Internet Forum Tbilisi 2014

blogging and online activism

24 მაისს სრულიად ქართული ბლოგოსფეროს შემორჩენილი ნაწილი ისევ ერთ სივრცეში – Multimedia Education Center-ში შეიკრიბა. Internet Forum Tbilisi ერთ დღიანი ღონისძიებაა, რომელიც წელს პირველად ჩატარდა. მისი მიზანი ბლოგერების, ინტერნეტ აქტივისტების, დეველოპერებისა თუ სხვა დაინტერესებული პირების ერთად შეკრება და საქართველოში ინტერნეტის განვითარებაზე საუბარი იყო.

მთელი დღის განმავლობაში 9 დისკუსია / პრეზენტაცია ჩატარდა და თითო საათი მიეძღვნა. სპიკერთა შორის მეც ვიყავი და საუბარი ინტერნეტ ჟურნალების წარმოებაზე და მათ ბედ-იღბალზე მომიწია. ჩემთან ერთად პანელისტები იყვნენ ნასტასია არაბული (wis.ge), აკო ახალაია (marketer.ge), ლევან პაიჭაძე (ideahub.ge) და ლაშა ქავთარაძე (photoessay.ge).

Internet Forum Tbilisi - Online magaiznes

All serious and stuff...
All serious and stuff…

სრული დღის წესრიგი შეგიძლიათ ამ გვერდზე იხილოთ: Internet Forum Tbilisi 2014

ჩვენი პანელ-დისკუსია ვიდეოს სახით შეგიძლიათ myvideo-ს ლაივსტრიმზე ნახოთ (მოგვიანებით Youtube-ვიდეოს დავამატებ).

საკმაოდ ცხარე და დატვირთული გამოვიდა დისკუსია ბლოგინგის გამოწვევების შესახებ. ორიგინალური და მრავლისმომცემი გამოდგა ონლაინ აქტივიზმის შესახებ პრეზენტაცია, რომელსაც ნიკა დავითაშვილი (პარტიზანული მებაღეობა) უძღვებოდა. ასევე ძალიან დავინტერესდი დისკუსიით ღია მმართველობის შესახებ.

Open Government

რა თქმა უნდა ონლაინ სატირის შესახებ დისკუსიამ ისე ჩაიარა როგორც მოველოდით: წარდგენა ნიკა ქავთარაძის მონოლოგით დაიწყო, შემდეგ კი “სცენაზე” ჩიტის და ზარათუშტრას შემქმნელები გამოვიდნენ.

online satira

თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, მგონი დამსწრე საზოგადოება ყველაზე მეტად ტვიტერით გაერთო. დიდ ეკრანზე Live Feed-ი იყო გაშვებული და ტვიტის გაგზავნისთანავე ეკრანზე ჩანდა ჩვენი “ნაღვაწი”. რა თქმა უნდა ბლოგერთა “გარყვნილმა” გონებამ უმალ შემოაგდო ისეთი თემები როგორიცაა პორნოს ყოფნა არყოფნის საკითხი, ნინი ბადურაშვილისა და საბუნიას აღებ-მიცემობის საკითხი და სხვა. ეს ფიდი ინტერნეტის ფარულ კუნჭულებში იმალება, თუმცა მე აქვე პოსტში შემიძლია წარმოგიდგინოთ.


ასეთი აქტიურობა ტვიტერზე რამდენიმე წელია არ მინახავს. გული დამწყდა და სურვილი გამიჩნდა, უფრო აქტიურად ვიყენებდეთ ტვიტერს საქართველოში. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქართულ ენოვანი კონტენტის შემქმნელები ტვიტერზე არ არსებობენ. ალბათ გარკვეული დრო და თვითდისციპლინა სჭირდება იმას, რომ ქმნიდე კონტენტს ფიდბეკის გარეშე და ელოდებოდე follower-ების ზრდას. თუმცა ბლოგინგიც ხომ ასეთი გზით დავიწყეთ. Back in 2005, არავინ არ იყო მკითხველი და მხოლოდ იმიტომ ვწერდით, რომ ჩვენ გვსიამოვნებდა.

MEC-ის მხიარული საპირფარეშო:

MEC-ის შესასვლელში Foodpanda-ს მასკოტი, რომელმაც დღის განმავლობაში არაერთხელ დაგვაპურა, მომსვლელებს ესალმებოდა და ასევე 3 ლარიანი ვაუჩერები დაგვირიგა.

ჩემი ვაუჩერის კოდს გიზიარებთ: panda3

მისი გამოყენება ასე შეგიძლიათ:

  1. გაიარეთ რეგისტრაცია foodpanda.ge-ზე
  2. მთავარ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს მოძებნე საჭმელი და მარცხენა მხარეს ფილტრის შედეგებში მონიშნეთ “ვაუჩერით სარგებლობა”.
  3. აირჩიეთ რესტორანი, კერძი და შეკვეთის დასრულებისას შეიყვანეთ ვაუჩერის კოდი შესაბამის გრაფაში
  4. შეკვეთის ღირებულება უნდა შეადგენდეს მინიმუმ 15 ლარს

foodpanda

პანელ-დისკუსიების ყველა მონაწილეს კარიკატურები დაგვირიგეს:

Internet Forum Tbilisi 2014

მემორაბილია:

Internet Forum Tbilisi - memorabilia

მოუთმენლად ველოდებით მომავალი წლის ღონისძიებას. :)

Storify

Pinterest-ი – ხო, მაგრამ Storify უფრო მაგარი რამეა.

Storify-ზე ამბავს სხვადასხვა მედია საშუალებით ყვები, მათ შორის ტექსტითაც. ერთი ამბის შესახებ შეგიძლია დიდი ხნის განმავლობაში ყვებოდე და ამატებდე მასალებს, ფაქტებს, ციტატებს, ფოტოებს სხვადასხვა ვებ-გვერდებიდან, ბლოგებიდან, სოც.ქსელებიდან. შემდეგ ეს ამბები შეგიძლია სხვა ვებ-გვერდებზე ან ბლოგებზე embed კოდით ჩასვა და ახალი მასალის დამატების შემთხვევაში story ყველგან განახლდება.

Storify საუკეთესოა ჟურნალისტებისთვის, სტატიების და ნარკვევების ავტორებისთვის, მათთვის ვინც აანალიზებს ახალ ამბებს და აგროვებს მასალებს ერთი თემის შესახებ.

თუ Storify-ს იდეა მოგეწონებათ, ჩემი რჩევა იქნება, ქრომის გაფართოება დააყენოთ: Storify for Chrome.

აი მაგალითად ვარდისფერი ტაქსის ამბავი:

Social Media Day 2012

ყველა ბლოგერს, ბლოგების მკითხველს, facebook-ით და twitter-ით დაავადებულს, გილოცავთ სოციალური მედიის დღეს!

 

 

მაპატიე, ლევან…

ამბავი #1:

– ლევან*, გააკეთე ბლოგი! – ვეუბნები ჩემს მეგობარ ჟურნალისტს, რომელიც რამდენიმე დღის წინ წამოვიდა ერთი ავადსახსენებელი ტელევიზიიდან.

– არა, რა ბლოგი, მე ტელევიზიისთვის ვარ შექმნილი…

– ეგ ერთმანეთს ხელს არ უშლის, სიუჟეტები გადაიღე და Youtube–ზე დადე!

– ოო, მოიცა რა…

მე ვუყურებ გაკვირვებული:

– რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი? განუსაზღვრელი თავისუფლება, რედაქტორი არ ჩაერევა შენს შემოქმედებაში. კარგ სტატიას თუკი დაწერ, გააგზავნი რომელიმე გაზეთში/ჟურნალში და დაგიბეჭდავენ. პატარა ხარ ჯერ და როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ყველაზე კარგად დააგროვებ გამოცდილებას…

– არა, მე ტელევიზიაში მინდა.

– მაესტრო?!

– არა, რა მაესტრო. რუსთავი 2 ან იმედში…

– გეუბნები გააკეთე პოლიტიკური ბლოგი, მერე ვიღაც შეგამჩნევს და წაგიყვანს თავისთან… – ვცდილობ დავიყოლიო.

– ერთი ჟურნალისტი მაინც მითხარი, ვინც ბლოგიდან სამსახური ან რამე იშოვა!

თაზო კუპრეიშვილი!!! – კონტრ–არგუმენტი მზად მაქვს.

– ვააიმე, – იცინის, – თაზო კუპრეიშვილი ის არ არის, რომ გალახეს ამას წინათ? ძაან კაი ბიჭია, მაგრამ მგონი ცემის მეტი არაფერი შერჩა ეგეთი “თავისუფალი” ჟურნალისტობიდან. არა ძმაო, არ მინდა ეგ შენი ბლოგი. კინაღამ დამარწმუნე…

ჩემი რეაქცია:

მივმართავ ჩვენი თაობის ყველა ლევანს:

სად არის შენი ჟურნალისტური სიამაყე? ბრძოლა სამართლიანობისთვის და დემოკრატიისთვის?

ამ არეულ ქვეყანაში სწორედ შენ უნდა იდგე სიმართლის სადარაჯოზე, აკეთებდე ჟურნალისტურ გამოძიებებს, ფოტორეპორტაჟებს, ყველაფერი უნდა მიგქონდეს ხალხთან! ამის მაგივრად თბილი სკამი და ხელფასი გინდა? არ განგსჯი, ჩვენი მეგობრობა არც ამით დასრულდება, უბრალოდ იცოდე, რომ შენ არ ხარ ნამდვილი ჟურნალისტი და ნურც დაიჩემებ.

ისიც იცოდე, რომ ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, თაზო კუპრეიშვილი ბევრად უფრო პატივსაცემი და ავტორიტეტული ჟურნალისტია, ვიდრე რუსთავი 2–ის ან იმედის რომელიმე რეპორტიორი და წამყვანი, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიეს.

მაპატიე, ლევან…

სავალალო ის კი არ არის, რომ ქართული საზოგადოება გმირებს ელოდება, არამედ ის, რომ გმირად გახდომა არავის უნდა.

*სახელები შეცვლილია.

ამბავი #2:

რამდენიმე დღის წინ გაიმართა შეხვედრა, ქართველ ჟურნალისტებს, ბლოგერებსა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო საინფორმაციო პროგრამების ევრაზიის რეგიონის უფროსს შორის.

შეხვედრაზე რეზონანსის მთავარმა რედაქტორმა დასვა საკითხი პოლიტიკის თემაზე ქართველი ბლოგერების არააქტიურობის შესახებ. მან ქართველი ბლოგერების ნაწილი მოსყიდულობაშიც დაადანაშაულა. მისი თქმით სამთავრობო ძალების მიერ ხდება პოსტების დაკვეთა და ამით მკითხველის შეცდომაში შეყვანა გარკვეულ საკითხებზე.

პრინციპში არც გამოვრიცხავ – ყველა სფეროში შეიძლება არსებობდეს ვინმე მოსყიდული, მაგრამ მე არ მინდა თვალი დავხუჭო იმ ბლოგერებზე, რომლებიც მართლა იცავენ თავისუფალ სიტყვას და საზოგადოებრივ პრობლემებიც დაუშვრელად გამოაქვთ სააშკარაოზე.

სპეციალურად შევედი blogroll.ge-ს პოლიტიკის კატეგორიაში, რათა დამეთვალიერებინა ის თითზე ჩამოსათვლელი ბლოგები, რომლებიც პოლიტიკის და საზოგადოების პრობლემების შესახებ იწერება. მინდა რამდენიმე მათგანი გაგაცნოთ, ის რაც ერთი შეხედვით მომეწონა:

(გთხოვთ, კომენტარების სახით დამიტოვოთ ყველა იმ ბლოგის მისამართი, რომელიც გამომრჩა!)

გმადლობთ, რომ არსებობ(დი)თ!

თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბლოგების უმეტესობა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ან გრანტების პროგრამების მხარდაჭერით იქმნებოდა. ძალიან ცოტა ჟურნალისტი და ბლოგერი იწყებს მსგავს თემებზე უსასყიდლოდ და ენთუზიაზმით წერას.

ამბავი #3:

თანამედროვე განვითარებულ ქვეყნებში ჟურნალისტის პროფესიაზე ახალმა მედიამ უდიდესი გავლენა მოახდინა.

დღეს სამსახურში აყვანამდე რედაქტორები კანდიდატის ბლოგებს ითხოვენ და ალმაცერად უყურებენ ისეთ კანდიდატებს, რომლებიც ახალ მედიასთან მწყრალად არიან.

ამ პოსტით არც იმის თქმა მინდა რომ ბლოგები გადაგვარჩენს, არც იმის, რომ ჩვენი ჟურნალისტები არაფრად ვარგიან, არც ჩემს მეგობარ ლევანს ვერჩი. უბრალოდ მინდა, რომ ჟურნალისტების ახალი თაობისგან მეტი პროაქტიულობა და ჩართულობა დავინახო ამ ქვეყნის შენების საკითხში.

დასასრულს, მოვიყვან ნაწყვეტს ჩემი საყვარელი სამართლის ლექტორის, სანდრო ბარამიძის ლექციიდან:

“გამოხატვის თავისუფლების გარანტიები განსაკუთრებით მედიას ეხება. ევროპული სასამართლო გამუდმებით აღნიშნავს „პრესის გადამწყვეტ როლს სამართლებრივ სახელმწიფოში“.

მედია, როგორც ასეთი სპეციალური დაცვის ქვეშ იმყოფება, რადგან იგი აწვდის საზოგადოებას „იმ ინფორმაციას და იდეებს, რომლებიც საჯარო ინტერესის სფეროს შეადგენს.

არა მხოლოდ პრესას აკისრია ამგვარი ინფორმაციის და იდეების გადაცემის მისია: არამედ საზოგადოებას ასევე გააჩნია უფლება მიიღოს ის. ამის გარეშე პრესა ვერ შეასრულებდა „საზოგადოების ნაგაზის“ სასიცოცხლოდ აუცილებელ როლს“ („თურგეისონი ისლანდიის წინააღმდეგ“, პ. 63).
. . .
„პრესის თავისუფლება საზოგადოებას სთავაზობს ერთ–ერთ საუკეთესო საშუალებას იმისას, რათა შეიქმნას შეხედულება მისი პოლიტიკური ლიდერების იდეებისა და პოზიციების შესახებ. კერძოდ, იგი სთავაზობს პოლიტიკოსებს შესაძლებლობას, რათა იფიქრონ და კომენტარი გააკეთონ საზოგადოებრივი აზრისა და საზოგადოებაში არსებული შეხედულებების შესახებ; ამგვარად იგი საშუალებას აძლევს თითოეულ ადამიანს მონაწილეობა მიიღოს თავისუფალ პოლიტიკურ დებატებში, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების იდეის არსს წარმოადგენს.“ („კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ“, პ. 43).

Georgian Blogging Days 2011

ყოველ წელს გაზაფხულზე ქართულ სოციალურ მედიაში აქტიური პერიოდი იწყება ხოლმე.

შარშან ჯერ iTV კონფერენცია მოეწყო, მერე სოციალური ინოვაციების ბანაკი, მერე ქართული ბლოგინგის დღეები, მერე სოციალური მედიის დღე იყო. ამათ გარდა კიდევ უამრავი სხვა წვრილი ივენთი ჩატარდა, რომლებიც არც მახსენდება.

როცა ცხოვრება აღსავსეა შთაბეჭდილებებით და საწერი წესით ბევრი უნდა იყოს, მაშინ წერისთვის დრო აღარ რჩება. როცა სახლში ზიხარ და დრო თავზე საყრელი გაქვს, მაშინ – შთაბეჭდილებებს და მუზის არქონას უჩივი.

ჰოდა, ბლოგინგი რთული “პროფესია” იმიტომაცაა, რომ ოქროს შუალედი უნდა დაიჭირო. : )

მოკლედ გადაწყვეტილი მაქვს, რომ ავად თუ კარგად ყველა ღონისძიების შესახებ მოვყვე რასაც ამ პერიოდში ვესწრები.

პირველი იყო ქართული ბლოგინგის დღეები, რომელიც უკვე მეორე წელია რაც იმართება კვარიათში.

ჩემი წარმოდგენილი თემა იყო “სოციალური მედია, როგორც ფულის შოვნის საშუალება“.

აქვე რამდენიმე (საშინელი) ფოტო ღონისძიებიდან.

დაძაბული ვყვები სოციალური მედიით ფულის შოვნის შესახებ
რააატომ ვარ ამ სურათებში ასეთი მსუქანი და გაჩეჩილი?????????????!!!!!
დამსწრე ბლოგოსფეროს ნახევარი