Tag Archives: სიგარეტი

გზააბნეულის აღსარება

Drunk Goat

ბოლო ორ დღეში დავასკვენი, რომ ცხოვრება მიყვარს. ცხოვრება – მთელი თავისი სიტკბოებით, სიმწარით, სინანულით, სიყვარულით, სიძულვილით, დამარცხებებითა და გამარჯვებებით.

უბრალოდ მიყვარს და ამას არაფერი შეცვლის…

სამაგიეროდ გარშემო დანარჩენი ყველაფერი იცვლება. თანაც ისე სწრაფად, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებ ხოლმე.

ორშაბათ დილით სახლიდან წამოვედი.

მომბეზრდა ჩხუბები. საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მინდოდა. ყოველთვის იყო ვიღაც ან რაღაც ვინც ხელს მიშლიდა ჩემს მეორე მესთან საუბარში. ტელეფონის ზარები, ვინმეს გადამეტებული ყურადღება, ყიველდღიური ვალდებულებები, ხადახან სიჩუმეც…

მეორე დღეა ძიებაში ვარ. Continue reading

From Taa With Love

ახლა ისეთ განწყობაზე ვარ სტუმრად წავიდოდი …

ლიფტს დავაიგნორებდი, კიბეებზე ავიდოდი და კარზე დავაკაკუნებდი.
შევიდოდი თბილ ოთახში სადაც რამდენიმე ისეთი ადამიანი დამხვდებოდა თვალს და გულს რომ
გაუხარდებოდა.
მერე ცხელი ყავა, სიგარეტი, სასუსნავები და ტლიკინი. ბევრი და ტვინის წამღები. უამრავი სიახლე უამრავი ინფორმაცია,უამრავი ემოცია.  რამდნი რამე დამიგროვდა სათქმელი და ვერ ვამბობ, იმიტომ რომ არ მცალია, იმიტომ რომ სამსახურში იმდენი საქმე მაქვს საათები წუთებივით გადიან. შუა აურზაურში და მუშაობაში რომ ვარ მაშინ მოდის ხოლმე 7ის ნახევარი და სახლში წასვლის დროა..

ხოდა მოკლედ ადამიანები მაკლია, ჩემნაირი ადამიანები, მეგობრული შეხვედრები, არაოფიციალური და თბილი. Continue reading

ქართული კორპორატიული კულტურა

ერთი თანამშრომელი, რომელიც დილით ზუსტად 10 საათზე მოდის სამსახურში, შედის ეგრევე ყავის დასალევ ოთახში, 1 საათის განმავლობაში ეწევა 2 ღერ სიგარეტს, შემდეგ ჯდება კომპიუტერთან, ”რაღაცას” მუშაობს (ძირითადად ინტერნეტში დაბორიალობს), 2-დან 4-მდე ”შესვენებაზეა გასული”,6-ს რომ 15 წუთი გადაცდება – მიდის. ეს თხუთმეტი წუთი ბოლო ხინკლის პონტია, ”6-ზე ეგრევე ხომ არ გავიქცევი?” და ის 15 წუთი ზის სიგარეტის მოსაწევ ოთახში. მერე თავის ოთახში შედის, უფროსს დაენახვება, რომ ოფისშია 7-ის 15 წუთამდე, მერე დემონსტრაციულად თიშავს კომპიუტერს და მიდის სახლში.

მეორე თანამშრომელი მოდის 11-ზე, არც ყავას სვამს და არც სიგარეტის მოსაწევ ოთახში შედის. ეგრევე ჯდება კომპიუტერთან. იწყებს მუშაობას. შუადღისას ასე 3 საათისთვის 20 წუთით გადის ოფისიდან რომ რამე საჭმელი იყიდოს და სამუშაო ენერგია განიახლოს. შემდეგ ბრუნდება და ისევ მუშაობს 8-ის ნახევრამდე. მერე მიდის სახლში. ოფისში აღარავინაა დარჩენილი დაცვის გარდა.

ქართულ სტანდარტულ კომპანიებში მეორე თანამშრომელს აუცილებლად გაათავისუფლებენ სამსახურიდან. იმიტომ რომ ”დილით აგვიანდება” და ”არღვევს კორპორატიულ კულტურას”. ”სხვა თანამშრომლები რომ უყურებენ, ისინიც ასე იქცევიან” და ა.შ.

მეორე საკითხია ჩაცმულობის კოდექსი. იგივე დრეს-კოდი…

საქართველოში არ არსებობს კორპორატიული კულტურა.  კორპორატიული კულტურა ზოგს ჰალტუხი და პიჯაკი ჰგონია. ის კი არ იცის რომ ჯინსიც შეიძლება იყოს კორპორატიული კულტურა.

არ მესმის, რატომ არ შეიძლება task-oriented თანამშრომელმა იმუშავოს თავისუფალი გრაფიკით და რა საჭიროა 8 საათის განმავლობაში ოფისში იჯდეს. ზოგს მაგალითად სახლში უფრო მოსწონს მუშაობა. ზოგს კი – ბუნებაში :) იქნებ ვიღაცას შუადღის 4-დან საღამოს 10-მდე უსწორდება მუშაობა?

task-ში ვგულისხმობ გარკვეული სამუშაოების შესრულებას, გარკვეული დროის პერიოდში. როცა გაქვს დედლაინი და აზრი არ აქვს, ბოლო დღეს გააკეთებ მთელს სამუშაოს, თუ დღეში 2 საათს დაუთმობ.

ხოდა იმიტომაც აქვთ კარგად საქმე ქართულ კომპანიებს…

 

 

პ.ს. იმ დღეს გოდესასთან ლაპარაკმა მიმიყვანა ამ პოსტის იდეამდე…