთს შევხვდით.

სპექტაკლი 8-ზე უნდა დაწყებულიყო, ამიტომ იქამდე “Near Opera”-ში სამუსაიფოდ ჩამოვსხედით.

andy, tiny, sweety

andy, tiny, sweety

დავლიეთ ზოგმა ჩაი, ზოგმა ყავა, ზოგმა ლუდი, ზოგს არაფერი არ დაულევია… ვისაუბრეთ ქართულ ბლოგოსფეროზე, იმაზე თუ “ამ ბოლო დროს” როგორ გვეზარება ყველას წერა, როგორ ვეღარ ვკითხულობთ ერთმანეთის ბლოგებს დროის უქონლობის გამო, მაგრამ მაინც გაკვრით თუ ისე ყველამ ვიცით რა ხდება ერთმანეთის ბლოგურ და არა-ბლოგურ ცხოვრებაში… Continue reading

Imda Corporate Blogger!

კორპორატიული ბლოგინგი ან პროფესიონალი, გამოცდილი ბლოგერის დაქირავება კომპანიის ოფიციალური ბლოგისთვის უცხოეთში ერთგვარ ტენდენციად არის ქცეული. საქართველოში კი ბლოგის რაობის შესახებ რაღაც მითები დადის, რომ ეს იგივეა რაც პიკზო.ქომი ან მაისფეისი და ა.შ.

სამი წლის წინ როცა ჩემი ბლოგის გავხსენი blogger.com-ზე, ნამდვილად ვერ წამოვიდგენდი თუ ეს საქმიანობა ჩემს ერთგვარ მეორე პროფესიად გადაიქცეოდა, თუმცა დღეს უკვე ყველაფრის წარმოდგენა შემიძლია.

ერთი კვირის წინ შემოთავაზება მივიღე კორპორატიული ბლოგერის პოზიციაზე.

გამოჩნდა ადამიანი ვისაც დიდი ხანია აწუხებდა ბლოგის იდეა, მაგრამ არ ჰყავდა შესაბამისი კონტენტ-მეიქერი. შენ იტყვი “ამის გაკეთებას რა უნდაო”, მაგრამ გაითვალისწინე, რომ თუ შენც ჩემსავით დიდი ხნის ბლოგერი ხართ და წერა ასე თუ ისე გეხერხება, შესაბამისად მარტივი, ყველასათვის გასაგებ ენაზე დაწერილი ტექსტის შექმნაც პრობლემას არ წარმოადგენს შენთვის (ყოველ შემთხვევაში ბლოგერების უმრავლესობისთვის). Continue reading